კვირიკაშვილის თქმით, ცხინვალის გავლით ტვირთის გატარებაზე მოლაპარაკება ვერ შედგა
მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე, დევდორაკის ხეობაში მეწყერმა საავტომობილო გზა წაიღო, არსებობდა შესაძლებლობა, რომ სომხურ სატვირთო ავტომობილებს ტვირთი რუსეთის მიმართულებით ნეიტრალური სტატუსით გაეტარებინათ ცხინვალისა და როკის გვირაბის გავლით.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განმარტებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარების შესახებ მოლაპარაკებები სომხურ მხარესთან არ შედგა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი, რაც არაღიარებული ტერიტორიის სტატუსს უკავშირდებოდა. ქართულმა მხარემ ამ გზის გამოყენებაზე უარი განაცხადა:
"ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე, ვინაიდან, ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ფორსმაჟორული გახსნა ამ არხის. ჩვენ ავირჩიეთ ბორანის გზა. შავი ზღვის მეშვეობით გადის დღესდღეობით ეს ტვირთი რუსეთის მიმართულებით".
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ამ არხის ფორსმაჟორული გახსნა.
კვირიკაშვილის განმარტებით, დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული, რის შეკეთებას დასჭირდება სავარაუდოდ 2 კვირა მაინც. ამ პერიოდში დიდი პრობლემა ექმნებათ საქართველოს ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარზე ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს:
"კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ფორსმაჟორულ სიტუაციებში ითვალისწინებს ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ ამ რეჟიმში გვინდოდა, რომ ჩვენ გაგვეტარებინა ეს ტვირთები, რათა არ მიგვეყენებინა ძალიან დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და ასევე სხვებისთვის, ვისაც სურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გატარება. სამწუხაროდ, ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან იყო ცოტა არ იყოს არაადეკვატური პასუხი, რაც უკვე პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან".
პრემიერი SGS-ის ხელშეკრულების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, იგი გადააგზავნეს რუსულ მხარესთან და ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
კომენტარები