Space - დაემშვიდობეთ ბანკს, ეს აპლიკაცია ტრადიციული ბანკების არსებობას დაგავიწყებთ
ჩვენი გარემო იცვლება, სერვისები და პროდუქტები იხვეწება და დღეს, ბიზნესის წარმატება გამორიცხულია, თუ ის მაქსიმალურად არ არის მორგებული თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებზე. საბანკო ინდუსტრია საქართველოში საკმაოდ განვითარებულია, თუმცა რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ყოველდღიური ფინანსების მართვის კუთხით, ისინი არ არიან საკმარისად მოქნილები და ალბათ, მასშტაბიდან გამომდინარე, ვერ უთმობენ სათანადო ყურადღებას იმ დეტალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ქმნის მომხმარებლის გამოცდილებას.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა პირველი ციფრული ბანკი Space, რომელმაც შესაძლოა საბანკო მომსახურება მთლიანად შეცვალოს. სფეისში სჯერათ, რომ უკვე დაიბადა ადამიანი რომელსაც არ ემახსოვრება, რომ ოდესღაც ანგარიშის გასახსნელად, ფულის გადასარიცხად ან სესხის ასაღებად ხალხს ბანკის ფილიალებში სიარული და ლოდინი უწევდა.
სწორედ ეს იდეა და შინაარსია გადმოცემული ვიდეო რგოლში, სადაც დინოზავრებს კომეტა აქრობს, დინოზავრებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს გარემოს ცვლილებებს და გადაშენდნენ.
Space-ის გუნდმა შექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელიც თქვენს ყველა საბანკო სერვისს ერთ, კომფორტულ მობილურ აპლიკაციაში აერთიანებს. ეს არის ე.წ. ნეო ბანკი, რომელიც ფილიალებისა, ქაღალდების, რთული და დამაბნეველი პროდუქტების, დაფარული გადასახადების და ბიუროკრატიის ნაცვლად, კომფორტულ ციფრულ მომსახურებასთან ასოცირდება.
როგორ და რა მიზნით შეიქმნა სფეისი
აპლიკაციის შექმნის იდეა ახალგაზრდებს ერთი წლის წინ გაუჩნდათ. მათი მიზანი იყო, შეექმნათ ისეთი საბანკო მომსახურება, რომელიც მომხმარებლებს აარიდებდა იმ მოსაწყენ პროცესებს, რომელიც ტრადიციული საბანკო სერვისებს ახასიათებს.
"ჩვენ ვგრძნობდით, რომ ყოველდღიური ბანკინგი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ თუ ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებიდან და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოვიდოდით, ჩვენ შეგვეძლო ძალიან მოკლე ვადებში შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ნეო ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს", - ამბობს სფეისის პროექტის მენეჯერი ლაშა გურგენიძე.
ამ იდეით და სფეისის პირველი პროტოტიპებით, გუნდის რამდენიმე წევრი "თიბისი ბანკის" მენეჯმენტთან მივიდნენ, რომლებმაც დაიჯერეს მათი ხედვების და მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალგაზრდებს. რაც მთავარია, თიბისი ბანკმა მათ სრული დამოუკიდებლობა მისცა, რათა შეექმნათ ისეთი ფინანსური პროდუქტი, რომელიც პირველ რიგში მათ, როგორც მომხმარებლებს, სჭირდებოდათ და მოეწონებოდათ.
ამის შემდეგ სამუშაო გუნდი ტექნოპარკში, ერთ პატარა ოთახში გადავიდა და აპლიკაციის შექმნას შეუდგა. სამუშაო პროცესი შრომატევადი, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა.
"ვფიქრობ ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო სფეისის, როგორც ახალი ტიპის ბანკის ჩამოყალიბებაში. ძალიან მალე ჩვენ გარშემო შეგროვდა ახალგაზრდა პროფესიონალების, ძალიან კრეატიული და არაორდინარული გუნდი, რომელიც მზად არის გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა ტექნოლოგიების, დიზაინის და კრეატიული აზროვნების გამოყენებით.", - ამბობს ლაშა გურგენიძე.
როგორ გამოვიყენოთ აპლიკაცია?
Space-ს არ აქვს ფილიალები, შესაბამისად მომხმარებლების რეგისტრაცია, ანგარიშის გახსნა, ან ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება შესაძლებელია მობილური ტელეფონის საშუალებით. ამისთვის საჭიროა გადმოწეროთ Space-ის აპლიკაცია App Store ან Google Play-დან, ID ბარათის და სელფის საშუალებით გაიაროთ ვერიფიკაცია და გახდეთ სფეისის მომხმარებელი. თქვენ მიიღებთ სრულფასოვან საბანკო ანგარიშს და ვიზა კლასიკის ტიპის უფასო ბარათს, რომელსაც ფოსტით მოგაწვდით თქვენ მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.
მნიშვნელობა არ აქვს რომელი ბანკის მომხმარებელი ხართ, ან სად გერიცხებათ ხელფასი. სფეისში შეგიძლიათ გააერთიანოთ ყველა თქვენი საბანკო ბარათი ერთ აპლიკაციაში და გამოიყენოთ ისინი სასურველი ოპერაციის განსახორციელებლად. მაგალითად, გადარიცხოთ თანხა ბარათიდან ბარათზე ან გაუგზავნოთ ფული თქვენს ახლობელს სმს-ით, ფეისბუქით ან სხვა მესენჯერის საშუალებით.
თუ სესხის აღებას გეგმავთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მარტივი და მომენტალური სესხით ისე, რომ სისწრაფეში ზედმეტი თანხა არ გადაიხადოთ, თან მაშინაც კი, როცა არ გაქვთ საკრედიტო ისტორია ჩვენთან ან წინასწარ დამტკიცებული სესხი.“ - ამბობს ლაშა გურგენიძე
აპლიკაციის შემქმნელებს დიდი გეგმები აქვთ. სფეისი სულ რამდენიმე დღეა რაც ბაზარზე გაეშვა, თუმცა მის დახვეწაზე და ახალ პროდუქტებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ლაშას და მის თანაგუნდელებს სჯერათ, რომ საბანკო მომსახურება უახლოეს მომავალში მთლიანად შეიცვლება. „ამ ეტაპზე, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ყოველდღიური საბანკო მომსახურების გამარტივებაზე, თუმცა სულ ცოტა ხანში, ვფიქრობ, არ დარჩება ისეთი ფინანსური მომსახურება, რომელშიც ჩვენ არ შევიტანთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ცვლილებებს“, - ამბობს ლაშა გურგენიძე
თუ გადაწყვეტთ, რომ არ ჩამორჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას და გსურთ, იყოთ ერთ-ერთი პირველი, ვინც სფეისელი გახდება, მაშინ სფეისის გადმოსაწერად გადადით მის ოფიციალურ გვერდზე.
კომენტარები