ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავად აირჩიოს, რა მოუვა მის სხეულს გარდაცვალების შემდეგ. ტრადიციული დამარხვის გარდა, სხვა შესაძლებლობებიც არსებობს: სხეულის მეცნიერებისთვის გადაცემა, კრემაცია და ნარჩენების მიმოფანტვა, ალმასად გადაქცევა და ასე შემდეგ.

სიეტლში დაფუძნებული კომპანია Artful Ashes გარდაცვლილის ფერფლისგან ულამაზეს მინის ბურთებს ქმნის. მათი აზრით, ექსკლუზიური დიზიანით შექმნილი ბურთის ხილვა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს დარდს უმსუბუქებს.

"ჩვენი არტისტები 1 კოვზ ფერფლს იყენებენ მინის შედევრების შესაქმნელად. თქვენთვის ძვირფასი ადამიანის ნაწილი სამუდამოდ იქნება ამ სილამაზის ნაწილი"

თითოეული ეგზემპლარი დაახლოებით 400 გრამს იწონის. ბურთის დამზადება სულ რაღაც $145 ჯდება. კომპანიასთან დაკავშირება Facebook გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ.