რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების ხარისხს და აქტიურად გადადიან ბიო საკვებზე, რადგან საკვების ხარისხი უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
საქართველოც ნელ-ნელა ფეხს უწყობს მოწინავე ქვეყნების მიღწევებს და ბაზარზე უკვე გამოჩნდა პირველი ქართული ბიო რძის პროდუქტი. ბიო რძე გახლავთ ყველაზე ჯანსაღი რძის პროდუქტი საქართველოს ბაზარზე.
უფრო დაწვრილებით, თუ რას წარმოადგენს ბიო რძე, რას მოიცავს მისი სერტიფიცირების პროცესი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი, გვესაუბრება კომპანია ნატურალ პლიუსის ხარისხის მართვის ხელმძღვანელი, ქალბატონი ირმა ანთია:
თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რა არის ბიო რძე?
ირმა ანთია
ტერმინი ”ბიო” გულისხმობს, წარმოების ისეთ პროცესს, სადაც უმკაცრესად კონტროლდება წარმოების სრული ციკლი: ნედლეული, საწარმოო პროცესები და საბოლოო პროდუქტი. სადაც, არც ერთ ეტაპზე არ გამოიყენება შხამ - ქიმიკატები, არაორგანული დანამატები და ჯანმრთელობისთვის მავნე კონსერვანტები.
ბიო რძის პროდუქტი მზადდება ბიო რძის ბაზაზე და მასში შემავალი ყველა ნედლეული ეკოლოგიურად სუფთაა.
რას ნიშნავს, როდესაც პროდუქტს აწერია ბიო?
როდესაც პროდუქციას აწერია ბიო, ეკო ან ორგანიკი, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და სერტიფიცირებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით .
ვინ გასცემს ბიო სერტიფიკატს?
საქართველოში ბიო სერტიფიკატს გასცემს შპს კავკასსერტი, რომელიც აკრედიტირებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAKKS-ის მიერ. შპს კავკასსერტი პირველი ადგილობრივი კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს ბიოპროდუქციის სერტიფიცირებას. მის ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შვეიცარიაში.
რას მოიცავს ბიო სერტიფიცირების პროცესი?
ბიო სერტიფიცირება საკმაოდ შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესია და მოიცავს სხვადასხვა ეტაპს:
პირველ რიგში მოხდა ნიადაგის გასუფთავება ქიმიური ნივთიერებებისგან, კონკრეტული ნაკვეთები კონტროლზე იქნა აყვანილი კავკასსერტის მიერ, ამ ნაკვეთებში ითესებოდა ბიოთესლეული და არა ჰიბრიდული ან გენ-მოდიფიცირებული . არ შესულა ნიადაგში მინერალური სასუქი და ჰერბიციდები, ხდებოდა მხოლოდ ბიოსასუქის და ნაკელის კომპოსტის შეტანა. ასე მოყვანილი მოსავლით ხდება პირუტყვის გამოკვება ფერმაში.
სად მდებარეობს ფერმა და როგორ არის მოწყობილი?
ფერმა მდებარეობს კახეთში, შირაქის ველზე, სოფელ არხილოსკალოში. ფერმა გაშენებულია ნახევარ ჰექტარზე და მოწყობილია შესაბამისი სტანდარტებით, ერთ სულ პირუტყვზე გამოყოფილია საშუალოდ 10კვ.მ.ფართი.
ბიო სტანდარტებიდან გამომდინარე მოწყობილია:
- სასეირნო მოედანი
- სამშობიარო ბლოკი
- სამკურნალო ჰოსპიტალი
- საწველი დარბაზი და ა.შ.
რა ჯიშის ძროხებია ფერმაში?
ფერმაში ჰოლშტეინის ჯიშის მაღალპროდუქტიული პირუტყვი ესტონეთიდანაა შემოყვანილი .
პირუტყვი დაყოფილია ჯგუფებად. არ ხდება პირუტყვის დაბმა. პირუტყვის საფენს წარმოადგენს ნამჯა, რომლის განახლება ხდება დღეში 2-ჯერ. ფერმაში პირუტყვის რაოდენობა 200-ზე მეტია.
რატომ ბიო?
რადგან მის საწარმოებლად გათვალისწინებულია შემდეგი აკრძალვები
1. ნაკვეთზე აკრძალულია - პესტიციდები, ჰერბიციდები, სხვა არაბუნებრივი ნივთიერებები;
2. მცენარეებზე აკრძალულია - გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული თესლი; ქიმიური სასუქები;
3. ცხოველებზე აკრძალულია - შენახვა არაჰუმანურ პირობებში - დაბმა დახურულ სივრცეში; ზრდის ჰორმონების გამოყენება; ქიმიური ალოპათიური ვეტერინარული საშუალებების გამოყენება; ანტიბიოტიკების გამოყენება; ხორც-პროდუქტების გადამუშავების ნარჩენების გამოყენება;
რძის გადამუშავებისას - ბიო რძის წარმოება გულისხმობს ისეთი მინარევების აკრძალვას, როგორიცაა კონსერვანტები, სტაბილიზატორები, პიგმენტები, არომატიზატორები და გემოს გამაძლიერებლები.
მნიშვნელოვანია სან-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა და სარეცხ-სადეზინფექციო საშუალებების ნარჩენების მონიტორინგი.
რა პროდუქტებს აწარმოებთ?
ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ: რძეს, მაწონს, ხაჭოს, არაჟანს, იმერულ ყველს და სულგუნს.
და სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?
ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მაღაზიათა ქსელებში: Carrefour, Goodwill, ევროპროდუქტი, ფრესკო, 2 ნაბიჯი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები