ფრანგი ფოტოგრაფის ფოტორეპორტაჟი აფხაზეთიდან - გაყინული კონფლიქტის ზონა
2016 წელს ფრანგმა ფოტოგრაფმა, აურელიენ ვილეტმა ოკუპირებულ აფხაზეთში იმოგზაურა და შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო. მისი ნაშრომი აერთიანებს ავტორის სიურეალისტურ ხედვას და აფხაზეთის ტრაგიკულ ისტორიას.
"ეს ზებუნებრივი გარემო სრულად დაცლილია ადამიანური სიცოცხლისგან, მაგრამ მაინც გვიყვება ამბებს წარსულიდან", - წერს ვილეტი. ავტორის თქმით, ადგილობრივები ყვებიან ისტორიებს სივრცეზე, რომელმაც საკუთარი იდენტობა დაკარგა.
ვილეტი აფზახეთს გაყინული კონფლიქტის პოსტსაბჭოთა ზონად ახასიათებს. ვილეტის ფოტორეპორტაჟი აქამდე არსად გამოქვეყნებულა. მოგზაურობაზე მან 2 წლის შემდეგ Lenscultur-ზე დაწერა.
ფოტოგრაფმა აფხაზეთზე ორი პროექტი მოამზადა. პირველი Topophilia—Abkhazia წარმოაჩენს დიდებული შენობებისა და მონუმენტების სიცარიელეს.
ავტორის თქმით, მას განსაკუთრებით იზიდავს სტალინის ეპოქის შენობების ესთეტიკა.
მისივე თქმით, ამ შენობების ირგვლივ არსებული ატმოსფერო შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს ნაგებობები არავის და არაფერს ეკუთვნის.
"ეს შენობები საუბრობენ, ყვებიან ისტორიებს და ასახავენ ამ ტერიტორიის წარსულს",- წერს ვილეტი.
მეორე სერია Heteroclite Voyage—Abkhazia კი კონტრასტული ელემენტების ილუსტრაციაა.
ავტორის თქმით, მისი მიზანი იყო, ქაოსი აფხაზეთის ისტორიის გასაგებად გამოეყენებინა.
"დროთა განმავლობაში ჩვენ შავი ზღვის ხედებში ვიძირებით, რომელშიც საბჭოთა კავშირის მოგონება ცხოვრობს"
კომენტარები