ჰარი პოტერის ბოლო ფილმი 2011 წელს გამოვიდა და 8 წლის განმავლობაში ყველა ჭეშმარიტმა პოტერჰედმა არაერთხელ ნახა. მიუხედავად ამისა, უამრავ დამალულ დეტალს და მინიშნებას დღემდე ვერ მივაგენით. მაგრამ არ ინერვიულოთ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეეზარათ და მსგავსი დეტალები შეაგროვეს იმისთვის, რომ თქვენ უკეთ იყოთ ინფორმირებული.

მაშ ასე, ერთად შევულოცოთ ალოჰომორა და ისევ შევაბიჯოთ როულინგის ჯადოსნურ სამყაროში.

პირველ ნაწილში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჰოგვორტსის კლუბებზე შევიტყობდით როულინგმა და დევიტ ეიტსმა მინიშნება მოგვცეს. რეპტილიების ოთახიდან გამოსვლისას სკოლის მოსწავლეებს ვხედავთ მწვანე უნიფორმაში. მწვანე ფერი და გველი კი სლიზერინის სიმბოლოა.

შენიშნეთ, რომ მრუმე ქუჩაზე ჰარი პოტერის წიგნების კოლექცია იყიდებოდა?

ფოტო: Warner Bro

გახსოვთ როგორ მოხვდნენ ჰარი და არტურ უიზლი მაგიის სამინისტროში? ტელეფონების ჯიხურში არტურმა აკრიფა კოდი 6-2-4-4-2, რაც ტელეფონის კლავიატურაზე იწერება, როგორც MAGIC. აკრიფე მაგია და მოხვდი მაგიის სამინისტროში, მარტივია.

ფოტო: Warner Bros

როცა დამბლდორის მოგონებებში ტომ რიდლთან შეხვედრის კადრებს ვხედავთ ფანჯრის მინაზე 7 ქვას შეამჩნევდით. 7 ახალგაზრდა რიდლის საყვარელი ციფრია, რომელიც საბოლოოდ ვოლდემორდის 7 ჰორკრუქსად იქცევა. ამ ციფრს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა მთელ ფილმში.

სწორედ ამდენივე თავი აქვს გველს საიდუმლო ოთახის კარზე.

ფოტო: Warner Bros

შვიდი ჰარი ვიხილეთ სიკვდილის საჩუქრების პირველ ნაწილშიც, მისი გადარჩენის ოპერაციის დაგეგმვისას.

ფოტო: Warner Bros

ქვიდიჩის გუნდიც კი 7 ადამიანისგანაა დაკომპლექტებული.

ფოტო: Warner Bros

სიმბოლურია, რომ ჰარი შვიდი ნომრით თამაშობდა და ვოლდემორის მეშვიდე ჰორკრუქსი იყო.

შვიდსაფეხურიანია იმ სკივრის საკეტიც, რომელშიც უმცროს ბარტი კრაუჩს მრისხანეთვალა მუდი ჰყავდა ჩაკეტილი.

დამბლდორის მოგონებებში ბევრი საგულისხმო ფაქტი ჩანდა. თუ ყურადღებით უყურებდით უნდა შეგენიშნათ მღვიმის სურათი ტომის ოთახში. ეს ის მღვიმეა, სადაც მედალიონის ჰორკრუქსი ინახებოდა.

სიკვდილის საჩუქრების სიმბოლო ჯერ კიდევ ცეცხლოვანი თასის ფილმში გამოჩნდა, თუმცა არაფერი ვიცოდით და არ შეგვიმჩნევია.

ფოტო: Warner Bro

მახვილ თვალს ლუციუს მალფოის ტატუ არ გამოეპარებოდა. ასეთი ტატუ აზკაბანის ყველა პატიმარს ჰქონდა. ლუციუსი კი ერთ-ერთი ცნობილი სიკვდილის მხვრელი იყო და ლოგიკურად აზკაბანშიც იმყოფებოდა მანამ, სანამ ყველა არ დააჯერა რომ იმპერიუსის წყევლის ქვეშ ემსახურებოდა ბნელ ბატონს.

მარადიორების რუკას თქვენც ჰარისათვის გულისყურით ადევნებდით თვალს? რუკაზე ნიუტ სკამანდერი ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, სანამ პოტერჰედები მის არსებობის შესახებ გაიგებდნენ და ფანტასტიკური ცხოველების წიგნი ან ფილმი გამოვიდოდა.

თუმცა, ამაზე არანაკლებ უცნაური ფაქტებიც იკითხება რუკაზე. არამგონია შეგენიშნათ ორი პირის ფეხის ნაკვალევი, რომლებიც ფანების აზრით სექსით არიან დაკავებული.

დამბლდორის კაბინეტის უცნაური პაროლი "ლიმონის შაქარყინული" ხომ კარგად გახსოვთ? მაგრამ შენიშნეთ, რომ ეს შაქარყინული დამბლდორს მაგიდაზე უდევს?

ალბათ ყველას აგეცრემლათ თვალები, როცა პროფესორმა მაკგონაგელმა ჰარის პირველი ჯადოსნური ცოცხი აჩუქა. ისიც კარგად გემახსოვრებათ, რომ თავად მაკგონაგელმა შეამჩნია ჰარის ტალანტი და შესთავაზა კაპიტან ოლივერ ვუდს მისი ჯგუფში აყვანა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მაკგონაგელი თავად თამაშობდა ქვიდიჩს, ეს კი ფილმის პირველივე ნაწილში გამოჩნდა, როცა ჰარიმ მამამისის ჯილდო ნახა.

გილდეროი ლოკჰარტს თავის მოვლა და გაპრანჭვა, რომ უყვარდა კარგად ვიცით, მაგრამ მის კაბინეტში პარიკი შემჩნეული გქონდათ?

აზკაბანის ტყვეში ჯადოქარი, რომელიც არხეინად ურევს ფინჯანს, არც მეტი არც ნაკლები სტივენ ჰოკინგის A Brief History of Time-ს კითხულობს.

მრუდე ქუჩა, რომ მაგლებისთვის დაფარული იყო და მხოლოდ ჯადოქრებისთვის ჩნდებოდა ვიცოდით, მაგრამ შეგიმჩნევიათ, რომ Leaky Cauldron-ის ნიშანი მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, როცა ჰაგრიდი და ჰარი უახლოვდებიან?

ოთახში, სადაც ყველაფერი ინახება აღმოჩნდა ჭადრაკის ერთ-ერთი ფიგურაც, რომლითაც ჰარიმ, რონმა და ჰერმიონმა პირველ კურსზე ითამაშეს.

საიდუმლო ოთახის დასაწყისში, როცა ჰერმიონი მაკგონაგელს ოთახის არსებობის შესახებ ეკითხება მის წინ მწვანე ქამელეონს ვხედავთ. ეს მინიშნება იყო. სწორედ ამ ნაწილში ჰერმიონმა, ჰარიმ და რონმა მრვალწვნიანი ნაყენი დალიეს სლიზერინელებად გარდასახვისთვის.

ჯადოქრებსაც სჭირდებათ ამინდის პროგნოზი და ამას გაზეთი დილის მისანი სთავაზობდა.

რა უნდოდა ჩო ჩანგს ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების მეორე ნაწილში ჰოგვორტსში? თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ნაწილში ჰარი და მისი კურსელები ჰოგვორტსის დამამთავრებელ კურსზე იყვნენ ჩოს სკოლა დამთავრებული უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ჰარიზე ერთი წლით უფროსი იყო და მაღალ კლასში სწავლობდა.

ფოტო: Warner Bros

ყოველ მომდევნო ფილმთან ერთად ვორნერ ბროს ლოგო სულ უფრო და უფრო გამუქდა და ფილმშიც სულ უფრო მეტი გმირი გარდაიცვალა.

ბონუსი: დაგიჩქარებიათ ბობატონის სკოლის მოსწავლეების ცეკვა? ისინი ხომ მაკარენას ცეკვავენ.