მორიგი ანშლაგი ჯაზფესტივალზე – რეპორტაჟი ბასტა რაიმსის კონცერტიდან
ფოტო: თამუნა გეგიძე/on.ge
„წვიმიანი ლაივების ქალაქი“ – ეს შეფასება ბათუმმა გუშინდელი კონცერტის დროს დაიმსახურა. ორი დღით ადრე შეტანილი პროგრამული ცვლილება და უამინდობა ხელისშემშლელ ფაქტორებად ვერ იქცა, ჯაზფესტივალმა მაყურებელს მორიგი გრანდიოზული შოუ აჩუქა.
ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე შესვლა ჩვეულებრივ დროს, საღამოს 8 საათზე დაიწყო, კონცერტი კი უჩვეულოდ ადრე. სცენიდან მაყურებლის განწყობაზე Renegade bras bend
ზრუნავდა. მაყურებელთან ერთან შესრულებელი სიმღერებით, ბენდმა ფესტივალის სტუმრების გული მარტივად მოიგო და დადებით მუხტიც დატოვა. მიუხედავად ამისა, მსმენელი მაინც ბასტა რაიმმს ელოდა მოუთმენლად. საკმაოდ ხანგრძლივმა შესვენებამ და „საუნდჩეკმა“ მაყურებელში მოუთმენლობა გამოიწვია თუმცა, მომლოდინეთა რიცხვი არ შემცირებულა.
ფოტო: თამუნა გეგიძე/on.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე/on.ge
სცენაზე ბასტა რაიმსი მაშინ გამოვიდა, როცა წვიმა დაიწყო. მაყურებლის უმეტესობა მზად არ აღმოჩნდა, თუმცა საწვიმარი და ქოლგები მალე მოეფინა კორტებს. ბასტამ სცენაზე გამოჩენის პირველივე წამიდან გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. რეპერმა მარტივად მოახერხა ხალხის ყურადღების წვიმიდან მის მუსიკაზე გადატანა. აქტიური კონტაქტი მსმენელთან, ტრადიციული ამერიკული იუმორი, საყვარელი სიმღერების ერთობლივი შესრულება და ზაფხულის წვიმა – ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ფესტივალის სტუმრები ქრის ბრაუნის მადლიერები იყვნენ, უფრო სწორად, მისი კონცერტის ჩაშლის.
„მადლობა ქრის ბრაუნს, რომ დღევანდელი საღამო გვაჩუქა“ – ასე შეაფასეს ბასტა რაიმსით აღფრთოვანებულებმა მსმენელებმა ქრის ბრაუნის გადაწყვეტილება, თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოში ჩამოფრენაზე უარი ეთქვა. თუმცა, საყვედური მხოლოდ ქრის ბრაუნის მიმართ არ თქმულა, ბასტა რაიმსმა ქართველ მსმენელს მისცა „შენიშვნა“ (ჩვეული ამერიკული, უხამსი ფორმით), რომ ამდენი წელი საქართველოში ჩამოსვლის შანსი არ მისცეს.
ფოტო: თამუნა გეგიძე/on.ge
„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა აღვნიშნო: ჩამოფრენის მომენტიდან საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე, საქართველოში ძალიან მომხიბვლელი ქალები ცხოვრობენ, მაპატიეთ ძმებო, მაგრამ ამ სიმღერას მხოლოდ ქართველ ქალებს მივუძღვნი, უკეთესი იქნება თუ მივუძღვნით ერთად“ – ამ სიტყვების შემდეგ, ბასტა რაიმსმა, მისი რეპერტუარის ყველაზე ცნობილი სიმღერა "I know what you want ” შეასრულა, თან – არაერთხელ.
"ხომ არ დაიღალე ბათუმო? წვიმა გაწუხებს? სახლში წასვლა გვინდა? "- როგორც ჩანს, მსმენელთა ნათქვამი "არა", რეპერს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, რადგან კითხვა არაერთხელ დასვა და პასუხით კმაყოფილმაც არაერთხელ დახარა თავი მადლობისა და პატივისცემის ნიშნად.
დაღლილი შემსრულებელი რამდენიმე წუთით სცენიდან გაეპარა მსმენელს. ამ პერიოდში კი მაყურებლის განწყობის შენარჩუნებაზე DJ scratchator-მა იზრუნა და შეძლო კიდეც მუხტი არ დაეკარგა. ბასტა სცენაზე მალევე დაბრუნდა და უკანასკნელი ენერგია დახარჯა მსმენელისთვის, თან გააფრთხილა: "ემოციები დაზოგეთ ხვალინდელი დღისთვის, ამ სცენაზე შესანიშნავი მეისი გრეი წარდგება".
ფოტო: თამუნა გეგიძე/on.ge
„რაც შეეხება ჩემს კონცერტს, მე აუცილებლად ჩამოვალ მეორედ, ოღონდ მხოლოდ ისთენფრომოუშენთან ვითანამშრომლებ, დამელოდე საქართველო" – ამ სიტყვებით დაემშვიდობა რეპერი მსმენელს. როგორც კონცერტის დამსწრეები ამბობდნენ, ბასტას ისევე არ ჰქონდა სცენის დატოვების სურვილი, როგორც მათ – კორტების.
Ckeck in Georgia–ს ფარგლებში მიმდინარე მე–10, ყველაზე მაშტაბური ჯაზფესტივალი დღეს, 25 ივლისს, მეისი გრეის კონცერტით დაიხურება. ჯაზფესტივალი ლეგენდარულმა ქვინსი ჯონსმა 14 ივლისს გახსნა, ამ დღეებში კი ფესტივალზე ლორენ ჰილი და პროდიჯის ლაივები სრული ანშლაგით ჩატარდა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები