გიორგი ისაკაძე

30 Nov. 2017, 15:08

წუთს ან წამს არ ვტოვებ თვისუფალს, რომ შვილებთან, მეუღლესთან და ოჯახთან ერთად არ გავატარო. ყველაზე სამწუხაროა, რომ ეს დრო ყოველთვის დეფიციტშია და ამის აღნიშვნა მიწევს. შვილების აღზრდა როდის აქეთ გახდა მხოლოდ დედის დისკრეცია, ვერ გეტყვით, ეტყობა რაღაც ძველთან და სტერეოტიპულთან გვაქვს საქმე, ან იმ ხანაში ჩავრჩით,როცა მამრები სადავლზე ან ნადირობით დაკავდებოდნენ, ოჯახი რომ გამოეკვებათ.

ყველაზე დიდი კვება და ჟანგბადი რაც კაცმა შეიძლება მისცეს ოჯახს და შვილებს, არის სწორედ მათთან ერთად ყოფნა, აქტიური კონტაქტი, ურთიერთობა. ჩემს ოჯახს და შვილებს ყოველდღიურად გადავცემ მთავარს, რომ არ გაიმეორონ ის შეცდომები, რაც დავუშვი მე, ოჯახის სხვა წევრებმა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა. რა კორექტივები უნდა შევიტანოთ ყოველდღიურობაში და ერთად ყოფნაში, რომ ვიყოთ უკეთესი შვილები, მეგობრები, ნათესავები, უბრალო მოქალაქეები და ადამიანები. მე მათთან ერთად ვიზრდები და ვცდილობ, მათთან ერთად გავხდე უკეთესი. და ალბათ განათლება, ეს არის მთავარი, რაშიც არასდროს არაფერს დავიშურებ.

მიხარია, რომ ოჯახში ბუნებრივად და მხოლოდ თავისუფალი დროის რეჟიმით გვაქვს გადანაწილებული საქმეები და არც ეს მიმაჩნია განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
  2. ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
  3. სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
  4. კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
  5. რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ…