სალომე ზურაბიშვილი

17 Feb. 2026, 12:49

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი. ეს გამოცდილება უკვე მივიღეთ. მივიღეთ 1920 წელს, როცა იქნა მიღწეული ვითომდა შეთანხმება რუსეთთან, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას სუვერენიტეტს — ყველაფერს. რეალურად ამ აქტის ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში შემოიჭრა საქართველოში რუსეთის მე-11 არმია. ეს არის ის, როგორც ესმის რუსეთს ნეიტრალიტეტი. ჩვენ ვართ მეზობელი იმ რუსეთის, რომელიც დღესაც ასე ესმის ნეიტრალიტეტი — რაც ჩემია ჩემია და რაც არა, ჩემი გახდება. ეს არის მისი მიდგომა ნეიტრალიტეტის მიმართ და ვნახეთ როგორ მოექცა უკრაინას. ეს არის მისი მუდმივი მიდგომა და იქნება მუდმივი მიდგომა, სანამ რუსეთი იქნება კიდევ მისი იმპერიალისტური ამბიციების მძევალი. სანამ ეს არ შეიცვლება და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ ნიშანს, რომ ეს იცვლება, სრული ილუზიაა რამე ფორმის ნეიტრალიტეტი. შვეიცარია შეიძლება იყოს ნეიტრალური ქვეყანა, იმიტომ რომ იმყოფება ისეთ გარემოში, სადაც რეალურად მხოლოდ მეგობრული ქვეყნების გარემოცვაშია. სამაგიეროდ ის ქვეყნები, რომლებიც იყვნენ ნეიტრალური და ფიქრობდნენ, რომ ამით შეეძლოთ თავიანთი სუვერენიტეტის დაცვა, როგორიც არის მაგალითად ფინეთი. ფინეთმა გადაწყვიტა რომ შესულიყო NATO-ში რუსეთის უკრაინაში აგრესიის შემდეგ. იმიტომ, რომ მიხვდა — მარტო ამ უზარმაზარ და იმპერიალისტური მეზობლის გვერდით არ არსებობს ნეიტრალიტეტი, რომელიც შენ შეიძლება მარტო დაიცვა."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…