2017 წელს გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები
2017 წელი შესაძლოა ბევრს უსიამოვნოდ გაახსენდეს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც წელს საყვარელ მომღერალს, მსახიობს ან მწერალს დაემშვიდობა.
მოდით, გავიხსენოთ, ვინ შეიწირა 2017-მა და იმედი დავიტოვოთ, რომ წლის ბოლომდე მათ რიცხვს არავინ მიემატება.
მსახიობი ჯონ ჰარტი (1940-2017)
ბრიტანელი მსახიობი ჯონ ჰარტი ლონდონში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სიმსივნეა, რომელიც ექიმებმა მსახიობს შარშან აღმოუჩინეს.
ჰარტმა სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და 204 ფილმში თუ სერიალში შექმნა დასამახსოვრებელი პერსონაჟი. საყოველთაო აღიარება მსახიობს ფილმებმა - შუაღამის ექსპრესი და ადამიანი სპილო მოუტანა.
ჯონ ჰარტის კარიერაში ბევრი საინტერესო ფილმია, მათ შორის - უცხო, ჰარი პოტერი, კონტაქტი, პარფიუმერი, ინდიანა ჯონსი, მელანქოლია, V როგორც ვენდეტა, მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან და მრავალი სხვა.
შარშან მისი მონაწილეობით ოთხი ფილმი გადაიღეს, 2017 წელს კი ასევე ოთხი ფილმში უნდა ეთამაშა. მსახიობი ორჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული, კინოში მუშაობა კი სიცოცხლის ბოლო დღემდე არ მიუტოვებია.
მსახიობი ბილ პექსტონი (1955-2017)
61 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზად ოპერაციის შემდგომი გართულება დასახელდა. ოჯახის წევრებმა მედიას სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მისცეს და ჟურნალისტებს სთხოვეს, პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას.
მსახიობი ჯონ ჰერდი (1946-2017)
ჰერდის კარიერა არაერთ საინტერესო ფილმსა თუ სერიალს მოიცავს, მათ შორის არის სოპრანოს კლანი, გაქცევა, CSI და მრავალი სხვა, თუმცა მაყურებელს ის ძირითადად საშობაო, საოჯახო ფილმიდან, მარტო სახლში, ახსოვს სადაც ჯონი მთავარი პერსონაჟის, კევინის, მამის როლს ასრულებდა.
გარდაცვალების მიზეზი ინფაქტი გახდა.
Playboy-ის დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი (1926-2017)
ჟურნალ Playboy-ს დამაარსებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი, ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ჰიუ ჰეფნერმა ჟურნალის პირველი ნომერი 1953 წელს საკუთარ სამზარეულოს მაგიდაზე მოამზადა. პირველი ნომრის ყდა მერლინ მონრომ დაამშვენა. უკვე რამდენიმე თვეში Playboy მსოფლიოში კაცების ყველაზე გაყიდვადი ჟურნალი გახდა. 1970-იან წლებში, პოპულარობის პიკში Playboy-ს ტირაჟი შვიდ მილიონს აღწევდა, თუმცა ბოლო დროს ჟურნალის ტირაჟი 800 ათასზე მეტი არ ყოფილა.
დღეისათვის ჟურნალი Playboy ოცზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა. ცოტა ხნის განმავლობაში ის საქართველოს ბაზარზეც იყო. ჰიუ ჰეფნერის ქონება $50 მილიონად არის შეფასებული.
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე (1959-2017)
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორციაა ნატვრის ხე, პეპელა და სხვა.
L‘Oreal-ის თანამფლობელი ლილიან ბეტანკური (1922-2017)
მსოფლიოს უმდიდრესი ქალი, კომპანია L‘Oreal-ის თანამფლობელი ლილიან ბეტანკური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ბიზნესვუმენის გარდაცვალების შესახებ, მისმა შვილმა, ფრანსუზა ბეტანკურმა გაავრცელა.
ჟურნალი Forbes-ის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, ბეტანკურის ქონება $44,9 მილიარდს შეადგენდა და ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მე-14 ადგილს იკავებდა.
ლილიან ბეტანკურს კომპანია L‘Oreal მემკვიდრეობით მამისგან გადაეცა.
საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა (1937-2017)
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2015 წელს სოტკილავამ განაცხადა, რომ სიმსივნე აღმოუჩინეს, თუმცა გერმანიაში გაკეთებული ოპერაციისა და მკურნალობის შემდეგ, მომღერალი პროფესიუსაქმიანობას დაუბრუნდა.
1965 წელს ზურაბ სოტკილავამ თბილისის კონსერვატორია დაამთავრა. 1966 წლიდან 1968 წლამდე ლა სკალას სტუდენტი იყო. 1974 წლიდან ზურაბ სოტკილავა მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო.
მსახიობი დანიელ დარიე (1917-2017)
ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, დანიელ დარიე საკუთარ სახლში, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა - რვა ქალი, პერსეპოლისი, კრიმინალური სცენები, ოთახი ქალაქში და სხვა.
მას მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორებიც არის - ვერცხლის დათვი, სეზარი, ევროპული ფილმების ჯილდო, კრისტალის გლობუსი და სხვა.
ბოლო მხატვრული ფილმი მისი მონაწილეობით 2010 წელს გამოვიდა.
მუსიკოსი ტომ პეტი (1950-2017)
ამერიკელი როკ-მუსიკოსი ტომ პეტი 2 ოქტომბერს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ის ცნობილი იყო, როგორც Tom Petty and the Heartbreakers-ის წამყვანი ვოკალისტი და Traveling Wilburys-ის წევრი.
პეტი 66 წლის ასაკში ოჯახის წევრების, მეგობრების და მუსიკოსების გარემოცვაში გარდაიცვალა.
პეტის გარდაცვალებას ბობ დილანმა "საზარელი, დამანგრეველი ამბავი" უწოდა.
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი (1931-2017)
ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯანსუღ ჩარკვიანის პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი "ერთი ღამის სიჩუმეში".
ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: "რწმენის კედელი", "დიდი ნათელი", "ერთტომეული" და ა.შ. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. ჩარკვიანი იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი და საზოგადოება "თბილისელის" პრეზიდენტი.
სხვადასხვა დროს მას მინიჭებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. ასევე, ის იყო ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.
მსახიობი ჟან როშფორი (1930-2017)
ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ჟან როშფორი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი სიკვდილი სახელდება.
როშფორმა ორჯერ მოიპოვა ფრანგული კინოს უმაღლესი პრემია სეზარი, 1993 წელს კი კინოში შეტანილი წვლილისთვის აკადემიამ მესამე ჯილდოც გადასცა.
მსახიობი გივი ბერიკაშვილი (1933-2017)
მსახიობი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისთვის მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო პრემია.
გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში.
არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.
ლინკინ პარკის ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი (1976-2017)
ამერიკული როკ ჯგუფის ლინკინ პარკის (Linkin Park) ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მისი ცხედარი კი 20 ივლისს, საკუთარ სახლში იპოვეს.
ლინკინ პარკი 1996 წელს დაარსდა და 70 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა მსოფლიო მასშტაბით. არსებობის განმავლობაში, ჯგუფმა ორი გრემი მოიპოვა.
მილიარდერი დევიდ როკფელერი (1915-2017)
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ როკფელერი 20 მარტს, დილით, ნიუ-იორკის შტატში, საგვარეულო მამულში გარდაიცვალა, ძილის დროს. მისი სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.
ამერიკელი ბანკირი და ნავთობით მოვაჭრე დევიდ როკფელერი 1915 წელს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ცნობილ ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა, ჯონ როკფელერი იყო კომპანია სტანდარტ ოილის დამფუძნებელი და მსოფლიოში პირველი მილიარდერი. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, დევიდ როკფელერის ქონება 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
მსახიობი ანიტა პალენბერგი (1942-2017)
მსახიობი და მოდელი ანიტა პალენბერგი 75 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
პალენბერგს ხშირად მოიხსენიებდნენ ჯგუფ Rolling Stones-ის მუზად, რადგან სხვადასხვა დროს მას რომანი ჯგუფის ორ წევრთან, ბრაიან ჯონსთან და კიტ რიჩარდსთან ჰქონდა.
ანიტას სამსახიობო კარიერაში აღსანიშნავია ფილმები A Degree of Murder, Candy (რომელშიც პარტნიორობას მარლონ ბრანდოს უწევდა), Barbarella (მისი პარტნიორი ჯეინ ფონდა იყო) და Performance - მიკ ჯაგერთან ერთად.
ჯაზის მომღერალი ელ ჯერო (1940-2017)
ლეგენდარული ამერიკელი ჯაზის მომღერალი ელ ჯერო 12 თებერვალს, გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო.
ელ ჯერომ სიკვდილამდე რამდენიმე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა, რომ 2017 წელს დაგეგმილ ტურნეებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაღლილობის გამო მკვეთრად გაუარესდა და მუსიკოსის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
7 გრემის მფლობელი ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის თითქმის 50 წლის განმავლობაში შესვენების გარეშე მართავდა კონცერტებს მსოფლიო მასშტაბით.
მსახიობი პაოლო ვილაჯო (1932-2017)
იტალიელი მსახიობი პაოლო ვილაჯო, რომელმაც კომედიაში უნიკალური სტილი დაამკვიდრა და ძირითადად სატირულ კომედიური პერსონაჟებით იყო ცნობილი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვილაჯომ თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი საინტერესო როლი შექმნა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა უგო ფანტოცის როლმა მოუტანა, რომელიც რეჟისორმა ლუჩანო სალჩემ ვილაჯოს წიგნების მიხედვით შექმნა.
მსახიობს 1992 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე, კინოში შეტანილი წვლილისთვის ოქროს ლომი გადასცეს.
მსახიობი სერ როჯერ მური (1927-2017)
როჯერ მურმა ჯეიმს ბონდის როლი შვიდჯერ მოირგო, მას შემდეგ რაც ამ როლზე 1972 წელს შონ კონერი ჩაანაცვლა. 1991 წლიდან მური UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი იყო.
მსახიობი სემ შეპარდი (1943-2017)
ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და სცენარისტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი სემ შეპარდი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სემი კენტუკში, საკუთარ სახლში 27 ივლისს გარდაიცვალა.
"ოჯახს არ უნდოდა ეს ამბავი მალე გახმაურებულიყო, რადგან მათ სემთან მარტო დარჩენა სურდათ", ნათქვამია მსახიობის ასისტენტის განცხადებაში.
როგორც ოჯახის წევრებმა მედიასთან საუბრისას ამბობდნენ, შეპარდის გარდაცვალების მიზეზი ამიტროპული გვერდითი სკლეროზის გართულება ან ლუ გეჰრიგის დაავადება გახდა.
სემი 1984 წელს ოსკარზეც იყო ნომინირებული ფილმისთვის The Right Stuff, ფილმმა საბოლოო ჯამში ოთხი ოსკარი მიიღო.
1982 წლიდან 2009 წლის ჩათვლით სემ შეპარდი ჯესიკა ლენგთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ისინი დაქორწინებულები არ ყოფილან.
მსახიობი ჟანა მორო (1928-2017)
ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ჟანა მორო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მორო საფრანგეთის დროით 07:30-ზე საათზე, პარიზში საკუთარ სახლში გარდაცვლილი.
ფრანგი ვარსკვლავი განსაკუთრებით ცნობილი ფრანსუა ტრიუფოს 1962 წელს გამოშვებული ფილმში Jules et Jim-ში შესრულებული როლით გახდა.
ჟანა მორო კანის, ვენეციის, ბაფტას, სეზარისა და სხვა არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი იყო.
რეჟისორი ჯორჯ რომერო (1940-2017)
Night of the Living Dead-ისა და სხვა ცნობილი საშინელებათა ფილმების რეჟისორი 16 ივლისს, 77 წლის ასაკში, ფილტვების სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა.
55 წლიანი კარიერის განმავლობაში რეჟისორმა 20 ფილმი გადაიღო, საბოლოო ჯამში კი კინოს ისტორიაში შევიდა, როგორც ჰორორის ჟანრის პიონერი და "ზომბი ფილმების მამა", რომელზე მუშაობაც რეჟისორმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო.
მსახიობი ნელსან ელისი (1978-2017)
HBO-ს სერიალში, ნამდვილი სისხლი, ლაფაიეტის როლის შემსრულებელი ნელსან ელისი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნელსანი გულის უკმარისობისგან გამოწვეული სირთულეების შედეგად გარდაიცვალა.
მსახიობი ემანუელ რივა (1927-2017)
ფრანგი მსახიობი ემანუელ რივა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კარიერის განმავლობაში მსახიობმა მრავალი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, მათ შორის BAFTA და Cesar.
მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ბოლო როლისთვის მიხაელ ჰანეკეს ფილმში სიყვარული, მსახიობი 2013 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული და კინოს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ნომინანტი გახდა ვინც ეს ნომინაცია მიიღო.
-
გადახედვარობერტა მეცოლა: ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს, ჩვენ ამ თხოვნას ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ რობერტა მეცოლა: ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს, ჩვენ ამ თხოვნას ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ
-
გადახედვასტუ-ს სტუდენტების ნაწილი: ახლახან გამოქვეყნებულ განცხადებას, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, არ ვეთანხმებით სტუ-ს სტუდენტების ნაწილი: ახლახან გამოქვეყნებულ განცხადებას, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, არ ვეთანხმებით
-
-
გადახედვააფხაზეთის ე.წ. პარლამენტში დეპუტატი სროლის შედეგად გარდაიცვალა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში დეპუტატი სროლის შედეგად გარდაიცვალა
-
გადახედვარობერტა მეცოლა: ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოსვლას განაგრძობს რობერტა მეცოლა: ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოსვლას განაგრძობს
-
გადახედვაკაია კალასი: ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე, თუმცა ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ კაია კალასი: ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე, თუმცა ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ
-
გადახედვათსუ-ს ლექტორი დეკემბრის თვის ხელფასს აქციების დროს დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავს თსუ-ს ლექტორი დეკემბრის თვის ხელფასს აქციების დროს დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავს
-
გადახედვაგიორგი გახარია: შალვას [თადუმაძეს] ვურჩევ, კიდევ ბევრი სანქცია იქნება. დააგროვოს და ისე მიმართოს ევროპულ სასამართლოს გიორგი გახარია: შალვას [თადუმაძეს] ვურჩევ, კიდევ ბევრი სანქცია იქნება. დააგროვოს და ისე მიმართოს ევროპულ სასამართლოს
-
გადახედვალუქსემბურგის პრემიერმინისტრი: საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი: საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ
-
გადახედვაგიორგი გახარია: რაც უფრო ახლოს მივალთ 20 იანვართან, მერე შეიძლება ტრამპიც გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი წევრი აღმოჩნდეს გიორგი გახარია: რაც უფრო ახლოს მივალთ 20 იანვართან, მერე შეიძლება ტრამპიც გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი წევრი აღმოჩნდეს
-
გადახედვაგიტანას ნაუსედა: "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას გიტანას ნაუსედა: "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას
-
გადახედვათეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ საქართველომ, ივანიშვილის წყალობით, 2 მილიარდზე მეტი დახმარების მიღების შესაძლებლობა დაკარგა თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ საქართველომ, ივანიშვილის წყალობით, 2 მილიარდზე მეტი დახმარების მიღების შესაძლებლობა დაკარგა
-
გადახედვანაბეღლავი: მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ნაბეღლავი: მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა
-
გადახედვაალენ ბერსე: ღია და კონსტრუქციული აზრთა გაცვლა იყო ოპოზიციურ პარტია "ერთიანობა — ნაციონალურ მოძრაობასთან" ალენ ბერსე: ღია და კონსტრუქციული აზრთა გაცვლა იყო ოპოზიციურ პარტია "ერთიანობა — ნაციონალურ მოძრაობასთან"
-
გადახედვაივანე ჩხაიძე: ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა — ჭარბობს კარგად ცნობილი "ღორის გრიპი" ივანე ჩხაიძე: ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა — ჭარბობს კარგად ცნობილი "ღორის გრიპი"
-
გადახედვადაზარალებული მოქალაქეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად თიბისი და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5,000,000 ლარს გამოყოფს დაზარალებული მოქალაქეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად თიბისი და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5,000,000 ლარს გამოყოფს
-
გადახედვაუკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა
-
გადახედვააქციების პერიოდში სპეცრაზმელების და პოლიციელების კვება უტენდეროდ 1 570 429 ლარი დაჯდა აქციების პერიოდში სპეცრაზმელების და პოლიციელების კვება უტენდეროდ 1 570 429 ლარი დაჯდა
-
გადახედვაელენე ხოშტარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარს აცხადებს ელენე ხოშტარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარს აცხადებს
-
გადახედვა4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის
-
გადახედვააქტივისტმა ნიკო მანაგაძემ საპატიმრო დატოვა აქტივისტმა ნიკო მანაგაძემ საპატიმრო დატოვა
კომენტარები