ზოგჯერ ლოგისტიკაში სტანდარტული მიდგომები უბრალოდ არ მუშაობს. გაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირება სწორედ ასეთი შემთხვევაა — აქ ყოველი ზედმეტი სანტიმეტრი ან არასწორად გათვლილი კილოგრამი შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. დიდი მოცულობისა და წონის მქონე ობიექტების გადაადგილება სპეციალურ ტექნიკას, საინჟინრო სიზუსტესა და მრავალდონიან დაგეგმარებას მოითხოვს.

აი, ის ხუთი ძირითადი სირთულე, რომლებსაც გაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებისას აუცილებლად წააწყდებით:

1. მარშრუტის დაგეგმვა

გაბარიტული ტვირთის შემთხვევაში, სტანდარტული გზები ხშირად გამოუსადეგარია. დაბალი ხიდები, ვიწრო გვირაბები ან დაბლა დაშვებული ელექტროსადენები დიდ გამოწვევად შეიძლება იქცეს. მაგალითად, როდესაც ტვირთის სიმაღლე 5 მეტრია, ხოლო ხიდის გამტარუნარიანობა — 4.5, უმცირესმა ცდომილებამაც კი შეიძლება ტვირთის დაზიანება გამოიწვიოს.

ფოტო: Tenor

აუცილებელია მარშრუტის წინასწარი დაგეგმვა. სპეციალისტები მთელ გზას თავად გადიან, ადგენენ ზუსტ გეგმას, თუ სად და როგორ გაივლის ტვირთი შეფერხების გარეშე. ზოგჯერ გზაზე არსებული დაბრკოლებებს დროებით ხსნიან კიდეც — ამის მაგალითებია ელექტროსადენების აწევა ან საგზაო ნიშნების დემონტაჟი.

სწორედ ასეთი სირთულეების თავიდან ასაცილებლად, MBG Logistics სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციაზეა ორიენტირებული, რაც ტვირთების უსაფრთხო და ეფექტურ გადაზიდვას გულისხმობს საქართველოს მასშტაბით.

2. ბიუროკრატიული რეგულაციები და ნებართვები

გაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებისას მხოლოდ გამოცდილი მძღოლი და გამართული მანქანა საკმარისი არ არის. ყოველი რეგიონი თუ ქვეყანა ინდივიდუალურ ნებართვასა და სპეციალურ პირობებს აწესებს. საქართველოში მოქმედი რეგულაციებით, გაბარიტული ტვირთის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით. ნებართვა, როგორც წესი, კონკრეტულ გადაზიდვაზე გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი რეისი ცალკე ადმინისტრაციულ პროცედურას მოითხოვს. ამ ბიუროკრატიულმა ბარიერებმა პროცესი შეიძლება ისე გაართულოს, რომ ტვირთის გადაადგილება საერთოდ შეუძლებელი გახდეს.

ფოტო: Tenor

ნებართვების მოპოვება და ყველა საბუთის მოწესრიგება ტვირთის დაძვრამდე მინიმუმ 2-3 კვირით ადრე უნდა დაიწყოს. სახელმწიფო უწყებებს თავისი ვადები აქვთ, ამიტომ ბოლო წუთამდე ლოდინი გრაფიკის არევასა და გაუთვალისწინებელ ხარჯებს ნიშნავს. მხოლოდ წინასწარი მომზადება იძლევა გარანტიას, რომ მძღოლი გზას ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე გაივლის და ტვირთიც დანიშნულების ადგილზე დათქმულ დროს მივა.

3. ამინდი და გარემო პირობები

ტვირთის გადაზიდვისას ამინდი პროცესის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. დიდი მოცულობის გამო, ტვირთი ქარის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ძლიერმა ქარმა შეიძლება მანქანის მართვა გაართულოს, წვიმამ ან ნისლმა კი ხილვადობა ისე შეამციროს, რომ საავარიო სიტუაცია შეიქმნას.

ფოტო: Popular Mechanics

ამ დროს გამოსავალი ამინდის პროგნოზის მუდმივი მონიტორინგია. თუ გარემო პირობები ტვირთის გადაზიდვას საფრთხეს უქმნის, რეისის დროებითი შეჩერება პრიორიტეტულია.

4. სიმძიმის ცენტრი და წონის განაწილება

გაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებისას, მთავარია, თუ როგორ არის ეს მასა პლატფორმაზე განაწილებული. ხშირად ასეთი ტვირთი ასიმეტრიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მისი სიმძიმის ცენტრი გეომეტრიულ ცენტრს არ ემთხვეოდეს. ამის გათვალისწინების გარეშე, პირველივე მკვეთრ მოსახვევში ან დამუხრუჭებისას ინერციამ შეიძლება მძღოლს მანქანის მართვაზე კონტროლი დააკარგვინოს ან, უარეს შემთხვევაში, გადააბრუნოს.

სწორად დაბალანსებული ტვირთი უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა.

ფოტო: Tenor

5. გზის გაკვალვა და უსაფრთხოების კონტროლი

გაბარიტული ტვირთი ხშირად იმდენად დიდია, რომ გზის რამდენიმე ზოლს იკავებს, რაც სხვა მძღოლებისთვის დიდ დისკომფორტსა და საფრთხეს ქმნის. ასეთ დროს კანონმდებლობით ხშირად სავალდებულოა დამხმარე მანქანების ან საპატრულო პოლიციის თანხლება. ისინი წინ მიდიან, აკონტროლებენ გზას, აფრთხილებენ მძღოლს მოსალოდნელ დაბრკოლებებზე და ეხმარებიან რთული მანევრების შესრულებაში. დამხმარე მანქანა სხვა მძღოლებსაც მიანიშნებს, რომ გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

ფოტო: Tenor

როდესაც გზა წინასწარ არის გაკვალული, მძღოლი ბევრად უფრო მშვიდად მართავს, რაც გადაზიდვის პროცესს უფრო ორგანიზებულსა და დაცულს ხდის.

MBG Logistics თითოეული დეტალის წინასწარი გათვლითა და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით ნებისმიერი სირთულის გაბარიტული ტვირთის შეუფერხებელ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სფეროში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას იძლევა, ყოველი რთული ლოგისტიკური ამოცანა მაქსიმალურად პროგნოზირებად და უსაფრთხო სამუშაო პროცესად იქცეს.