საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესი შეიცვალა — რა უნდა იცოდნენ დამსაქმებლებმა და იმიგრანტებმა?
ფოტო: IOM
2026 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებასა და თვითდასაქმებას აწესრიგებს.
ახალი წესების შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს საქართველოში კანონიერად დასაქმება, ან თვითდასაქმება/ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, ვალდებულია მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება შრომითი იმიგრაციის კანონმდებლობის ერთ- ერთი არსებითი ცვლილებაა. მის გარეშე მუშაობა გამოიწვევს ჯარიმას (2 000 ლარი), როგორც დამსაქმებლის, ისე უცხოელისთვის. ამასთან ერთად, ამიერიდან, საემიგრაციო D1 კატეგორიის ვიზა და შრომითი ბინადრობის ნებართვა მხოლოდ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ გაიცემა.
ვის ეხება ახალი წესები?
ცვლილებები ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებსაც არ აქვთ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა და გეგმავენ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობას ან თვითდასაქმებას.
ამასთან, კანონი აწესებს გამონაკლისებსაც:
- ლტოლვილები, დამატებითი/დროებითი დაცვის მქონე პირები, თავშესაფრის მაძიებლები;
- დიპლომატიურ, საკონსულო და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულები;
- აკრედიტებული უცხოური მედიის ჟურნალისტები;
- პირები, რომელთაც საერთაშორისო ხელშეკრულებით განსხვავებული წესი ეხებათ;
- საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;
- საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული, მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;
- პირები, რომლებიც ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად ახორციელებენ შრომით საქმიანობას;
- პირები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას.
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კატეგორიებისა, რომელზეც არ ვრცელდება აღნიშნული კანონმდებლობის მოქმედება.
რა არის შრომითი საქმიანობის უფლება და როგორ გაიცემა?
შრომითი საქმიანობის უფლება უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან.
შრომითი იმიგრანტისთვის უფლებას მოიპოვებს მისი დამსაქმებელი, შრომის ბაზრის ტესტის პირობების დაცვით.საფასურსაც დამსაქმებელი გადაიხდის. ხოლო თვითდასაქმებულმა ელექტრონული განაცხადი თავად უნდა შეავსოს და გადაიხადოს შესაბამისი საფასური.
შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა პირველ ჯერზე ერთ წლამდე ვადით, შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში — კონკრეტულ დამსაქმებელსა და პოზიციაზე, თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში — კონკრეტულ საქმიანობაზე ან/და საქმიანობის კონკრეტულ სფეროზე. შესაბამისად, დაკავებული პოზიციის ან შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის სფეროს ცვლილების შემთხვევაში, სავალდებულოა შესაბამისი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია პორტალზე ნებართვის მიღება ფასიანია, საფასური კი დამოკიდებულია მომსახურების ვადაზე:
- სტანდარტული განხილვა (30 დღე) — 200 ლარი.
- დაჩქარებული განხილვა (10 სამუშაო დღე) — 400 ლარი.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.თუმცა გასაჩივრება არ წარმოშობს უცხოელის მუშაობის უფლებას, არ აჩერებს გასვლის ვალდებულებას/ გაძევების პროცედურებს.
რა ვალდებულებები ეკისრებათ დამსაქმებლებს, ახალი რეგულაციის ფარგლებში?
უცხოელთა შრომითი მოწყობის ახალი რეგულაციის კიდევ ერთი არსებითი ცვლილება შრომის ბაზრის ტესტის დაწესებაა, რაც უცხოელის დასაქმებამდე, შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრის მოძიებას გულისხმობს.
აღინიშნული პროცედურა დამსაქმებლისთვის შემდეგ ვალდებულებებს მოიცავს:
- შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე, დამსაქმებელმა ვაკანსია უნდა განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, პორტალზე.
- თუ 10 სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვერ მოიძიებს შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივ კადრს, დამსაქმებელი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით ავსებს განაცხადს ვებგვერდზე;
- თუ დამსაქმებელი უარს იტყვის შეთავაზებულ ადგილობრივ კანდიდატზე, ვალდებულია 3 სამუშაო დღეში დაასაბუთოს მიზეზი.
- სააგენტო 3 სამუშაო დღეში განიხილავს არგუმენტებს და მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების გასაცემად პროცესის გაგრძელების/არგაგრძელების თაობაზე.
შრომის ბაზრის ტესტი არ ვრცელდება:
- საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებზე;
- ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებზე;
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებზე;
- მაღალანაზღაურებად პოზიციებზე (ყოველთვიური შრომის ანაზღაურება აღემატება 15 000 ლარს), რომელთათვისაც მოთხოვნილია უმაღლესი განათლება იმ სპეციალობით, რომელიც დაკავშირებულია შესასრულებელ სამუშაოსთან და ობიექტურად მოითხოვება ამ სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად.
რა ვალდებულება ეკისრება უცხო ქვეყნის მოქალაქეს შრომითი საქმიანობის ნებართვის მიღების შემდეგ?
შრომითი საქმიანობის უფლების მიღების შემდეგ, შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული ვალდებულია:
- თუ იმყოფება საზღვარგარეთ, 30 დღის ვადაში უნდა მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად;
- თუ იმყოფება საქართველოში, 10 დღის ვადაში უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტიპის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება მიგრანტებზე, რომლებიც უკვე ფლობენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვას.
როგორია კანონის ამოქმედების ვადები?
აღნიშნული ცვლილებები 2026 წლის 1 მარტიდან შევიდა ძალაში, თუმცა კანონი ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს გარკვეული შემთხვევევისთვის.
კერძოდ, თვითდასაქმებულ უცხოელებზე, რომლებიც 1 მარტის მდგომარეობით უკვე საქმიანობენ საქართველოში, კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.
ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შრომითი მიგრაციის საინფორმაციო პორტალს, ან დარეკეთ 1505.
საინფორმაციო სტატია მომზადდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის — IOM საქართველოს მისიასთან პარტნიორობით. IOM იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას როგორც უცხოელი შრომითი მიგრანტებისა და თვითდასაქმებულებისთვის, ასევე ადგილობრივი ბიზნესისთვის, რომლის მიზანს ინფორმირებულობის გაზრდა და მხარეთა შორის კომუნიკაციის გამარტივებაა.
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
"მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
კომენტარები