კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
ფოტო: Universal Picture
კრისტოფერ ნოლანი ლას-ვეგასში CinemaCon-ზე თავისი ახალი ისტორიული დრამის, ჰომეროსის ბერძნულ ეპოსზე დაფუძნებული ოდისეის წარსადგენად ჩავიდა. სცენაზე ასვლისას ნოლანს მხურვალე ოვაციებით შეხვდნენ. ინტროვერტმა რეჟისორმა ყურადღების სხვაზე გადატანა სცადა და იხუმრა, რომ უბრალოდ უხარია, სტივენ სპილბერგის შემდეგ რომ არ გამოდის (სპილბერგის ახალი ფილმის ანონსი მოგვიანებით შედგა).
კრისტოფერ ნოლანი CinemaCon-ის სცენაზე
ფოტო: Variety
მან პირდაპირ საქმეზე გადაინაცვლა და ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, ორიგინალური ეპოსი თანამედროვე აუდიტორიისთვის მოერგო. მეთ დეიმონი განასახიერებს ოდისევსს, ითაკის მეფეს, ხოლო სიუჟეტი ტროას ომის შემდეგ სახლში მის ხანგრძლივ და ხიფათით სავსე დაბრუნებას ასახავს.
"რატომ ოდისეა? ოდისეა არის ამბავი, რომელიც 3000 წლის განმავლობაში თაობიდან თაობას აჯადოებს", — აღნიშნა ნოლანმა — "ეს არ არის უბრალოდ მორიგი ამბავი. ეს არის ამბავი ამბავთა შორის".
ნოლანმა დამსწრეებს ფილმიდან ვრცელი კადრები აჩვენა, რომელიც იწყება დეიმონის პერსონაჟით, წვერგაუპარსავი და შიშველი ოდისევსით სანაპიროზე. ის დიდი ხანია დაკარგულია და კალიფსოს (შარლიზ ტერონი) გამოუტყდება, რომ "ტროამდე არაფერი ახსოვს".
"მყავდა ცოლი? შვილები? იქნებ ვაჟი? თუ ვაჟი მყავდა, რამდენი წლის იქნებოდა ახლა?" — კითხულობს ის.
ნაჩვენები კადრების უმეტესი ნაწილი ცხენის ისტორიას ეხებოდა, ტროის ცხენის ცნობილ თავდასხმას, რომელიც ბერძნებმა ომის დასასრულს ქალაქში შესასვლელად გამოიყენეს. დაძაბულ სცენაში ბერძნები იძულებულნი არიან ჩუმად იყვნენ, როდესაც ტროელები ქანდაკებაში მახვილებს ასობენ შესამოწმებლად; ერთ-ერთი მახვილი დამალულ ჯარისკაცს სახესაც კი უსერავს.
მოგვიანებით ნაჩვენებია ოდისევსი, რომელიც ჯარისკაცებს შტორმში ნიჩბების მოსმისკენ მოუწოდებს, შემდეგ კი ღამის სიბნელეში სრულმასშტაბიან შეტევას იწყებს. კადრები დასრულდა ოდისევსისა და მისი მეომრების შეხვედრით კაციჭამია ციკლოპთან, პოლიფემესთან. ფილმში ენ ჰეთეუეი პენელოპეს როლს ასრულებს, ხოლო ტომ ჰოლანდი ტელემაქეს. ვარსკვლავურ შემადგენლობაში ასევე არიან: ზენდეია, ლუპიტა ნიონგო, რობერტ პატინსონი, ჯონ ბერნტალი, ბენი საფდი და სხვები.
კადრები ფილმის ტრეილერიდან
ფოტო: Universal Pictures
"როგორ უნდა მიიტანო ეს ამბავი თანამედროვე მაყურებლამდე? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამსახიობო შემადგენლობით", — თქვა ნოლანმა — "უფრო სწრაფად იმათი ჩამოთვლა შემიძლია, ვინც ამ ფილმში არ მონაწილეობს. სიამოვნებით ჩამოვიყვანდი ყველას აქ, მაგრამ ამხელა ნიჭის სიმძიმე სცენას ჩაამტვრევდა".
ფილმის გადაღებები მაროკოში, საბერძნეთში, იტალიაში, ისლანდიასა და შოტლანდიაში მიმდინარეობდა. "ეს იყო აბსოლუტური კოშმარი გადასაღებად, თუმცა, ყველა გაგებით სწორი", — თქვა ნოლანმა — "ჩვენ საოცარი დრო ვატარეთ". რეჟისორმა გამოარჩია თავისი მთავარი როლის შემსრულებელი და დეიმონს უწოდა თავისი "პარტნიორი ამ მოგზაურობაში", მის ნამუშევარს კი "წარმოუდგენელი".
მეთ დეიმონი ოდისევსის როლში
ფოტო: Universal Pictures
"ის იყო ყველგან: ნავებზე, მთებზე, გამოქვაბულებში, მცხუნვარე მზის ქვეშ, წვიმასა და ქარში", — თქვა ნოლანმა "გაგიხარდებათ იმის გაგება, რამდენად რთული იყო ეს. ასეც უნდა ყოფილიყო; ასეთია ამ ისტორიის ბუნება".
ოდისეა იქნება პირველი ფილმი, რომელიც მთლიანად IMAX კამერებითაა გადაღებული, მიღწევა, რომელსაც ნოლანმა თავისი "ყველაზე დიდი ხნის ამბიცია" უწოდა. მისი წინა ბლოკბასტერი, ოპენჰაიმერი, განსაკუთრებით წარმატებული იყო IMAX-ში, სადაც პრემიუმ ფორმატმა მთლიანი სალარო შემოსავლების კოლოსალური 20% შეადგინა. ზოგიერთი კინომოყვარული შტატის საზღვრებსაც კი კვეთდა, რომ ოპენჰაიმერი 70-მილიმეტრიან IMAX-ში ენახა, რის გამოც ეს განსაკუთრებით დიდი დარბაზები კვირების განმავლობაში სრულად იყო გაყიდული.
"როგორც ბიჭს, ყოველთვის მინდოდა მასშტაბური ისტორიების მოყოლა იმ ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც მაყურებელს ამ სამყაროში ჩაძირავდა", — თქვა ნოლანმა IMAX-თან დაკავშირებით — "და მე მრავალი, მრავალი წელი დავხარჯე ამის განსახორციელებლად, დაწყებული ბნელი რაინდით, როცა ჯერ კიდევ 30 წლამდე ვიყავი. ჩვენ ვიღებდით ექშენ-სცენებს [IMAX-ში], მაგრამ არასოდეს შეგვძლებია მთლიანი ფილმის გადაღება. ჩემმა გუნდმა წარმოუდგენელი სამუშაო გასწია, რათა გაერკვია, როგორ გაგვეკეთებინა ეს პირველად".
ოდისეის პრემიერა კინოთეატრებში 2026 წლის 17 ივლისს იგეგმება.
მსგავსი ამბები:
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები