"ოცნება არასდროს შემიწყვეტია" — 74 წლის ამერიკელმა ქალმა კოლეჯი დაამთავრა
ფოტო: Taylor Page
74 წლის რეილინ პეიჯმა სწავლა დაასრულა — მან აისრულა ოცნება, რომელიც, ეგონა, რომ სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.
1969 წელს რეილინს განათლების მიღების სრული შესაძლებლობა ჰქონდა. ის იუტას შტატში, ბრიგამ იანგის უნივერსიტეტშიც კი მიიღეს. თუმცა, ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და მშობლიურ მხარეში, ჩრდილოეთ მეინში დარჩენა ამჯობინა.
"კოლეჯში სწავლის ოცნება გვერდზე გადავდე", — ამბობს რეილინ პეიჯი ჟურნალ People-სთან საუბრისას.
სწავლის ნაცვლად, რეილინი დაქორწინდა, ოჯახი შექმნა და მთელი ცხოვრება შრომასა და სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა. წლების განმავლობაში, სახლში ბავშვებს უვლიდა, რესტორანს მართავდა, ტყისმჭრელ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, ბოლოს კი 25 წელი ფოსტაში იმუშავა. 2012 წელს კი, ფოსტის უფროსის პოზიციიდან გავიდა პენსიაზე.
წლების მატებასთან ერთად, რეილინისთვის სწავლის გაგრძელება სულ უფრო არარეალურად ჟღერდა.
"ოჯახმა და მუშაობამ მთელი დრო წაიღო, ამიტომ იმედი გადამეწურა, რომ კოლეჯში სწავლას ოდესმე შევძლებდი", — ამბობს რეილინი.
ქალის თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცოდნის მიღების სურვილი არასდროს გამქრალა და სწავლა ყოველთვის მისი ნაწილი იყო.
"ყოველთვის მინდოდა, კოლეჯში მესწავლა, რადგან ადრეული ასაკიდანვე მივხვდი, რომ სკოლა და ახალი რაღაცების აღმოჩენა ძალიან მიყვარდა", — ამბობს 74 წლის ქალი.
რეილინ პეიჯი და მისი ქმარი
ფოტო: Taylor Page
სწორედ ამ, სანუკვარმა ოცნებამ მიიყვანა ის კოლეჯში სწავლის იდეამდე წლების შემდეგ, როცა კალიფორნიაში გადავიდა და BYU Pathway პროგრამას წააწყდა. თავიდან ყველაფერი არარეალური ჩანდა, რადგან კოლეჯი დასწრებას მოითხოვდა. მაგრამ 2021 წელს, როდესაც რეილინმა გაიგო, რომ პროგრამის გავლა ონლაინ, დისტანციურადაც იყო შესაძლებელი, უცებ ძველი ოცნების ასრულება რეალური გახდა.
"ისე გამიხარდა, რომ გადავწყვიტე, აუცილებლად ჩავრიცხულიყავი და დიპლომი ამეღო", — ამბობს რეილინი.
2022 წელს, შვილიშვილის, ტეილორ პეიჯის დახმარებით, რეილინმა ეს ნაბიჯი მართლაც გადადგა, თუმცა ბოლომდე მაინც არ იცოდა, რა ელოდა.
"წარმოდგენა არ მქონდა, რა დამჭირდებოდა, და ეს კარგიც იყო", — აღნიშნავს რეილინი. "უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს ის იყო, რაც ძალიან მინდოდა და მჭირდებოდა".
ათწლეულების შემდეგ სწავლასთან დაბრუნებას ისეთი სირთულეებიც ახლდა თან, რომლებსაც რეილინი არ ელოდა, განსაკუთრებით — ტექნოლოგიების მხრივ.
"ყველაზე დიდი გამოწვევა ის იყო, რომ ძველი თაობის ადამიანი ვარ და კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება თითქმის არ მქონია", — ამბობს ის.
ოჯახის წევრები თვალს ადევნებდნენ, როგორ უმკლავდებოდა იგი ამ სირთულეებს.
"ჩვენ და ბებია სულ ვურეკავდით ერთმანეთს. ისეთ მარტივ რაღაცებს მეკითხებოდა ხოლმე, როგორ უნდა შეენახა ფაილი, როგორ გამოეყენებინა მარჯვენა კლავიში, ან როგორ დაეკოპირებინა ტექსტი", — იხსენებს მისი შვილიშვილი, ტეილორი, ჟურნალ People-თან საუბრისას.
"ჩვენც, სადაც და როცა შეგვეძლო, ვეხმარებოდით, მაგრამ ბევრ რამეს ბებია თავად ართმევდა თავს", — დასძინა პეიჯის შვილიშვილმა.
მიუხედავად ამხელა სირთულეებისა, პეიჯი არ გაჩერებულა — მან ყველა ეჭვი და გაურკვევლობა დაძლია.
