ბრიუსელის სამიტის პოლიტიკური სამზადისი
ფოტო: AP
ნატოს მომავალ ბრიუსელის სამიტზე, საქართველოსა და უკრაინის ლიდერები, ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებს უმაღლეს დონეზე 12 ივლისს ერთად შეხვდებიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლები უმაღლეს დონეზე ხვდებიან ალიანსის წევრებს 29+2 ფორმატში.
"საქართველო და უკრაინა ნატოს მომავალ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ. ჩვენ ველით, რომ ალიანსის მოკავშირეების ლიდერები აღნიშნავენ ამ თითოეული პარტნიორის პროგრესს და გამოხატავენ მათი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისადმი ერთგულებას", - ამბობს ნატოს ოფიციალური პირი ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან.
ორშაბათს უკრაინული გამოცემა ევროპეისკაია პრავდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის მთავრობამ, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომ უნგრეთის წინააღმდეგ მისცემს ხმას ალიანსის შემოთავაზებას, რომელიც მოლაპარაკებული იქნება უკრაინის და საქართველოს ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. ნატომ წერილის არსებობა დაადასტურა. თუმცა, უნგრეთის მხარემ განმარტა, რომ ისინი არ გეგმავენ ნატო-საქართველოს ურთიერთობების შეფერხებას.
უნგრეთის პოზიცია ამერიკის ხმას საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუმარტა. სამინისტროს პრესპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი არ აპირებს საქართველოს შესახებ გადაწვეტილების დაბლოკვას, თუმცა გეგმავს ვეტო დაადოს ნატოსა და უკრაინის მოლაპარაკებს.
"ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტაბილურობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი, და არ ვბლოკავთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. უნგრეთსა და საქართველოს შორის ღია პოლიტიკური კითხვები არ არსებობს", -აღნიშნა საიტო ფოოსტაიმ, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან.
"რაც შეეხება უკრაინას, უნგრეთი ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი იყო ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის. თუმცა, უკრაინამ ახალი კანონი მიიღო, რომელიც სრულიად შეუსაბამოა ევროპულ ღირებულებებთან, უხეშად არღვევს უმცირესობების უფლებებს და ართმევს უნგრულ უმცირესობას მათ უკვე არსებულ, მოპოვებულ უფლებებს. ამიტომ უკრაინა, ვერ იქნება სერიოზულად აღქმული, როგორც ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას ცდილობს, მათში გაწევრიანების სურვილით. სწორედ ამ მიზეზებით, უნგრეთის მთავრობა შეინარჩუნებს მის ვეტოს ნატოსა და უკრაინის მოლაპარაკებებზე, სანამ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის საკანონდებლო გარანტიებს, რომ ტრანსკარპატიის უნგრული მოსახლეობის უფლებები არ იქნება დარღვეული", - დასძინა ფოოსტაიმ.
ბუდაპეშტსა და კიევს შორის უთანხმოება უკრაინაში უნგრელი უმცირესობის ენის საკითხს ეხება. უნგრეთი უკრაინისგან მოითხოვს განათლების კანონში ცვლილების შეტანაა და უნგრული თემებით დასახლებულ რაიონებში მოსწავლეებისთვის სკოლებში უნგრულ ენაზე განათლების მიღების საშუალების მიცემას.
საქართველო და უკრაინა ერთ კალათაში
ბრიუსელის სამიტზე ატლანტიკური საბჭო, რომელიც ალიანის გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, საერთო დეკლარაციის ნაცვლად, თითოეული ქვეყნისთვის ცალ-ცალკე დეკლარაციას მიიღებს. უნგრეთის ოპოზიციამ უკრაინის ნაწილში გააჩინა ეჭვი, რომ უნგრეთის და უკრაინის დავას შესაძლოა საქართველოზეც ქონოდა გავლენა. თუმცა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ეს ორი ქვეყანა ნატოსთვის ერთმანეთისგან განსხვავდება და თანამშრომლობის შედეგებიც განსხვავებულია.
"ამ შეხვედრის თაობაზე ჩვენ ცალ-ცალკე ანგარიში გვექნება. ისინი ერთ ოთახში შეიკრიბებიან... თუმცა ჩვენ მათთან ვურთიერთობთ, როგორც განსხვავებულ ქვეყნებთან და ჩვენი თანამშრომლობის შედეგებიც განსხვავებულია", - განაცხადა აპატურაიმ.
პოლიტიკური ვითარების ცვლილებამდე, საქართველოს და უკრაინის საკითხს ალიანსი ერთად განიხილავდა. 2010 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებაში იანუკოვიჩი მოვიდა, უკრაინამ ნატოში გაწევრიანების ამბიციები უარყო. თუმცა ევრომაიდნის რევოლუციის შემდეგ, კიევი დაუბრუნდა დასავლური ინტეგრაციის კურსს. ჯონ ჰერბსტი, ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მართალია საქართველოს შეიძლება სურდეს ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად იყოს განხილული, თუმცა საყურადღებოა, რომ კიევსა და თბილისს საერთო გამოწვევა აქვს გადასალახი და ეს რუსეთია.
"რა თქმა უნდა, საქართველოს სურს ის განიხილონ დამოუკიდებლად. თუმცა საქართველოს აქვს ის პრობლემა, რაც უკრაინას - არის ქვეყნები, რომლებიც დიდი ხანია ნატოს წევრები არიან და რომლებიც სკეპტიკურად უდგებიან ნატოს დაახლოებას საქართველოსთან და უკრაინასთან. სამწუხაროდ, მათ ამოძრავებთ აგრესიული კრემლის შიში. დროსთან ერთად ვფიქრობ ეს მოგვარდება და ჩვენ ვიხილავთ უფრო ახლო თანამშრომლობას. თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში, ალბათ, ვიხილავთ ტრეინინგის და საერთო წვრთების გაგრძელებას. უფრო დიდ ნაბიჯზე გადასასვლელად, საჭიროა ნატოს ამ წევრებს შეშფოთება გაუქრეთ", - ამბობს ჰერბსტი.
დასავლეთ ბალკანეთის ასპირანტი ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის პროცესი წარმატებულია და სწორედ ამიტომ საქართველოსთვის მათ არაფორმალურ "ჯგუფში" ყოფნა უპირატესობად აღიქმება. 2017 წელს ალიანსში მონტენეგრო გაწევრიანდა. ბრიუსელის სამიტზე შესაძლოა, მაკედონიასთან - მას შემდეგ, რაც საბერძნეთთან ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით დავა გადაიჭრა - გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყონ.
დასავლეთ ბალკანეთში ბოლო ქვეყანა, რომელიც ალიანსთან დაახლოების გზაზეა და წევრობის სამოქმედო გეგმას ელოდება ბოსნია-ჰერცოგოვინაა. ამისთვის ბოსნიამ სამხედრო დანიშნულების ობიექტების საკითხი და უფრო მეტად, შიდა პოლიტიკური უთანხმოებები უნდა გადაწყვიტოს.
საქართველო-ნატოს კომისიის დაარსებიდან 10 წელი გავიდა. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გამოცხადებული დაპირების შემდეგ, რომ "საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები", ბრიუსელსა და თბილისს შორი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა. საქართველოს ხშირად აქებენ, როგორც ნატოს "ხუთოსან" მოსწავლეს. უკრაინის შემთხვევაში რეფორმების პროცესის წყვეტის და მასთან დაკავშირებული სირთულეებიდან გამომდინარე, კიევი საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მომენტი საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისთვის, ჯერ ისევ შორსაა და არავისთვისაა საიდუმლო, რომ ამის მიზეზი რუსეთის ფაქტორია.
"ერთადერთი ხელშესახები პროგრესი, რაც დღეს საქართველომ უნდა მიიღოს არის ან წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ან ჩანაწერი, რომ არსებული მექანიზმები საკმარისია საბოლოო წევრობისთვის, სხვა დანარჩენი ოპტიკაა და არა რეალური პროგრესი. საჭიროა წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც MAP-ის საგას, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს", - ამბობს გეგა მგალობლიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში.
სამიტის პოლიტიკური სამზადისი
ბრიუსელის სამიტი, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი განცხადებების ფონზე იმართება. ტრამპი ევროპელი პარტნიონებისგან ითხოვს გაზარდონ ხარჯები და გამოყონ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი თავდაცვაზე (ამ პრინციპზე ნატო 2006 წელს შეთანხმდა, თუმცა ამ შეთანხმებას დამავალდებულებებელი ძალა არ აქვს).
2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ისინი თავდაცვის ხარჯებს გაზრიან. ამ დროისთვის ამ ნიშნულს მხოლოდ ხუთი ქვეყანა ხვდება, ესენია: აშშ, საბერძნეთი, ბრიტანეთი, ესტონეთი და პოლონეთი.
ტრამპი პირველი პრეზიდენტი არა, რომელიც ევროპელ პარტნიორებს თავდაცვის ხარჯებში უფრო მეტ თანამონაწილეობას სთხოვს. პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბარაკ ობამა ნატოს მოკავშირეებს ხშირად მოუწოდებდნენ ხარჯების გაზრდისკენ.
"მე ვუთხარი [კანცლერ] ანგელა [მერკელს] ‘ვერ მოგცემ გარანტიას, ჩვენ თქვენ გიცავთ და ეს უფრო მეტს ნიშნავს თქვენთვის, ვიდრე ჩვენი თავდაცვისთვის, რადგან არ ვიცი, რამდენ თავდაცვას ვიღებთ ჩვენ თქვენი დაცვით’. ისინი შემდეგ მიდიან და შეთანხმებას დებენ გაზზე, ნავთობსა და გაზზე რუსეთიდან და რუსეთს მილიარდობით და მილიარდობით დოლარს უხდიან, ხო? მათ რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვა უნდათ და ამ დროს რუსეთს მილიარობით დოლარს უხდიან. და ჩვენ კიდევ ვართ სულელები, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა, სამიტამდე ერთი კვირით ადრე მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
ნატოში ამერიკის წილი თავდაცვის ხარჯები მოკავშირეების საერთო ხარჯების 72 პროცენტს შეადგენს. ვაშინგტონის უწყვეტი მოთხოვნის ფონზე, რომ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოებისთვის უფრო მეტი ფინანსები გაიღოს, 2010 წლიდან მოყოლებული ევროპელი მოკავშირეების საერთო თავდაცვის ხარჯები ყოველწლიურად მცირდება.
ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა ევროპაში ასევე შემცირების გზაზე იდგა ყირიმის ანექსიამდე. თუ ცივი ომის ცხელ პერიოდში ევროპაში 300 000 სამხედრო იყო განთავესბული, 2015 წელს ამერიკის მუდმივად წარმოდგენილი სამხედროების რიცხვი 30 000-ს შეადგენდა. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა ნატოს ეგიდით გაიზარდა. დღეს ევროპაში დაახლოებით 60 000 ამერიკელი სამხედრო იღებს წვრთნებსა და შეკავების ოპერაციებში მონაწილეობას - მათი უმრავლესობა (დაახლოებით 35 000) გერმანიაში. სამიტის წინ არსებობდა ცნობები, რომ ტრამპი გეგმავს, გერმანიაში განთავსებული ამერიკის შენაერთების შემცირებას, თუმცა ნატოში ამერიკის ელჩმა ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ბრიუსელის სამიტზე ეს საკითხი არ განიხილება.
მიუხედავად ამისა, მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ხარჯების საკითხს სამიტზე დიდი დრო დაეთმობა.
"დონალდ ტრამპი ნატოს სამიტზე მხოლოდ თავდაცვის ხარჯების შემცირებაზე იფიქრებს. იმედია ალიანსი შეძლებს ნაბიჯების გადადგმას სხვა მიმართულებით, ტრამპის რწმენის მიუხედავად, რომ ამერიკის მოკავშირეები არ წევენ ტვირთის საკუთარ წილს", - ამბობს რეიჩელ რიზო, ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი.
2014 წელს ამერიკამ "ევროპის დარწმუნების ინიციატივა" (ERI) გამოაცხადა (მოგვიანებით მას "ევროპული შეკავების ინიციატივა"), რომელიც ითვალისწინებდა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გამტკიცებას და იმის დადასტურებას, რომ ვაშინგტონი ნატოს ხელშეკრულების ერთგული რჩება. 2018 წელს, პროგრამის დაფინანსება 3,4 მილიარდი დოლარიდან, 4,8 მილიარდამდე გაიზარდა. გაზრდილი დაფინანსება ძირითადად ნატოს "ახალი წევრების" უსაფრთხოების ხელშეწყობაზეა გათვლილი.
ნატოს ალიანსი ბრიუსელის სამიტზე ახალი საფრთხეების წინააღმდეგ შეეცდება ერთიანობა იპოვოს. თუ ცივი ომის დროს ნატოს მისია ნათელი იყო, შემდეგ ბალკანეთის ომებში, ავღანეთში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვამ მას ახალი როლი მისცა, და ყირიმის ანექსიამ მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანა. დღეს ალიანსის ერთიანობის სიმტკიცეს შიდა გამოწვევებთან ერთად ახალი მისიის ძებნა არღვევს.
-
როგორ უძლებს ეგვიპტის უდიდესი პირამიდა მძლავრ მიწისძვრებს — კვლევა როგორ უძლებს ეგვიპტის უდიდესი პირამიდა მძლავრ მიწისძვრებს — კვლევა
გადახედვა
-
სასამართლო პროცესზე წარმოთქმული ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა სასამართლო პროცესზე წარმოთქმული ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
შეუძლიათ თუ არა ჟირაფებს მათემატიკური გამოთვლები? — ახალი კვლევის შედეგები შეუძლიათ თუ არა ჟირაფებს მათემატიკური გამოთვლები? — ახალი კვლევის შედეგები
გადახედვა
-
ანა წითლიძე: ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ. ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს ანა წითლიძე: ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ. ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს
გადახედვა
-
გაგიკ წარუკიანის სახლსა და ოფისებში ჩხრეკა ტარდება გაგიკ წარუკიანის სახლსა და ოფისებში ჩხრეკა ტარდება
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ გიგა ფარულავას პროკურატურასთან უშუამდგომლებს, თუ ორსულობის მოწმობას წარმოადგენს ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ გიგა ფარულავას პროკურატურასთან უშუამდგომლებს, თუ ორსულობის მოწმობას წარმოადგენს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ანაკლიის პროექტი შეიძლება მკვდრადშობილ პორტად იქცეს" რომან გოცირიძე: "ანაკლიის პროექტი შეიძლება მკვდრადშობილ პორტად იქცეს"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ინგლისური სიტყვა არეული ასოებით ქვიზი: გამოიცანი ინგლისური სიტყვა არეული ასოებით
-
ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად დავგმოთ ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად დავგმოთ ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა
გადახედვა
-
ბაზისბანკისა და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა ბაზისბანკისა და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
-
პლასტმასის სასურსათო კონტეინერების გამოყენება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება, ხოლო ერთჯერადი ჭიქების — 2027 წლის 1-ელი ივლისიდან პლასტმასის სასურსათო კონტეინერების გამოყენება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება, ხოლო ერთჯერადი ჭიქების — 2027 წლის 1-ელი ივლისიდან
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი: 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ მარიამ ქვრივიშვილი: 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ
გადახედვა
-
K-Motors ბათუმში — N1 ავტოსერვისი კომერციული ტრანსპორტისთვის K-Motors ბათუმში — N1 ავტოსერვისი კომერციული ტრანსპორტისთვის
-
სამართალდამცავებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს სამართალდამცავებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი: ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა ნიკოლოზ ხატიაშვილი: ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა
გადახედვა
-
რუსეთის საჰაერო იერიშს კიევში 11 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის საჰაერო იერიშს კიევში 11 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
როგორი იყო საქართველოს გზა მსოფლიო ჩემპიონატამდე | საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია როგორი იყო საქართველოს გზა მსოფლიო ჩემპიონატამდე | საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია
-
მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, "AI-ის მმართველობის შესახებ" გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, "AI-ის მმართველობის შესახებ" გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო დარჩება ანაკლიის პორტის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო დარჩება ანაკლიის პორტის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ
გადახედვა
-
არქი ჰორაიზონის დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა არქი ჰორაიზონის დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა
-
"თავისუფლების მოედანი", 12 ივლისს ზუგდიდში შემაჯამებელ ფორუმს გამართავს "თავისუფლების მოედანი", 12 ივლისს ზუგდიდში შემაჯამებელ ფორუმს გამართავს
გადახედვა

კომენტარები