დონალდ ტრამპი

19 May. 2026, 11:19

"კატარის ემირმა თამიმ ბინ ჰამად ალ თანმა, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე დაგეგმილი სამხედრო თავდასხმისგან, რომელიც ხვალისთვის იყო ჩანიშნული, ვინაიდან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების აზრით, მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც სრულიად მისაღები იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ეს შეთანხმება მოიცავს პუნქტს: არანაირი ბირთვული იარაღი ირანს!

ზემოაღნიშნული ლიდერებისადმი პატივისცემის ნიშნად, მე მივეცი მითითება ომის მდივანს პიტ ჰეგსეტს, შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალ დანიელ კეინს და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ხვალ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას არ განვახორციელებთ. თუმცა, დამატებით ვუბრძანე მათ, მზად იყვნენ ირანზე სრულმასშტაბიანი, დიდი იერიშის დასაწყებად ნებისმიერ მომენტში, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  3. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  4. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…