ტრამპი კონგრესში გამოსვლისას: ამერიკული ოცნებისთვის ახლა საუკეთესო დროა
"ახლა საუკეთესო დროა ამერიკული ოცნებისთვის", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა, კონგრესში ყოველწლიური სიტყვის გამოსვლისას.
ტრამპმა მიმართვისას ეკონომიკურ წარმატებებს გაუსვა ხაზი და დემოკრატიულ პარტიას ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.
გამოსვლისას ტრამპს არაფერი უთქვამს რუსეთის მიერ 2016 არჩევნებში სავარაუდო ჩარევებთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე ფედერალური გამოძიება არაერთხელ გაუკრიტიკებია.
კონგრესის წინ დონალდ ტრამპის გამოსვლა ტვიტერში ყველაზე მეტად განხილვადი თემა გახდა, დაახლოებით, 4,5 მილიონი ტვიტი დაიწერა, რამაც წინა წლის ინაუგურაციის რეკორდი (3 მილიონი ტვიტი) მოხსnა.
ეკონომიკა
მიმართვის პირველი ნახევარი ტრამპი ბოლოს ერთი წლის განმავლობაში ამერიკული ეკონომიკის ზრდასა და წარმატებაზე საუბრობდა.
"არჩევნების შემდეგ 2,4 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მათ შორის, 200 ათასი წარმოების სექტორში. ხელფასები მრავალწლიანი შემცირების შემდეგ, საბოლოოდ ვხედავთ, რომ ის იზრდება. ბოლო 46 წლის განმავლობაში უმუშევრობის შეღავათზე მომართვიანობა ყველაზე დაბალია. მცირე ბიზნესი თვითდაჯერებულია. საბირჟო ინდექსები ერთმანეთის მიყოლებით რეკორდებს ხსნიან", - განაცხადა ტრამპმა.
იმიგრაცია
მიმართვისას 45-ე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას აპირებს. მან ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც იმიგრაციის საკითხზე ისეთ მიდგომას სთავაზობს, რომელიც ორივე პარტიას მოეწონება.
"გასული თვეების განმავლობაში ჩემი ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან ბევრი შეხვედრა გამართეს, რათა საიმიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით მიდგომა შეგვემუშავებინა", - განაცხადა ტრამპმა.
- პირველი პუნქტი ეხება ამერიკელებს, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად ბავშვობაში ჩამოვიდნენ, ე.წ. მეოცნებეებს. თეთრი სახლის შემოთავაზებით, მოქალაქეობა უნდა მისცენ იმათ, ვისაც აქვთ განათლება და სამუშაო. ასევე, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ძლიერი მორალური პრინციპები.
- მეორე პუნქტი საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ არის. მათ შორის, მექსიკის საზღვართან კედლის აშენებასა და მის დასაცავად მესაზღვრეების დაქირავებას ეხება.
- მესამე პუნქტი - ყოველწლიური ლატარეის შეწყვეტა, რომლითაც მოქალაქეობა თამაშდება. "დროა ვიაროთ იმ საიმიგრაციო პოლიტიკისკენ, რომელიც პიროვნულ ღირსებებზე იქნება დაფუძნებული", - თქვა პრეზიდენტმა.
- მეოთხე პუნქტად ტრამპმა გამოყო იმ კანონების გაუქმება, რომელიც აშშ-ის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ქვეყანაში ნათესავების ჩამოყვანის უფლებას იძლევა. თეთრი სახლი კონგრესს სთავაზობს, რომ ნათესავებში მხოლოდ ცოლი/ქმარი და შვილები მოიაზრებოდეს.
გეოპოლიტიკური მდგომარეობა
აშშ-ის მოწინააღმდეგეებზე საუბრისას ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ჩინეთი ახსენა.
"ჩვენ ვეწინააღმდეგებით რეჟიმებს, ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ისეთ მოწინააღმდეგეებს, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ინტერესებს, ეკონომიკასა და ღირებულებებს. ამ კონფრონტაციის პირობებში ჩვენ ვხვდებით, რომ სისუსტე კონფლიქტისკენ მიმავალი გზაა, ხოლო ძალა - თავდაცვის საუკეთესო საშუალება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი უფრო მეტს ჩრდილოეთ კორეაზე საუბრობდა. მისი თქმით, ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხე მალე აშშ-ს დაატყდება თავს:
"მაქსიმალი ზეწოლის საშუალებით ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. გამოცდილება გვასწავლის, რომ დათმობა და მორჩილება აგრესიას უფრო მეტად აპროვოცირებს. არ გავიზიარებ წინა ადმიმინისტრაციის შეცდომებს, რომლებმაც ამ სიტუაციაში დაგვაყენა".
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

კომენტარები