პოლინეზიურ კულტურაში ყველაზე კაცური კაცები ქვედაბოლოებს იცვამენ — დუეინ ჯონსონი
ფოტო: Getty Images
2026 წლის Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე დუეინ ჯონსონი შავი ფრაკით, თეთრი ბაფთითა და ქვედაბოლოთი წარდგა. ღონისძიებაზე ის მეუღლესთან, ლორენ ჰაშიანთან ხელჩაკიდებული მივიდა.
დუეინის აღნიშნული სამოსი დიზაინერ ტომ ბრაუნის ექსკლუზიური ნამუშევარია. დიზაინერის თქმით, ფრაკის შესაქმნელად 350 მეტრზე მეტი აბრეშუმის ლენტი გამოიყენეს, რამაც სამოსს ერთგვარი ჩონჩხისებური სტრუქტურა შესძინა.
ფოტო: GB News
კითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს ქვედაბოლოში, ჯონსონმა უპასუხა:
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ! თავდაპირველად, ტომ ბრაუნის გუნდმა ილუსტრაციები გამომიგზავნა და იკითხეს: 'საინტერესოა, დათანხმდება თუ არა დუეინი ამ ქვედაბოლოს ჩაცმას?' მე კი ვუპასუხე: 'მისმინეთ, ჩვენს პოლინეზიურ კულტურაში ლავალავა და ქვედაბოლოები ჩვეულებრივი ამბავია. ყველაზე კაცური კაცები (არ ვამბობ, რომ მათ რიცხვს მივეკუთვნები) სწორედ ლავალავებსა და ქვედაბოლოებს ატარებენ'".
ჯონსონის თქმით, მისი ჩაცმულობა ნაწილობრივ სწორედ პოლინეზიური კულტურით იყო შთაგონებული, სადაც მსგავსი სამოსი ვაჟკაცობისა და ტრადიციის სიმბოლოა.
ფოტო: Getty Images
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯონსონმა კაცურობის საკითხზე ისაუბრა. CinemaCon 2026-ზე, Disney-ს მოანას live-action ფილმის წარდგენისას, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასაკის კაცისთვის "ნამდვილი კაცურობა" მათ გვერდით მყოფი ქალების გაძლიერებას ნიშნავს.
"ჩვენი ისტორიის გმირი პრინცესა კი არა, მეომარია," — განუცხადა ჯონსონმა CinemaCon-ის აუდიტორიას და ხაზი გაუსვა, რომ მისი პერსონაჟის, მაუის, როლი სწორედ მთავარი გმირის გზამკვლევობა და მისი გაძლიერებაა — "ნებისმიერი ასაკის კაცმა მხარი უნდა დაუჭიროს, გააძლიეროს და დაიცვას ქალები. აი, ასე გამოიყურება ნამდვილი კაცურობა".
2026 წლის Met Gala-ს თემაა "მოდა არის ხელოვნება". წლევანდელი საღამოს თანათავმჯდომარეები ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ვინუს უილიამსი და ანა ვინტური არიან.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
კომენტარები