ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუციაც შევიდა. საქართველოს მთავრობის დელეგაციამ კენჭისყრის წინ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
"ეს რეზოლუცია ქმნის პოლიტიკურ კონსენსუსს, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით. რეზოლუციაში უფრო მკაფიო და მეტი სამართლებრივი შეფასებებია ვიდრე წინა წლის რეზოლუციაში.
რა მნიშვნელოვანი საკითხები წერია:
საქართველოზე მიღებულ ცალკე რეზოლუციაში დაგმობილია 2024 და 2025 წლის არჩევნების მასობრივი დარღვევები და აღნიშნულია რომ ახალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებების შემდეგ უნდა იყოს შესაძლებელი. მოწოდებაა რომ ლეგიტიმურად არ უნდა ცნონ მომავალში ჩატარებული არჩევნები, თუ არ მოხდება მათი სამართლიანად შეფასება ეროვნული და საერთაშორისო სანდრო დამკვირვებლების მიერ.
დეკლარაციაში/რეზოლუციაში საუბარია წამებაზე! ასევე ძირითადი უფლებების სხვადასხვა მძიმე დარღვევაზე, პოლიტიკურ დევნებზე, ერთპარტიულ მმართველობაზე და სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვაზე!
მოთხოვნილია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, წამებების გამოძიება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს და მისი რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნა არის მკაფიოდ დაფიქსირებული რამდენჯერმე. ამ ანგარიშის დაკნინება და უარყოფა რამდენჯერმე სცადა ოცნებამ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ აქაც.
ასევე, განსაკუთრებული მადლობა ასამბლეას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის დეკლარაციაში", — წერს იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.
შეგასენებთ, რომ ჰააგაში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 6 ივლისს გამართულ 2026 წლის ყოველწლიურ სესიაზე მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას — "საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ", რომლის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით. რეზოლუცია მიუთითებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის შეფასებებზე, სადაც საუბარია ამომრჩევლებზე ზეწოლის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და სხვა პრობლემების შესახებ.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მიღებულ კანონმდებლობაზე. მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონებში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს გამოხატვის, შეკრების, მედიის თავისუფლებას და უარყოფითად აისახება სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე.
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, გააუქმოს ფუნდამენტურ თავისუფლებებთან შეუთავსებელი კანონები, ჩაატაროს 2024-2025 წლების არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება, ასევე დაიწყოს სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმართული რეფორმები ეუთოსა და ვენეციის კომისიის მონაწილეობით.
დოკუმენტი საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავს მოწოდებით, განაგრძოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და არ აღიაროს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეფასებით თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად არ ჩატარდება.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები