მელანია ტრამპის მდუმარე პროტესტი
ფოტო: Oliver Contreras / Sipa USA / Scanpix / LETA
გაფრთხილება შტორმის წინ
12 იანვარს The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორნოვარსკვლავ სტეფანი კლიფორდს, იგივე სტორმი დენიელს, სიჩუმისთვის $130 ათასი გადაუხადა. გამომცემლობის ინფორმაციით, ტრამპსა და დენიელს შორის ურთიერთობა 2006 წელს იყო. კონკრეტულად კი, მელანიასა და დონალდის ქორწინებიდან წელიწად-ნახევრის და შვილის, ბარონის დაბადებიდან, ოთხი თვის თავზე. გამომცემლობა ამტკიცებდა, რომ დენიელსმა შეთანხმებას, გაჩუმების შესახებ, 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოაწერა ხელი.
ერთი კვირის შემდეგ, 19 იანვარს, ჟურნალმა InTouch გამოაქვეყნა 2011 წელს დენიელსთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც პორნოვარსკვლავი ტრამპთა შეხვედრის, ურთიერთობის და სექსის შესახებ ყვება. გამომცმელობის თხოვნით დენიელსმა სიცრუის დეტექტორის ტესტიც გაიარა.
2018 წელს პუბლიკაციის ხელმეორედ გამოქვეყნების შემდეგ სტორმი დენიელსმა არც ერთხელ არც დაადასტურა და არც უარყო, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა. მაგალითად, ჯიმი კიმელის შოუში მსახიობი პასუხსისთვის თავის არიდებას ცდილობდა.
დონალდ ტრამპი და მისი წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ პრეზიდენტს დენიელთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდა. პირველ ლედის, მელანია ტრამპსაც ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, თუმცა ამერიკულმა მედიამ ჩათვალა, რომ მისი საქციელები მის ნაცვლად მეტყველებენ.
იანვრის შემდეგ ამერიკული პრესა მელანია ტრამპის მოქმედებებს დიდ ყურადღებას აქცევს (მათ შორის ტანსაცმლის არჩევას), რითაც აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დამალული პროტესტის დანახვა სურთ. ტელეწამყვანები თეთრ სახლში "ქარიშხალზე" ხუმრობენ.
სპა-ცენტრი ეკონომიკური ფორუმის მაგივრად
როგორ New York Times წერს, მელანია აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ მისმა ქმარმა დენიელს სიჩუმისთვის გადაუხადა. ჟურნალი Fortune წერდა, რომ ამან კიდევ უფრო მეტად გაამყარა ის აზრი, რომ მელანია და დონალდი "საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ" (ამის შესახებ წერს მაიკლ ვულფი წიგნში "ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრი სახლის შიგნით"). ფაქტია, რომ იანვრის ბოლოდან მოყოლებული მელანია ტრამპი თავისი ქმრისგან დემონსტრაციულად დისტანცირდება.
23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მელანია ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ორდღიანი ვიზიტი გააუქმა. როგორც CNN ამბობს, ეს გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იყო მიღებული. როგორც პირველი ლედის პრესმდივანმა განმარტა, მიზეზი ლოგისტიკა და შეუთავსებელი გრაფიკია. თუმცა, როგორც მედიაში წერდნენ, მელანიას არ ჰქონდა დაგეგმილი ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შვეიცარიაში მის გამგზავრებას შეუშლიდა ხელს.
ამის ნაცვლად პირველი ლედი გაუფრთხილებლად ვაშინგტონში ჰოლოკოსტის მუზეუმს ეწვია, შემდეგ კი პალმ-სპრინგში გაემგზავრა. იქ განთავსებულია დონალდ ტრამპის საკუთრებაში არსებული საკურორტო კომპლექსი, სადაც მელანიამ მთელი დღე გაატარა. პირველი ლედის ფლორიდაში ფრენა კი გადასახადის გადამხდელებს $64 ათასი დაუჯდათ.
ბევრი გამომცემლობა ფიქრობდა თუ რა ხდებოდა და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ეს საქციელი დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი "ქვეცნობიერი ნიშანია". CNN-ის ეთერში ისტორიკოსმა კეი ბროუერმა აღნიშნა, რომ მელანია ტრამპის საქციელი პირველი ლედისთვის არაეთიკურია. მან კლინტონების სიტუაცია მოიყვანა მაგალითად: იმპიჩმენტის მოლოდინში ბილი და ჰილარი კლინტონები, ხელჩაკიდებულები, გაემგზავრნენ დასასვენებლად, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ეს "საშინელი დასვენება" იქნებოდა.
გარდა ამისა, ჟურნალისტები წერდნენ, რომ მელანია ტრამპმა ქორწინების წლისთავზე სოციალურ ქსელში არაფერი დაწერა. ხოლო დონალდის ინაუგურაციის დღეს გამოაქვეყნა ფოტო არა ქმართან, არამედ უცნობ ჯარისკაცთან ერთად.
ამერიკელი უფლებადამცველისა და პუბლიცისტის ჯილ ფილიპოვიჩის აზრით, პირველი ლედი, შეიძლება, ქმრის წესებით თამაშობს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საჭიროდ მიაჩნია მისი მხარე დაიჭიროს და "ჩუმი მოტყუებული ცოლის" როლში გამოვიდეს.
მელანია ტარმპის პრესმდივანმა მსგავს მოსაზრებებს "ყალბი ახალი ამბები" უწოდა და აღნიშნა, რომ პირველი ლედი კონცენტრირებულია ოჯახსა და თავის საქმიანობაზე.
თეთრი კოსტუმი
30 იანვარს დონალდ ტრამპს კონგრესში "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ" პირველი გამოსვლა ჰქონდა. "ამერიკილებს ზოგადად აინტერესებთ, გამოსვლაზე რა ეცმევა პირველ ლედის. თუმცა ამ შემთხვევაში ყველას აღელვებდა, გამოჩნდებოდა თუ არა ის საერთოდ", - წერს New York Times.
მელანია ტრამპი კონგრესში გამოჩნდა, თუმცა ისევ ტრადიციის დარღვევით. აშშ-ის ისტორიაში პირველად პრეზიდენტი და პირველი ლედი კონგრესში სხვადასხვა მანქანით მივიდნენ, რითაც, როგორც Vox წერს, დამატებითი დრამა შექმნეს.
როგორ მელანია ტრამპმა ახსნა, ქმრის გამოსვლაზე წასასვლელად მან ღონისძიების სტუმრებთან ერთად არჩია - "ამერიკელ გმირებთან ერთად, რომლებიც სამშობლოს სამსახურში არიან". დარბაზში მას ფეხზე ადგომითა და ოვაციებით შეხვდნენ. თუმცა თვითონ დონალდ ტრამპის სიტყვების შემდეგ, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკაში ოჯახი, დემონტრაციულად ფეხზე არ ადგა.
მელანია ტრამპის ჩაცმულობას მედიამ დიდი ყურადღება მიაქცია. აშშ-ის პრეზიდენტის ცოლმა Dior-ის თეთრი კოსტუმი აირჩია. ABC News-მა აღნიშნა, რომ მსგავსი ჩაცმულობა, შეიძლებოდა, სუფრაჟისტებისთვის ან ჰილარი კლინტონის საფირმო თეთრი კოსტუმისთვის "მისალმების" მსგავსი ყოფილიყო. ჟურნალი Vanity Fair წერდა, რომ პირველი ლედის ჩაცმულობა წინა წლის მოვლენის გამოძახილი იყო: 2017 წლის პირველ მარტს დემოკრატიული პარტიის წევრი ქალები, დონალდ ტრამპის მიზოგინიის გასაპროტესტებლად, თეთრად ჩაცმულები მივიდნენ.
New York Magazine-ს არ გამორჩენია ქმრის გამოსვლის დროს მელანია ტრამპის სახის მიმიკები. "მადლობა სამართლიანი გამომეტყველებისთვის, მელანია. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ", - დაწერა გამომცემლობამ. სტივენ კოლბერის ტელეშოუში კი პირველი ლედის ფარული ფემინისტური მესიჯების შესახებ სკეტჩიც კი გაითამაშეს.
3 თებერვალს დონალდი და მელანია ტრამპები შვილთან, ბარონთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრნენ. პრესა პირველი ლედის დრამატულ ჩაცმულობაზე, ისე ჟურნალისტებთან, და, სავარაუდოდ, ქმართან საუბრის არ ქონის სურვილზე მიუთითებდნენ. ბრიტანული გამომცემლობა The Independent ვარაუდობს, რომ აშშ-ის პირველი ლედის მდგომარეობამ და "მდუმარე პროტესტმა", შესაძლოა, მნიშვნელოვან და შთამაგონებელ ფიგურად აქციოს ის.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა

კომენტარები