TI: მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირები კანონდარღვევით კომერციულ საქმიანობას ეწევიან
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) ავრცელებს ინფორმაციას, თანამდებობის პირების მიერ, ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსებასა და თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობაზე. კვლევის თანახმად, მარტვილის, მესტიის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირებმა არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.
TI-ის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში 100-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლეს, რომელთაგან 7 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების, 3 შემთხვევაში კი შეუთავსებელი საქმიანობა გამოავლინეს.
ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსება
მარტვილი
მარტვილის მერ ალექსანდრე გრიგალავას 2017 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი ლაშა გრიგალავა ფლობს წილებს და არის დირექტორი შემდეგ კომპანიებში:
- შპს ლაგი ჯგუფი 50% წილის მფლობელი და დირექტორი
- შპს გეომარტ 33,3% წილის მფლობელი
- შპს ლაგი კაპიტალი 25% წილის მფლობელი
- შპს დიდი მეგობრობა 11,5% წილის მფლობელი
მარტვილის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ზაალ გოროზიას 2017 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ ის არის ჯეო ქარგოს 100% წილის მფლობელი.
მესტია
მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაურ ჩართოლანს 2017 წლის 5 სექტემბერს წარდგენილ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ არის შპს ტურისტულ ალპინისტთა კლუბი მთის ლეგენდას 12,5% წილის მფლობელი.
მესტიის მერიის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროს დავით რატიანს 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი, დავით რატიანი არის შპს ლაიკ ტურ ჯორჯიას 50% წილის მფლობელია.
მესტიის მერიის საფინანსო სამსახურის უფროს თეიმურაზ ნავერიანს 2017 წლის სექტემბერში წარდგენილ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ნინო ნიგურიანი არის შპს გაბრიელის 33% წილის მფლობელი.
ფოთი
ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის უფროსს, მაია მაკალათიას 2017 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს M.M.M. 100% წილის მფლობელია.
ხობი
ხობის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ზვიად ბუკიამ 2017 წლის სექტემბერში წარდგენილ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ ის ფლობს შპს ფლორა და ფაუნას 25% წილს.
თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა
მესტიის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი თეიმურაზ ნავერიანი დეკლარაციის შევსების შემდგომ, 2017 წლის 22 სექტემბრიდან, გახდა შპს ფინანსისტის 34% წილის მფლობელი და დირექტორი.
მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაურ ჩართოლანი კოოპერატივ რკ სპადრიანის დირექტორია.
ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის უფროსი, მაია მაკალათია შპს M.M.M.- ს დირექტორია.
მსგავსი ტიპის დარღვევები წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს არ აქვს უფლება სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი იყოს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მიმართავს, საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
კომენტარები