LOTR: ნადირობა გოლუმზე — იან მაკკელენი და ელაიჯა ვუდი როლებს უბრუნდებიან
ფოტო: New Line Cinema / Warner Bros
შუახმელეთი ლას-ვეგასს CinemaCon-ის ფარგლებში ეწვია. Warner Bros. სტუდიამ ენდი სერკისის მომავალი ფილმისთვის, ბეჭდების მბრძანებელი: ნადირობა გოლუმზე (The Lord of the Rings: The Hunt for Gollum) სამსახიობო ჯგუფის რამდენიმე წევრი დაასახელა. ფილმის პრემიერა 2027 წლის 17 დეკემბერს იგეგმება.
ფილმის რეჟისორობასთან ერთად, ენდი სერკისი კვლავ მოირგებს გოლუმის/სმეგოლის როლს. პროექტში ბრუნდებიან ძველი სახეებიც: იან მაკკელენი გენდალფის როლში, ელაიჯა ვუდი ფროდო ბეგინსის ამპლუაში და ლი პეისი, რომელიც კვლავ თრანდუილს განასახიერებს.
ახალ ქასთში ყველაზე ხმაურიანი სიახლე ჯეიმი დორნანია, რომელიც მაწანწალას (Strider) განასახიერებს, პერსონაჟს, რომელიც მოგვიანებით არაგორნი აღმოჩნდება, ამ როლს ორგინალურ ტრილოგიაში ვიგო მორტენსენი ასრულებს. ასევე ვიხილავთ კეიტ უინსლეტს (მარიგოლი) და ლეო ვუდალს (ჰალვარდი).
ჯეიმი დორნანი
ფოტო: Getty Images
ვიგო მორტენსენი არაგორნის როლში
ფოტო: Warner Bros.
ფილმის სიუჟეტი ტოლკინის სამყაროს იმ პერიოდს შეეხება, რომელიც ჰობიტის მოვლენებსა და ბეჭდის საძმოს დასაწყისს შორის ხდება. ამბის ცენტრში არის გოლუმის ძებნა, ეს ის დროა, როდესაც გენდალფი და არაგორნი ცდილობენ იპოვონ გოლუმი, სანამ ის საურონის ხელში ჩავარდება. ეს ისტორია ტოლკინის წიგნებში მხოლოდ მოკლედ არის ნახსენები და ფილმი სწორედ ამ ეპიზოდის გაფართოებას შეეცდება. ორიგინალური ტრილოგიის სცენარისტებს, ფრან უოლშსა და ფილიპა ბოიენსს, ჯ.რ.რ. ტოლკინის მასალის ადაპტირებაში ფიბი გიტინსი და არტი პაპაგეორგიუ დაეხმარებიან.
ტოლკინმა ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია 1950-იან წლებში დაწერა, მას შემდეგ, რაც 1937 წელს ჰობიტმა დიდ წარმატებას მიაღწია. პიტერ ჯექსონმა ტრილოგია ეკრანებზე 2001, 2002 და 2003 წლებში გადაიტანა, მოგვიანებით კი, 2012-2014 წლებში, ჰობიტიც კინოტრილოგიად აქცია.
ორიგინალური ფილმები კინოსამყაროსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. მათ მსოფლიო მასშტაბით თითქმის 3 მილიარდი დოლარი დააგროვეს და 17 ოსკარი მოიპოვეს. მესამე ნაწილმა, მეფის დაბრუნებამ, 2004 წელს საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა და ჯამში 11 ოსკარი მოიპოვა. ენდი სერკისის შესრულება გოლუმის როლში კი მოძრაობის ჩაწერის ტექნოლოგიაში ნამდვილი რევოლუცია იყო.
New Line Cinema შუახმელეთს 2024 წელსაც დაუბრუნდა ანიმაციური ფილმით ბეჭდების მბრძანებელი: როჰირიმთა ომი. პარალელურად, Amazon-MGM საკუთარი საავტორო უფლებების ფარგლებში აგრძელებს მუშაობას სერიალზე ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები, რომლის მესამე სეზონიც ამჟამად მზადების პროცესშია.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები