რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის ღირებულება 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადაცდა. გარკვეული დროის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, აქციების ფასი საწყისი $150-იდან $200-მდე გაიზარდა.

სამშაბათ დილას აქციების ფასი $222-ზე ავიდა, თუმცა ამის შემდეგ კლება დაიწყო. ეს შეიძლება იმას მოასწავებდეს, რომ ინვესტორებისთვის რთული და ქაოსური პერიოდი იწყება. სამშაბათ საღამოსთვის კომპანიის აქციები $200-ის ფარგლებში იყო. წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, რა მოხდება მომდევნო დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში, თუმცა ეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია მას შემდეგ, რაც SpaceX-ის აქციების პირველადმა განთავსებამ აქტიურ საჯარო ვაჭრობას გაუხსნა გზა.

ასევე იხილეთ: SpaceX-ის წყალობით ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება

შესაბამისად, თავდაპირველი ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, გრძელვადიანი პერსპექტივა შეიძლება არცთუ ისე იმედისმომცემი იყოს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შეიძლება პესიმისტური პროგნოზი იყოს. სიტუაციას ბევრი მიზეზი განაპირობებს, მაგალითად, კომპანიის მიერ ფულის სწრაფად ხარჯვა და მზარდი ფინანსური წნეხი. ტრილიონიანი საბაზრო შეფასების მიუხედავად, SpaceX მზარდი გაფართოებისთვის ფეხის ასაწყობად დიდ კაპიტალს ხარჯავს, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-სთან გაერთიანების შემდეგ.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მაღალი ღირებულებისა და მაღალი ხარჯების ერთობლიობა კომპანიას რისკის ქვეშ აყენებს, რადგან ეს ინვესტორთა კეთილგანწყობას ამცირებს და არასტაბილურ სიტუაციას ქმნის. ამ ყველაფრის მიუხედავად, მდგომარეობას ბევრი ოპტიმისტურად აფასებს, თუმცა ჯერჯერობით დანამდვილებით საუბარი რთულია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.