აშშ-ს საელჩოში თბილისში 242-ე დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
ფოტო: გვანცა ნემსაძე/ On.ge
5 ივლისს, აშშ-ს საელჩოში თბილისში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ღონისძიებას პოლიტიკოსებთან მთავრობის გუნდთან ერთად სასულიერო პირებიც, საპატრიარქოსა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ცერემონიალის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რომელმაც ნატოს მოახლოებულ სამიტზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სამიტზე აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს.
"ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ურყევია და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ნატოს სამიტს და ვუყურებთ მას, როგორც შესაძლებლობას დავაფასოდ და აღვნიშნოთ ის პროგრესი და წვლილი, რომელიც ქვეყანამ შეიტანა ალიანსში", - განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სიტყვით გამოსვლის დროს პარალელი ქართლის დედასა და თავისუფლების ქანდაკებას შორის გაავლო:
"ჩვენ ვხედავთ, რომ თავისუფლების სურვილი ბრწყინავს საქართველოში. თავისუფლების ქანდაკების მსგავსად, ქართლის დედა შეგვახსენებს ქართველების თავისუფლებას, ძალას და დამოუკიდებლობას. ორივე მონუმენტი შეგვახსენებს ჩვენს გზებს თავისუფლებისკენ. თავისუფლება ნიშნავს თავად აირჩიო შენი გზა. საქართველომ აირჩია გზა ევროპული და დასავლური ინტეგრაციისა და ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიზნამდე მივიდეთ. დაე, ჩვენმა მონუმენტებმა შეგვახსენოს, რომ არ არის საკმარისი გინდოდეს თავისუფლება და დემოკრატია, ჩვენ არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ შრომა ამ ღირებულებებისთვის".
აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე აშშ-ს საელჩოში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან თავისუფლების მნიშვნელობასა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"დღეს ჩვენ ვდგავართ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის, მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ამ ღირებულებისთვის ერთად იბრძვიან. სწორედ, ამ მამაცი ადამიანების დახმარებით, საქართველო ნატოს სამიტზე კარგად იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთ მთავარ კითხვას პასუხისმგებლობის აღების თაობაზე, საქართველო ძლიერ პასუხს სცემს, როგორც თავისი რეფორმებით თავდაცვის სფეროში, ასევე გმირობით ბრძოლის ველზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ოკუპაცია დასრულდება სამართლიანად და საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.
საელჩოში მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მან თავისი გამოსვლა აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე საუბრით დაიწყო.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"ჩემთვის ეს გახლავთ სიმბოლო ბრძოლისა თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და ფასეულობებისთვის. 250 წლის უკან ამერიკელმა პატრიოტებმა განაცხადეს, რომ ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორი და ადამიანი არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია თავისი ბედი გადაწყვიტოს. აშშ არის დიდი სახელმწიფო თავისი ფასეულობებით და იდეალებით. თქვენ, თქვენი ფასეულობისთვის უკან არ დაგიხევიათ. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, 2018 წლის 26 მაისს საქართველომ პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი იზეიმა.
"თაობას აქვს პასუხისმგებლობა წინაპრების დაწყებული საქმე დაასრულოს, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. ამერიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ამ დროიდან აშშ დგას საქართველოს გვერდით. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები გვერდიგვერდ ებრძვიან მსოფლიოს მთავარ გამოწვევებს. 12 ივლისს ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც იმსჯელებენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ამ მიმართულებით და ვერ შევძლებდით ამას, რომ არა ჩვენი პარტნიორი ამერიკა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
კომენტარები