ლიტერატურული გაზაფხული ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში: პალიტრა L-ის განსაკუთრებული სამზადისი წიგნის ბაზრობისთვის
ფოტო: პალიტრა L
გაზაფხულის მიწურულს თბილისი ტრადიციულად განსაკუთრებული დღეების მოლოდინშია — 23-დან 26 აპრილის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას სივრცე წიგნის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად იქცევა.
ამ დიდ ლიტერატურულ ორომტრიალში, გამომცემლობა პალიტრა L ტრადიციულ ადგილს იკავებს. პალიტრა L-ის გუნდმა წლევანდელი ბაზრობისთვის მზადება თვეების წინ დაიწყო. მიზანი ერთია: ყოველმა სტუმარმა, მიუხედავად ასაკისა და ლიტერატურული გემოვნებისა, აღმოაჩინოს ის წიგნი, რომელიც მის პირად ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს დაიკავებს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი პროგრამა გაჯერებულია არა მხოლოდ ბესტსელერებითა და აღიარებული კლასიკით, არამედ სრულიად ახალი სერიებით, ინოვაციური პროექტებითა და იმ სიურპრიზებით, რომლებიც წიგნის შეძენის პროცესს ნამდვილ თავგადასავლად აქცევს. პალიტრა L კი მზად არის, მკითხველს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარი და მუდმივი აღმოჩენაა.
წლევანდელი წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და საინტერესო სიახლე სრულიად ახალი სერია — გზაჯვარედინია. ეს სერია სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც უკვე გადააბიჯა თინეიჯერობის ზღვარს და ზრდასრულობის სამყაროში ახალი ხედვებითა და ინტერესებით შედის. გზაჯვარედინი სიმბოლური სახელია: ეს არის თავისუფლების სივრცე, სადაც მკითხველი თავად ირჩევს საკუთარ მარშრუტს მრავალფეროვან ლიტერატურულ ლაბირინთში.
სერია ორი სიახლით გვეცნობა. პირველი მათგანია New York Times-ის ბესტსელერი ავტორის, ლორენ რობერტსის ფენომენალური ტრილოგიის პირველი ნაწილი — უძლური. ეს არის მძაფრი, დისტოპიური ამბავი ილიის სამეფოზე, სადაც ელიტარულობა შავი ჭირისგან ნაბოძები უნარებით განისაზღვრება. სიუჟეტის ცენტრშია ჩვეულებრივი გოგონა, რომელიც გადარჩენისთვის ბრძოლაში ქურდად იქცევა და სასიკვდილო თამაშში ერთვება. ეს არის ამბავი სიყვარულსა და გადარჩენაზე, ბოლო გვერდამდე დაძაბული ნარატივით.
ფოტო: პალიტრა L
სერიის მეორე წიგნი, ზულფა კატუს ვიდრე ლიმონის ხეები იზრდება, ნამდვილი ლიტერატურული მოვლენაა. მრავალი პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტი (მათ შორის British Book Award და Goodreads Choice Award), ეს რომანი სირიელი ხალხის ტრაგედიასა და იმედზე მოგვითხრობს. ეს არის წიგნი მათზე, ვინც სამშობლოდან დევნილად იქცა, თუმცა სულის სიღრმეში ინახავს რწმენას, რომ ცა კვლავ მოიწმინდება და ლიმონის ხეები ისევ აყვავდება.
ყველასათვის საყვარელი სერია წლის ბესტსელერი აპრილში ორ სრულიად განსხვავებულ, თუმცა თანაბრად რეზონანსულ ნაწარმოებს გვთავაზობს.
პირველი მათგანი რებეკა კუანგის ყვითელსახაა — მწვავე სატირა ლიტერატურულ ინდუსტრიაზე, იდენტობის კრიზისსა და სოციალური მედიის ძალაზე. ავტორი ოსტატურად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება წარმატების წყურვილმა ადამიანს მორალური საზღვრები გადააკვეთინოს. ეს არის წიგნი მოპარულ ხელნაწერზე, ფსევდონიმებსა და იმ დაუნდობელ სამყაროზე, სადაც სიმართლე ხშირად მარკეტინგული გათვლების მსხვერპლი ხდება. რომანმა უკვე მოიპოვა წლის საუკეთესო წიგნის ტიტული არაერთ პლატფორმაზე.
ფოტო: პალიტრა L
მეორე სიახლე ტოშიკაძუ კავაგუჩის სანამ ყავა გაცივდება გახლავთ. იაპონელი დრამატურგი დროში მოგზაურობის თემას სრულიად ახლებური, მინიმალისტური და მეტად ადამიანური კუთხით უდგება. კაფე, სადაც წარსულში დაბრუნებაა შესაძლებელი, მხოლოდ ერთი პირობით — უნდა დაბრუნდე მანამ, სანამ ყავა გაცივდება. ეს არის ფილოსოფიური ფიქცია სინანულზე, შესაძლებლობებსა და იმ შეხვედრებზე, რომელთაც ჩვენს ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა აქვთ.
ისტორიული პროზის მოყვარულებს სერია ომებსა და ადამიანებზე ნამდვილ აღმოჩენას სთავაზობს — ჰანს ფალადას რომანს სიკვდილის დროს ყველა მარტოა. ეს არ არის მხოლოდ მხატვრული ფიქცია; ეს არის რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ამბავი უბრალო მუშის, ოტო კვანგელის ჩუმ, თუმცა გმირულ ამბოხზე მესამე რაიხის წინააღმდეგ. გესტაპოს არქივებში დაცული ღია ბარათების ისტორია ფალადას კალმით ცოცხლდება და გვახსენებს, რომ სიმართლისთვის ბრძოლა მაშინაც კი აუცილებელია, როცა სამყარო თვალებსა და ყურებს იხშობს.
ფოტო: პალიტრა L
მათთვის, ვისაც ლიტერატურაში სიმძაფრე, ინტელექტუალური გამოცანები და ამოუცნობი სამყაროები იზიდავს, პალიტრა L-ის სტენდთან ნამდვილი აღმოჩენები ელოდებათ. სერია ტოპ თრილერი წარმოგვიდგენს იენ რეიდის გახმაურებულ ფსიქოლოგიურ თრილერს — მტერი. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით გაჯერებული დრამა, რომელიც კოსმოსურ მოგზაურობასა და ოჯახურ იდენტობას შორის არსებულ მყიფე ზღვარზე გადის. წიგნი, რომლის ეკრანიზაციამაც უკვე მოიპოვა აღიარება, სვამს ეგზისტენციალურ კითხვას: რა ხდება მაშინ, როდესაც შენს ადგილს სხვა იკავებს და რამდენად ნამდვილია ის, ვინც შენს გვერდით რჩება?
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სიახლით ბრუნდება საკულტო სერია პორტალი. ჟანრის დიდოსტატების გვერდით, წელს რობერტ ჰაინლაინის ლეგენდარული მეამბოხე მთვარე დაიკავებს ადგილს. ჰუგოსა და პრომეთეს პრემიების მფლობელი ეს რომანი მთვარეზე დაწყებულ ამბოხზე მოგვითხრობს, სადაც ყოფილი შრომა-გასწორების კოლონია დედამიწასა და მმართველ ადმინისტრაციას უპირისპირდება. ჰაინლაინის ეს შედევრი, რომელიც XX საუკუნის საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანების სიაში მე-15 ადგილს იკავებს, ნამდვილი საჩუქარია ჟანრის მოყვარულთათვის.
ფოტო: პალიტრა L
თინეიჯერების საყვარელი სერია ლიბერთინსი ჰოლი ჯექსონის ახალ, დაძაბულ რომან — რეიჩელ ფრაისის დაბრუნებას გვთავაზობს. 16 წლის წინ გაუჩინარებული დედის მოულოდნელი გამოჩენა 18 წლის ბელის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ბელი დედის გაქრობის ერთადერთი მოწმე იყო, თუმცა არაფერი ახსოვს. რეიჩელ ფრაისი ამტკიცებს, რომ 16 წელი სადღაც ჩაკეტილმა გაატარა, მაგრამ გოგონას მისი არ სჯერა. ეს არის ფსიქოლოგიური დუელი და სიმართლის ძიება, სადაც ბელმა უნდა გაარკვიოს, ვინ არის ამ საშინელ ამბავში მტყუანი — დედა თუ მამა, რომელიც მისი ერთადერთი საყრდენი იყო. რატომ დაბრუნდა რეიჩელი იმ ქვეყნიდან მაინცდამაინც ახლა?
საქმიანი და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული მკითხველისთვის კი ლურჯი ოკეანის თაროზე ალექს ბუდაკის ფენომენალური ნაშრომი — გახდი ცვლილებების მომტანი დახვდებათ. ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ამ მოტივაციურ გზამკვლევში გვიზიარებს ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებელია ლიდერული გავლენის გასაზრდელად ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ბუდაკი ამტკიცებს, რომ ცვლილების მომტანობა არ არის მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანთა პრივილეგია - ეს არის იდენტობა, რომლის არჩევაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, მიუხედავად როლისა, სფეროსა თუ იერარქიისა. მონაცემებზე დაფუძნებული იდეებისა და შთამაგონებელი ისტორიების შერწყმით, ეს წიგნი მოქმედებისკენ მოწოდებაა მათთვის, ვისაც სამყაროს შეცვლა სურს.
ფოტო: პალიტრა L
პალიტრა L დეტექტივის მოყვარულებს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს: ართურ კონან-დოილისა და აგათა კრისტის რჩეული ნაწარმოებები თემატურ, საკოლექციო ყუთებში გაერთიანდა. ეს სპეციალური გამოცემები იდეალური შანსია, რომ მსოფლიო დეტექტივის კლასიკოსები თქვენს თაროზე განსაკუთრებული ფორმით დააბინავოთ.
პატარა მკითხველებს კი სერია ლიბერქიდსი ლარა ფლეკერის ჯადოსნური შუაღამე მუნსტოუნშით უმასპინძლებს. წარმოიდგინეთ მუზეუმი, სადაც შუაღამისას ძველი კოსტიუმები ცოცხლდებიან. მთავარი გმირი, კიტი, მალე აღმოაჩენს, რომ მუნსტოუნის ნესტიანი კედლები და გაცვეთილი ქსოვილები დიდ საიდუმლოებებსა და მაგიას მალავენ. ასევე, გელით ანა გავალდას საკულტო ტექსტის, 35 კილო იმედის ახალი გამოცემა — ამბავი 13 წლის გრეგუარზე, ბიჭზე, რომელიც გვახსენებს, რომ მთავარი ძალა არა კუნთებში, არამედ იმ 35 კილო იმედშია, რომელიც ყველაზე რთულ მომენტშიც არ გვტოვებს.
ფოტო: პალიტრა L
განსაკუთრებით საინტერესოა ბაკურ გაბუნიას სპილო ბაქანზე, სადაც ჩვენი ჯადოსნური ჭადრაკის პერსონაჟები ცოცხლდებიან. თუ ოდესმე თბილისის რკინიგზის სადგურზე ვარდისფერქურთუკიან, თეთრწვერა კაცს დაინახავთ, იცოდეთ — ეს ირფალიონია. ის დროის ქსელებშია გახლართული და ისე მოგიყვებათ საუკუნეებისწინანდელ თავგადასავლებს, თითქოს თავად იყო მათი მომსწრე. ამ წიგნში ჭადრაკის დაფა საოცარ სამყაროდ იქცევა, სადაც მეფედ სპილო გვევლინება, კუს როლს მელია თამაშობს, ხოლო პაიკებად პაწაწინა თაგუნიები განლაგდებიან. ეს არის ნამდვილი ლიტერატურული ჯადოსნობა, რომელიც პატარა მკითხველებს ჭადრაკის სამყაროს სრულიად სხვა თვალით დაანახებს.
ქართული თანამედროვე პროზის მოყვარულთათვის წლევანდელი ბაზრობის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა თეონა დოლენჯაშვილის ახალი რომანის — მე-მერსოს პრეზენტაცია იქნება. ეს არის ტექსტი, რომელიც მკითხველს ორ ქვეყანას — საქართველოსა და საფრანგეთს შორის ამოგზაურებს. სიუჟეტის ცენტრში ორი გმირია, მარია და კრისტო, ორი უცხო, რომელთა ცხოვრებაც მარადიული წინააღმდეგობაა.
ფოტო: პალიტრა L
ბაზრობის მთავარ სცენაზე პალიტრა L წარადგენს გამომცემლობისთვის მნიშვნელოვან პროექტ — შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს. ეს არ არის მხოლოდ პოემის მორიგი გამოცემა; ეს არის მცდელობა, ქართული კულტურული კოდი ახლებურად, ინტერაქციულად მივიტანოთ მკითხველამდე.
უნიკალურ საკოლექციო ყუთში, მიხაი ზიჩის უკვდავი ილუსტრაციებით დამშვენებულ გამოცემასთან ერთად, დაგხვდებათ გიორგი გვიშიანის მიერ შექმნილი ბარათების თამაში — შაირობა. შაირობის მეშვეობით, პოემის კითხვა და შესწავლა ცოცხალ, აზარტულ პროცესად იქცევა.
გამომცემლობა წარმოგიდგენთ ახალ გამოცემას — იმოძრაოთ უსაფრთხოდ კუპატასთან ერთად. ეს არის გზამკვლევი პატარებისთვის, რომელიც მხიარული ილუსტრაციებითა და კუპატას დახმარებით ასწავლის მათ საგზაო მოძრაობის უმნიშვნელოვანეს წესებს. კუპატამ ყველაზე უკეთ იცის, როგორ უნდა გადავიდეთ ქუჩაზე უსაფრთხოდ და როგორ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ფოტო: პალიტრა L
მე-11 პავილიონში სტუმრობა მხოლოდ წიგნების დათვალიერება არაა — ეს არის შანსი, გახდეთ დიდი ლიტერატურული თავგადასავლის გმირები. აი, რა გელით პალიტრა L-ის სივრცეში:
- გამორჩეული გამოცემების ბოლო ეგზემპლარები: მათთვის, ვინც იშვიათ გამოცემებზე ნადირობს, აქ დახვდებათ წიგნები, რომლებიც უკვე სულ რამდენიმე ერთეულია დარჩენილი და მათზე სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს.
- საჩუქარი ყველა შენაძენზე: ნებისმიერი შენაძენისას სალაროსთან სასიამოვნო სიურპრიზი დაგხვდებათ.
- იღბლიანი ბორბალი: ჩვენი იღბლიანი ბორბალი დამატებით ფასდაკლებებსა და საჩუქრებს გპირდებათ.
ჩვენს სივრცეში, საბავშვო კუთხეში, მთელი დღის განმავლობაში გიმასპინძლებთ პალიტრა სტუდია, სადაც პატარებს სამაგიდო თამაშები და საინტერესო ვორქშოპები დახვდებათ. ხოლო ბავშვთა ზონაში გეპატიჟებით მოგზაური თაგუნიას სათავგადასავლო ხაზზე — ეს არის მოძრაობის, ისტორიებისა და თამაშის სინთეზი, რომელიც ბავშვებს წიგნიერების სამყაროს შეაყვარებს.
შემოაბიჯეთ პალიტრა L-ის სამყაროში — აქ ყოველი გვერდი ახალი თავგადასავალია!
-
შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
გადახედვა
-
"საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში "საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
"ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო "ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო
გადახედვა
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
-
"ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა "ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
გადახედვა
კომენტარები