რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
ფოტო: აი ფაქტი
2024 წლის გაზაფხულზე "აგენტების კანონის" მიღებამ თბილისის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა. ქართული ოცნება პროტესტის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა და რეპრესიული კანონი ძალაში დატოვა.
ამ ამბავმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უბიძგა, საქართველოსთან ურთიერთობებისთვის გადაეხედა. შედეგად, 2024 წლის 23 მაისს დაინიცირდა "მეგობარი აქტი"/MEGOBARI Act, რომელიც ხელისუფლებას მკაცრი შეზღუდვებით, მათ შორის, ფინანსური აქტივების გაყინვით ემუქრებოდა. აქტის ზოგადი მიზანი კი საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენის შესუსტება იყო.
თუ საქართველო დემოკრატიულ რელსებს დაუბრუნდებოდა, ამ აქტით, ვაშინგტონი უვიზო მიმოსვლას, სავაჭრო შეღავათებსა და თავდაცვის გაძლიერებას გვპირდებოდა.
თუმცა, ვერც ეს სიკეთე მივიღეთ და ვერც ქართულმა ოცნებამ აგო პასუხი ქვეყნის უკუსვლაზე, რადგან 2025 წლის დეკემბერში "მეგობარი აქტი" დაიბლოკა. ამის უკან ორი ადამიანი იდგა — ყოფილი ოკლაჰომელი სენატორი მარკვეინ მალინი და ტეხასელი ნავთობმაგნატი სტივ ნიკანდროსი, რომელსაც აქტის მიღება პირადი ინტერესების გამო არ აწყობდა.
ამ მოვლენების პარალელურად კი სტივ ნიკანდროსის ბიზნესმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო - ფინანსური შეღავათები და 15-მილიონიანი დავალიანების ჩამოწერა.
"აი ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიება გვიყვება, რა ხდებოდა სენატის კულუარებში, როგორ იმუშავა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტის" ჩასაგდებად და როგორ დათბა მისი დაფუძნებული ნავთობკომპანიის, “ფრონტერას” ურთიერთობა ხელისუფლებასთან.
ვინ არის ყოფილი სენატორი მალინი?
ჯო უილსონის ინიცირებულმა "მეგობარი აქტის" კანონპროექტმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. 2025 წლის მაისში ის კონგრესის ქვედა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო (349 — მომხრე, 42 — წინააღმდეგი), საბოლოოდ დასამტკიცებლად კი ზედა პალატაში, სენატში გადავიდა.
სენატში "მეგობარი აქტი" ორჯერ შეფერხდა — 2025 წლის სექტემბერსა და დეკემბერში. როგორც ამერიკული გამოცემა The Hill წერდა, კანონპროექტი ორივეჯერ სენატორმა ჯონ ტუნმა დაბლოკა. მის ამ გადაწყვეტილებას კი ლობირებდა ყოფილი სენატორი მარკვეინ მალინი. მან სენატი 2026 წლის მარტში დატოვა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
პარადოქსია, რომ ეს იგივე ადამიანია, რომელიც 2020 წელს საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა და აშშ-ის მთავრობისგან “მკაცრ რეაგირებას” ითხოვდა. მაშინ მალინი ბიძინა ივანიშვილს „რუსული სკოლის ოლიგარქს”, “პუტინის მოკავშირეს” უწოდებდა და ლეგალური ამერიკული ბიზნესის, “ფრონტერას” ქვეყნიდან გაძევების მცდელობაში ადანაშაულებდა. ამით მალინი “ფრონტერას” წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან კომპანიას უკვე წაგებული ჰქონდა საერთაშორისო არბიტრაჟი და ქვეყნის დატოვება ემუქრებოდა.
რა მოხდა ამ ხუთ წელში, რატომ იცვალა ფერი ყოფილმა სენატორმა მალინმა? სინამდვილეში, მისი ქცევა ადრეც და ახლაც ერთი და იმავე ფიგურის, სტივ ნიკანდროსის ინტერესებთან იკვეთებოდა.
ცნობილია, რომ 2019-2020 წლებში ნიკანდროსმა მალინის საარჩევნო კამპანია 9 000 დოლარით დააფინანსა;
როგორც ბრიტანული Open democracy წერს, აშშ-ის საარჩევნო კომისიის (FEC) მონაცემებით, 2017-2020 წლებში ნიკანდროსმა 73, 450 აშშ დოლარი შესწირა 16 ამერიკელ კონგრესმენს და სენატორს. ისინი კი მოგვიანებით Frontera-ს სასარგებლოდ ლობირებდნენ;
რატომ დასჭირდა ნიკანდროსს სენატორების მობილიზება, ამის გასაგებად ამერიკული „ფრონტერას“ ქართულ ისტორიას უნდა გადავხედოთ.
ამერიკული “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ” საქართველოში 1997 წელს გამოჩნდა, დაარეგისტრირა შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”, რომელმაც მე-12 ბლოკზე (კახეთსა და ქვემო ქართლში) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების 25-წლიანი ლიცენზია მოიპოვა.
რესურსების წარუმატებელი ძიებისა და დაგროვილი ვალის გამო 2018 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ „ფრონტერას" ჰააგის საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.
როგორც ჩანს, სწორედ ამ არბიტრაჟში წაგების და ქვეყნის დატოვების შიშით მიმართა ნიკანდროსმა თავის გავლენიან ნაცნობებს სენატში - მათ შორის, მარკვეინ მალინს და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აამხედრა.
2025 წლის მიწურულს კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - “ფრონტერა” და “ქართული ოცნება” ფაქტობრივად თანამოაზრეები აღმოჩნდენ. საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც „მეგობარი აქტის“ სახით თავზე დამოკლეს მახვილი ეკიდა, სასწრაფოდ დასჭირდა ვაშინგტონში გავლენიანი „მაშველი რგოლი“. ნიკანდროსს კი სენატში მასთან ვალში მყოფი მოკავშირეები ჰყავდა.
2020 წლის 17 აპრილს არბიტრაჟმა საბოლოო განაჩენი გამოიტანა და დაადგინა:
"ფრონტერამ" პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება (PSC) არსებითად დაარღვია;
კომპანიას ვალდებულებად დაეკისრა ძებნა-ძიების ფართობის 99%-ის სახელმწიფოსთვის დაბრუნება;
კომპანიას დაევალა, დაახლოებით, 6 მილიონი აშშ დოლარის (საარბიტრაჟო პროცესის ხარჯები) ანაზღაურება;
"ფრონტერას" განცხადებები კახეთში გაზის უზარმაზარი მარაგების აღმოჩენაზე დოკუმენტურად არ დასტურდებოდა.
როგორ გადაურჩა "ფრონტერა" 15-მილიონიან დავალიანებს?
"ფრონტერამ" საქართველოსთან არბიტრაჟი ოფიციალურად კი წააგო, მაგრამ რეალურად მოგებულის პოზიციაში დარჩა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში დაწერა, რომ "ფრონტერასგან" მისაღები აქვს 15,4 მილიონი ლარი, თუმცა ამ თანხის ამოღება შეუძლებელია, რადგან კომპანია ლიკვიდაციის პროცესშია და ფული არ აქვს.
სრულად ჟურნალისტური გამოძიება წაიკითხეთ "აი ფაქტის" საიტზე.
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
-
უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს
გადახედვა
-
ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO? ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO?
გადახედვა
-
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს
-
როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
გადახედვა
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია? რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია?
გადახედვა
-
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა
გადახედვა
-
ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
გადახედვა
-
სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე
გადახედვა
-
SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება
გადახედვა
-
ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან
გადახედვა
-
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
გადახედვა
კომენტარები