"ზოგჯერ, თავდაჯერებულობის ნაკლებობა და მარცხის შიში ძალიან მაწუხებდა", — ამბობს რეილინი — "საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ ვაკეთებდი ამას. მინდოდა, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე ეს შემეძლო. ის, რაც მამოძრავებდა, ღმერთის რწმენა და ლოცვა იყო. ვიცოდი, რომ ის დამეხმარებოდა და ყოველ ნაბიჯზე, ასეც ხდებოდა.
და აი, წლების შრომისა და ათწლეულების ლოდინის შემდეგ, დადგა მომენტი, რისთვისაც პეიჯი მთელი ეს დრო იბრძოდა.
"დიპლომის გადაცემის ცერემონიაზე სცენაზე გასვლა საოცარი შეგრძნება იყო", — ამბობს პეიჯი — "იქ ვიდექი და მივხვდი, რომ მივაღწიე იმას, რაც ჩავიფიქრე!"
აუდიტორიაში 74 წლის ქალის ოჯახი ამ მნიშვნელოვან მომენტს დიდი ემოციით უყურებდა.
"გამოსაშვები საღამო ძალიან ემოციური იყო", — ამბობს ტეილორი — "მე და ჩემმა პატარა ძმამ სიურპრიზი მოვუწყვეთ და სპეციალურად მის სანახავად ჩავედით. მას ისე გაუხარდა, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, ძალიან ბედნიერი იყო, რომ მის გვერდით ვიდექით".
ზეიმი მხოლოდ ცერემონიით არ შემოფარგლულა და ნამდვილ ოჯახურ დღესასწაულად იქცა.
"მე და დედამ ბებიას კაბის შერჩევაში დავეხმარეთ, ოჯახური ვახშამიც გვქონდა, მერე კი უნივერსიტეტში წავედით, რომ სცენაზე მისი გამოსვლა გვენახა", — ჰყვება ტეილორი. "ბებიას სახელი მეორე გამოაცხადეს. ყველანი ძალიან ვგულშემატკივრობდით, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავით".
ტეილორისთვის ამ ყველაფრის ყურება უზომოდ ემოციური იყო.
"როცა დავინახე, სცენაზე როგორ მიდიოდა, ვიცოდი, რომ ამდენი წლის ოცნება აისრულა, ცრემლები ვერ შევიკავე", — ამბობს ის — "სიამაყითა და უდიდესი სიყვარულით ვიყავი სავსე".
ტეილორმა ვიდეოც გადაიღო და გადაწყვიტა, TikTok-ზე აეტვირთა. ვიდეო მალევე ვირუსულად გავრცელდა.
"არ მიკვირს, რომ ამდენ ადამიანს მოხვდა გულზე, რადგან მისი ისტორია ძალიან ემოციურია. ვიდეოშიც კარგად ჩანს, რა ბედნიერი და ამაყია ბებია თავისი დღით. ვიდეოს თბილი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან ბევრი წერს, რომ ბებიამ ისინიც შთააგონა, სწავლას დაჰბრუნებოდნენ და დიპლომი აეღოთ", — ამბობს ტეილორი — "ბევრი აღნიშნავს, რომ ეს მათთვის ერთგვარი შეხსენებაა — არასდროსაა გვიან, გახდე ის, ვინც გინდა".
ტეილორის თქმით, ზოგიერთი კომენტარი მაინც განსაკუთრებული იყო.
"ყველაზე მეტად ის შეტყობინებები მომეწონა, რომლებშიც ბებიას მიმართ უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ... ხალხი წერს, რომ ეს მისი ახალი ცხოვრების დასაწყისია, ან უბრალოდ აღნიშნავენ, როგორ უხარიათ მისი წარმატება და რომ ის ნამდვილად იმსახურებს საუკეთესოს", — დასძენს იგი.
ტეილორისთვის ეს ყველაფერი უდიდესი ბედნიერებაა.
"მიუხედავად იმისა, რომ მიხარია სხვების შთაგონება, ყველაზე მეტად ის ფაქტი მაბედნიერებს, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ სიყვარულსა და სიკეთეს ასხივებს, იმავეს ასეთი მასშტაბით უკან იღებს", — ამბობს ის.
პეიჯისთვის კი, რაც თავიდან უბრალოდ პირადი მიზანი იყო, ახლა ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
"ჩემი ოცნება არავის შთაგონებით არ დაწყებულა, მაგრამ ახლა მან ახალი აზრი შეიძინა. იმედი მაქვს, ჩემი წარმატება ჩემს შვილიშვილებსა და სხვებს იმისკენ უბიძგებს, რომ არასდროს დანებდნენ. მონდომებითა და შრომით ოცნებები ხდება. არასდროს დანებდეთ", — ამბობს პეიჯი.
ახლა პეიჯს იმედი აქვს, რომ მისი ისტორია უფრო მეტ ადამიანს მისწვდება — განსაკუთრებით მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ დაწყება უკვე გვიანია.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
კომენტარები