შალვა კერესელიძე: ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ
"დღეს პარლამენტში ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. "სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ" ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ" — განაცხადა პარტია გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, რეზოლუციის პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს მიმდინარე პროცესებს და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობაზე გააკეთოს აქცენტი.
"ხვალ 26 მაისია — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და, სამწუხაროდ, ამ სიმბოლურ
დღეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე კვლავ ხელისუფლების დუმილით
ვხვდებით.
სწორედ ამიტომ, დღეს პარტია გახარია საქართველოსთვის პარლამენტში ვაინიცირებთ
რეზოლუციის პროექტს მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის
საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. "სამოკავშირეო ურთიერთქმედების
გაღრმავების შესახებ" ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, 2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულება" არის
რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მორიგი, უკიდურესად სახიფათო
ეტაპი, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და
სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი აგრესიული აქტია, რომელიც
ითვალისწინებს ოკუპირებული რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო,
ენერგეტიკული, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროების რუსეთის ფედერაციასთან
სრულ ინტეგრაციას.
ყველაზე მძიმე და საგანგაშო კი ის არის, რომ ამ ყველაფერზე ოცნების ხელისუფლება
სდუმს!
ამ პირობებში საქართველოს პარლამენტი რჩება ერთადერთ სივრცედ, მკაფიო პოლიტიკური
და სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას. ოცნებას ჯერ კიდევ
აქვს შანსი, იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინეტრესების დასაცავად!
ამიტომაც — მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყიტოს დუმილი და მხარი
დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას!
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს უმოქმედობა, აღადგინოს აქტიური
დიპლომატიური ურთიერთობები და საერთაშორისო პარტნიორებთან რეალური
თანამშრომლობა, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად
იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და ჩვენი ქვეყანა არ დარჩეს მარტო რუსეთის აგრესიის
პირისპირ!
დღეს, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ჩვენი
ვალდებულებაა ვიყოთ მკაფიო და პრინციპულები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის,
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე!
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!", — განაცხადა მან.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები