საკრუიზო გემზე დარჩენილი მგზავრების ევაკუაცია დასრულდა — WHO ჰანტავირუსის ახალ შემთხვევებს არ გამორიცხავს
ფოტო: dw
ჰანტავირუსის გავრცელების რისკი კიდევ არსებობს — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჰანტავირუსის ბოლოდროინდელი აფეთქების შეკავების მცდელობები "ჯერ არ დასრულებულა".
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის კანარის კუნძულებზე ვირუსით დაინფიცირებული საკრუიზო გემის, MV Hondius-ის ყველა მგზავრის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა.
"ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ უფრო მასშტაბური ეპიდაფეთქების მოწმენი ვხდებით... თუმცა, ვითარება შეიძლება შეიცვალოს. ვირუსის ხანგრძლივი ინკუბაციის პერიოდიდან გამომდინარე, შესაძლოა, მომდევნო კვირებში ახალი შემთხვევები გამოვლინდეს, — აღნიშნა გებრეიესუსმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მოვლენების ქრონოლოგია
- 1 აპრილი — 2026: ჰოლანდიურმა საკრუიზო გემმა, MV Hondius-მა, დატოვა არგენტინა.
- 11 აპრილი — გემზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი გარდაიცვალა. მოგვიანებით მისი მეუღლეც დაიღუპა იოჰანესბურგის (სამხრეთ აფრიკა) საავადმყოფოში.
- გართულება: მესამე მსხვერპლის — გერმანელი ქალის გარდაცვალების შემდეგ, გადაწყდა გემის ტენერიფეს პორტში გაჩერება მგზავრების ტესტირებისა და დაინფიცირებულთა ევაკუაციის მიზნით.
- ევაკუაცია: გასულ კვირას, კვირასა და ორშაბათს, გემზე დარჩენილი ბოლო 120 მგზავრის ევაკუაცია დასრულდა.
ამ დროისთვის ჰანტავირუსის 11 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი შემდეგ ქვეყნებში: ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
ინფორმაციისთვის, ჰანტავირუსი არის "ანდესის" (Andes) შტამი, რომელიც იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს, თუმცა გაცილებით მძიმე ფორმებში შეიძლება გადაიზარდოს. ვირუსს ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა, თუმცა არ არის ისეთივე გადამდები, როგორც, მაგალითად, წითელა ან კოვიდ-19.
ანტავირუსი, მღრღნელებისგან (თაგვები, ვირთხები) მოდის — ინფექცია გადაეცემა მღრღნელების ექსკრეტებთან კონტაქტში მყოფი ჰაერის ნაწილაკების ჩასუნთქვით. ვირუსი განსაკუთრებული იმითაა, რომ მას შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გადადება, თუმცა ეს ხდება მხოლოდ ძალიან ახლო და ხანგრძლივი ფიზიკური კონტაქტის დროს — ვირუსი არ ვრცელდება ყოველდღიური სოციალური კონტაქტით საზოგადოებრივ ადგილებში, მაღაზიებში, სამსახურსა თუ სკოლებში.
დაავადება იწყება გრიპის მსგავსად: მაღალი სიცხე, დაღლილობა და კუნთების ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ან დიარეა. ვირუსის სიმპტომები ვლინდება კონტაქტიდან 2-დან 4 კვირამდე შუალედში, თუმცა შეიძლება ერთ თვეზე მეტი დროც დასჭირდეს.
ჰანტავირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომურად. თუმცა, ჰოსპიტალიზაცია და ადრეული სამედიცინო ჩარევა მკვეთრად ზრდის გადარჩენის შანსს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები