"საჯარო მოსამსახურეები — კონსტიტუციის 78-ე მუხლი" უერთდება ინიციატივას სასკოლო კვებასთან დაკავშირებით
მოძრაობა "ხმის" ინიციატივას სასკოლო კვებასთან დაკავშირებით, "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი — კონსტიტუციის 78-ე მუხლიც" უერთდება და მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის ამოქმედება იქნება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ნაბიჯი ყველა ოჯახისთვის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის სოციალურად დაუცველი — ინფორმაციას ამის შესახებ "საჯარო მოსამსახურეები — კონსტიტუციის 78-ე მუხლი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათი თქმით, უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მალე დაიწყება და მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ ამ ინიციატივას.
"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" უერთდება მოძრაობა "ხმის" ინიციატივას სასკოლო კვებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის ამოქმედება იქნება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ნაბიჯი ყველა ოჯახისთვის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის სოციალურად დაუცველი. უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მალე დაიწყება. მოგიწოდებთ საჯარო მოხელეებს და არა მარტო თქვენ, შეუერთდეთ ამ ინიციატივას, ხოლო რატომ უნდა შემოუერთდეთ, გაეცანით ფაქტებს:
სასკოლო კვების პროგრამა მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ბავშვებსა და ოჯახებზე მორგებული ყველაზე ეფექტიანი სოციალური დაცვის პროგრამა. ის არა მარტო ბავშვთა კეთილდღეობაზე აისახება, არამედ ხელს უწყობს მშობლებს დროისა და ფინანსების თვალსაზრისით.
2024 წელს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 18 წლამდე ასაკის 369,924-ს არასრულწლოვანი, აქედან საარსებო შემწეობას იღებდა 270,712. 2025 წელს ამავე ბაზაში რეგისტრირებული არასრულწლოვნების რაოდენობამ 379 957-ს მიაღწია, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა 278 639-მდე გაიზარდა.
Unicef-ის კვლევის მიხედვით, სასკოლო საათებში კვებას ქართველი მოსწავლეების მხოლოდ მეოთხედი ახერხებს. ამის მიზეზი არამხოლოდ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, არამედ სკოლებში ჯანსაღი და რაც მთავარია, უსაფრთხო საკვების არარსებობა.
სხვადასხვა დროს გამოკითხული ქართველი მოსწავლეების უმრავლესობა აფიქსირებს, რომ სასკოლო საათებში ხშირად განიცდის შიმშილს.
დღესდღეობით, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების მხოლოდ 25 პროცენტშია ფუნქციური ბუფეტი და ხშირ შემთხვევაში ის მხოლოდ ქალაქის ტიპის დასახლებებში არსებულ სკოლებში გვხდება.
კვლევები ადასტურებს, რომ ჯანსაღი და დაბალანსებული კვება აუცილებელია სასკოლო ასაკის ბავშვებში კოგნიტური უნარების განვითარებისთვის. მშიერია თუ მაძღარი ბავშვი, ეს პირდაპირ აისახება მის დასწავლის უნარზე და ქცევაზე, ხოლო არაპირდაპირ ხელს უწყობს აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას.
ქვეყნის განვითარება და მისი ხვალინდელი დღე მომავალი თაობის ხელშეწყობაზეა დამოკიდებული, სასკოლო კვების მხარდაჭერა კი ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია" — ვკითხულობთ სოციალურ ქსელშუ გამოქვეყნებულ განცხადებაში
ცნობისთვის, მოძრაობა "ხმა" უფასო საკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ისინი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას აპირებენ, რასაც 25 000 ფიზიკური ხელმოწერა სჭირდება.
მოძრაობა "ხმის" ორგანიზებით 2023 წელს, თბილისში "მარში შიმშილის წინააღმდეგ" გაიმართა. მარშის მთავარი მიზანი შიმშილთან ბრძოლა იყო, რაც, მათი თქმით, სკოლებში უფასო კვების დანერგვით უნდა დაწყებულიყო.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები