სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა ბერასგან GPB-სთვის ტექნიკის ჩუქებას ემხრობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის მიერ ტექნიკის ჩუქების საკითხს მაუწყებელი უნდა დათანხმდეს. საბჭოს უმრავლესობის პოზიცია მენეჯმენტის აზრს ემთხვევა, რასაც ორი წევრი არ იზიარებს. საბჭოს წევრებისა და მენეჯმენტის პოზიცია სამეურვეო საბჭოს დღევანდელ, 9 ნოემბრის სხდომაზე გაჟღერდა.
გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე შვებულებაშია, მის მოვალეობას მისი მოადგილე, ნოდარ ჭიჭინაძე ასრულებს. მისი თქმით, მენეჯმენტი მზადყოფნას გამოთქვამს ტექნიკის მისაღებად. არხის ტექნიკური დირექტორის, თეონა მაზმიშვილის თქმით, აღნიშნული ტექნიკა მუშა მდგომარეობაშია.
სამეურვეო საბჭოს წევრმა, გიორგი კოხრეიძემ განაცხადა, რომ იზიარებს მენეჯმენტის პოზიციას და თანახმაა ტექნიკის მისაღებად.
"ფულს რომ იხდიდე რაღაცას შეადარებდი, მაგრამ როცა ადამიანი რაღაცას გჩუქნის...", - თქვა კოხრეიძემ.
საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ირინა ფუტკარაძე ამბობს, რომ ამ საჩუქრით ტელევიზია გაძლიერდება და დაიზოგება თანხა. მისი თქმით, მაუწყებელზე ზემოქმედების მოხდენა ახლაც შესაძლებელია, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
"ალბათ, დავუჭერ მხარს. ბუნებრივია, გარკვეული რისკი დგას, მაგრამ საჩუქრის გარეშეც შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი და გარკვეული ზეწოლის მცდელობაც იყოს. პრაქტიკულად როგორ განხორციელდება შემდეგ უკვე მენეჯმენტზე და ჩვენზეა დამოკიდებული", - აღნიშნა ფუტკარაძემ.
ტექნიკის ჩუქების საკითხი პოლიტიკურად სენსიტიური ჰგონია საბჭოს წევრს, მარინა მუსხელიშვილს. ის მადლობას უხდის ბერას, რადგან ფიქრობს, რომ ამ შეთავაზებით მაუწყებელი სხვა ბრალდებებისგან იხსნა, რომელიც ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებით შეიძლებოდა გაჩენილიყო.
"ბოლო დროს, რაც ჩემთან მოდიოდა საზოგადოების გამოხმაურება, იყო ის, რომ გაჩნდა საშიშროება, ეს ტელევიზია გადაქცეულიყო კარმუშკად სხვა დაჯგუფებებისთვის, რაც რეპუტაციულად ჩვენი ტელევიზიისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა", - თქვა მუსხელიშვილმა.
მისი თქმით, ის ამ საჩუქრით არხზე პოლიტიკური გავლენის საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან ბიძინა ივანიშვილi საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და ტექნიკის ჩუქება არ სჭირდება, მას საზოგადოებაში ძალა ისედაც აქვს.
"მადლობა უნდა ვუთხრათ მჩუქებელს იმიტომ, რომ უმადურობაა, როცა გჩუქნიან და მადლობას არ ეუბნები. გავლენების თვალსაზრისით, მივესალმებოდი სამადლობელოდ ბატონი ბერას კონცერტის პირველ არხზე იმისთვის, რომ დაგვაზოგინეს ფული და მივიღეთ ის, რაც მართლა გვჭირდება. ამ თვალსაზრისით მე ვერ ვხედავ პრობლემებს", - თქვა მუსხელიშვილმა და დასძინა, რომ რაც მეტ საჩუქარს მიიღებს მაუწყებელი მეტად დამოკიდებელი გახდება.
ტექნიკის ჩუქებაზე უარის თქმა ტექნიკურ გადაიარაღების საჭიროების უარყოფად მიაჩნია გიორგი იაკობაშვილს. მისი თქმით, საჩუქრის არ აღება მაუწყებლის მიმართ გააჩენს ეჭვს, რომ ნებისმიერი საჩუქრით ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცევაა შესაძლებელი.
"არანაირი ვალდებულება გვაქვს. ერთადერთი ვალდებულება, ისიც ჩვენი გადასაწყვეტია პიროვნულად მადლობას ვეტყვით თუ არა. ისინი მადლობასაც არ ითხოვენ პიროვნულად, რამდენადაც ვიცი", - თქვა იაკობაშვილმა და დასძინა, რომ საკითხი ცალსახად მხარდასაჭერია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდება.
მენეჯმენტის სწორად გადადგმულ ნაბიჯად აფასებს გიორგი ნიჟარაძე ტექნიკის ჩუქებაზე თანხმობას, რადგან ამით იზოგება ფული, რომელიც მაუწყებელს სჭირდება.
"ნებისმიერი დაზოგილი თანხა ნიშნავს იმ პრობლემების დასაძლევად მიმართვას, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს. რაც შეეხება გავლენას, მეცინება. 24 გასანათებელი ტექნიკით თუ შეძლო ვინმემ გაგვაკეთებინოს ის, რაც უნდა, მაშინ უნდა ავდგეთ და წავიდეთ", - დასძინა სამეურვეო საბჭოს წევრმა.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია ამბობს, რომ მიკერძოების აღმოჩენის შემთხვევაში თვითრეგულირების მექანიზმი გამოიყენონ. მისი თქმით, ყოფილი მთავრობის წევრებიც თუ გამოთქვამენ მაუწყებლისთვის ტექნიკის ჩუქების სურვილის დათანხმდება.
"ჩვენ გვაქვს მექანიზმები როგორ დავიცვათ თავი. თუ ეს კანონი ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამგვარ გარიგებაში შევიდეთ. თუ ჩვენ ამგვარ გარიგებაში შევალთ არანაირ გარანტიას არ ვაძლევთ და ვერანაირ ვალდებულებას ვერ მივიღებთ. რატომ არ უნდა მივიღოთ? რატომ უნდა დავხარჯოთ ზედმეტი თანხა იმაში, რომ ვიღაცას რაღაცა დღის წესრიგი აქვს სხვანაირი", - განაცხადა გოგელიამ.
ქეთი მსხილაძემ სამერვეო საბჭოს სხვა წევრებს მაუწყებლობის შესახებ კანონის ის მოთხოვნები შეახსენა, რომელითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა სახის გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. მისი თქმით, წლების განმავლობაში ჩამოწერილი ვალები საზოგადოებრივ მაუწყებლის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახებოდა.
"ერთია, როცა ზოგადი მოსაზრება არსებობს, რომელსაც ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მეორეა, როცა ამ მოსაზრებას უჩნდება საფუძველი საჩუქრის სახით", - დასძინა მსხილაძემ.
სამეურვეო საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს წევრი სულხან სალაძე, თუმცა მისი პოზიცია თავმჯდომარემ წაიკითხა. სალაძეს მიაჩნია, რომ ამ საჩუქრით, შესაძლოა, მაუწყებელი მოექცეს პოლიტიკური და/ან კომერციული გავლენის ქვეშ. მისი თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონის მიზანი არამარტო იდენტიფიცირებული პოლიტიკური და/ან კომერციული გავლენის აღკვეთა, არამედ ასეთი გავლენის პრევენციაა.
"ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრის მიერ საჩუქრად გადმოცემული ქონების მიღება, დააზარალებს მაუწყებლის იმიჯს და კითხვებს გააჩენს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით", - მიაჩნია სალაძეს.
სამეურვეო საბჭოს სხდომას სალაძის მსგავსად არ ესწრებოდა ირაკლი პაპავა. მისი პოზიცია ამ საკითხზე ამ დრომდე უცნობია.
მას შემდეგ გადაწყდება ტექნიკის ჩუქების საკითხს სამეურვეო საბჭო უყრის თუ არა კენჭს, რაც საჩუქრის ღირებულება შეფასდება. მაუწყებლობის შესახებ კანონით, საბჭო თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს.
რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერას ყოფილი კომპანიის, ტელეკომპანია GDS-ის ყოფილი წამყვანის, მაკა ცინცაძისა და სხვა გადაცემების სტუდიების განათების მომსახურების ტენდერში გამარჯვებულად სილქ ფაქტორი სტუდიო გამოავლინა. კომპანიას სტუდიები 346 098 ლარად 9 თვის განმავლობაში უნდა გაენათებინა. კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ბერაა.
ტენდერში გამარჯვების შემდეგ ბერა ივანიშვილმა თავისი კომპანიის ტექნიკის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ჩუქება გადაწყვიტა. გადაწყვეტილების შესახებ ბერამ 30 ოქტომბერს საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზედაწერა. მისი თქმით, მან არც კი იცოდა, რომ მისი კომპანია ამ ტექნიკას ფლობდა, არ სჭირდება და პირველ არხს ჩუქნის. თავისმხრივ, ტენდერი შეწყვიტა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
კომენტარები