თბილისში, გლდანში, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ფილიალი რამდენიმე საათის წინ ერთმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. მათივე განმარტებით, ყაჩაღობის დროს არავინ დაშავებულა, სხვა დეტალებზე კი ბანკში არ საუბრობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ყაჩაღობისთვისაა გათვალისწინებული.