ელენ დეჯენერესმა გადაცემაში დამსწრე აუდიტორიას ერთი მილიონი დოლარი აჩუქა
"თითოეული თქვენგანი დღეს აქ განსაკუთრებული მიზეზით იმყოფება. მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ ერთად ვეხმარებოდით One Million Acts of Good-ს ძალიან კარგ საქმეში. სწორედ ამიტომ, დამიჯერეთ, არ არსებობს დაბადების დღის აღნიშვნის იმაზე უკეთსი საშუალება, ვიდრე თქვენთან ერთად ყოფნაა", - ასე დაიწყო ელენ დეჯენერესმა თავისი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებული გადაცემის აღნიშვნა.
ლეგენდარულმა ტელეწამყვანმა, ისე როგორც ამას ხშირად აკეთებს, გადაწყვიტა თავისივე დაბადების დღეზე სხვებიც გაეხარებინა და აუდიტორიაში მყოფ სტუმრებს $1 მილიონი აჩუქა.
"მე თქვენთვის ძალიან დიდი საჩუქარი მაქვს, ისეთი, როგორიც არასდროს არავისთვის მიჩუქებია. გაინტერესებთ რა არის ეს? თქვენ ჩემგან მიიღებთ ერთ მილიონ დოლარს, რომელიც თანაბრად განაწილდება თითოეულ თქვენგანზე და იმედი მაქვს ისევ გააგრძელებთ სხვების დახმარებას", - თქვა ელენმა.
ლეგენდარული ტელეწამყვანი, ყველაზე მხიარული, სასაცილო, ძალიან ჭკვიანი და შეუდარებელი ელენ დეჯენერესი უკვე 60 წლის არის.
საკუთარი კარიერის განმავლობაში, რომელიც 40 წელზე მეტს ითვლის, ელენმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, არამხოლოდ თავის საქმიანობაში, არამედ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაშიც.
ელენი იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, რომელიც თოქ-შოუს წამყვანი გახდა, ამავდროულად ის ყოველ წელს ხვდება Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო ვარსკვლავების სიაში და Hollywood Reporter-ის სიაში, როგორც შოუბიზნესის ყველაზე გავლენიანი ადამიანი.
2016 წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედaლი გადასცა. ესაა ყველაზე მაღალი ჯილდო, რომელიც ამერიკის მოქალაქემ შეიძლება მიიღოს.
"მარტივი დასავიწყებელია რა გამოიარე, როცა ძალიან შორს წახვალ, მითუმეტეს ახლა, როდესაც ქორწინების უფლება კანონით ყველას თანასწორად ეკუთვნის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა სიმამაცე დასჭირდებოდა ელენს, თითქმის 20 წლის წინ, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარსდგა. როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს მაშინ, არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რომ გვენახა, რომ ვიღაც, ასეთი სიკეთით სავსე და ნათელი, ვინც ასე ძალიან მოგვწონდა, ვინც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი მეზობელი, კოლეგა ან და, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობას იკისრებდა.
მან გარისკა თავისი კარიერა, ადამიანები ამას ხშირად არ აკეთებენ. ელენი ჩვენ გვაერთიანებს, შთაგვაგონებს, ერთი ხუმრობითა და ერთი ცეკვით ის უკეთესად გვხდის", - თქვა დაჯილდოებისას ბარაკ ობამამ.
1997 წელს, როდესაც ელენის სერიალის მეოთხე სეზონი გადიოდა, დეჯენერესმა ქამინგ აუთი (საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება) გააკეთა. ამავე პერიოდში ის ჟურნალ Time-ის მთავარი პერსონაჟიც გახდა და ოპრა უინფრის შოუშიც ხმამაღლა ისაუბრა ამ თემაზე.
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები