ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა
Apple-ის სტრიმინგ-სერვისი დიდი ხნის განმავლობაში თითქოს რაოდენობაზე მეტად ხარისხს ანიჭებდა უპირატესობას და გვთავაზობდა რამდენიმე მართლაც ძლიერ სერიალს, თუმცა ისეთ კონკურენტებთან, როგორიცაა Netflix და Disney, შედარებით "ცარიელად" გამოიყურებოდა. მაგრამ ახლა, როცა Apple TV+ აუდიტორიის გაფართოებას და უფრო მასშტაბურ ბაზარზე გასვლას ცდილობს, ჩანს, რომ ამ ფორმულაში "რაოდენობის" ნაწილსაც უფრო სერიოზულად ეკიდება. მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაადასტურა სერიალების, Ted Lasso და Sugar, დაბრუნება, Apple-მა გუშინ ერთბაშად ახალი პროექტების მთელი წყება დააანონსა, რომლებიც წელს გამოვა:
- თრილერი სერიალი Imperfect Women, რომელიც სტრიმინგზე 18 მარტს დაიწყება;
- ჯონა ჰილის მიერ გადაღებული კომედია Outcome, რომელიც 10 აპრილს გამოვა და მთავარ როლებში კიანუ რივზი და კამერონ დიასი არიან;
- შავი კომედიური თრილერი Maximum Pleasure Guaranteed, გამოსვლის თარიღი, 20 მაისი;
- სერიალი Margo’s Got Money Troubles, ელ ფენინგის მონაწილეობით, ასევე 20 მაისს;
- Cape Fear-ის ახალი ვერსია, ამჯერად სერიალის ფორმატში (აღმასრულებელი პროდიუსერები მარტინ სკორსეზე და სტივენ სპილბერგი), რომელიც 5 ივნისს დაიწყება
- დრამა Lucky, ანია ტეილორ-ჯოის მონაწილეობით, პრემიერა 15 ივლისს;
- ჩოგბურთზე შექმნილი კომედიური ფილმი The Dink, პრემიერა 24 ივლისს;
- მეგობრული კომედია Mayday, რაიან რეინოლდსის მონაწილეობით, 4 სექტემბერს;
- Mattel-ის Matchbox სათამაშო მანქანებზე დაფუძნებული სრულმეტრაჟიანი ფილმის ადაპტაცია, რომელიც 9 ოქტომბერს გამოვა;
- საოჯახო ფილმი Way of the Warrior Kid, დაგეგმილი 20 ნოემბრისთვის;
- და კიდევ: Monarch: Legacy of Monsters-ის მეორე სეზონს ახალი ტრეილერი გამოუშვეს, რომელიც ახალ, მასშტაბურ კაიჯუს გვაჩვენებს
ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყოველ თვეში რაღაც ახალი გამოდის და ეს იმ პროექტების გარდა, რომლებიც უკვე ცნობილია, რომ წელს უნდა დაბრუნდეს, როგორიცაა Criminal Records, Your Friends & Neighbors, For All Mankind და The Last Thing He Told Me, ასევე ამჟამად მიმდინარე სერიალები: Hijack, Drops of God და Shrinking. Apple TV+ ამასთან ერთად უფრო აქტიურად შედის ლაივ-სპორტშიც, მაგალითად, Formula 1-თან გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც წელს იწყება.
იმ ფონზე, რომ Apple TV+-ის მიმართ ერთ-ერთი მუდმივი საჩივარი კონტენტის სიმცირეა, რაც, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა სტრიმინგ-გიგანტებს, ეს ანონსები აშკარად სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად არის გათვლილი. თუმცა, ეს სიახლეები აჩენს კითხვასაც: შეძლებს თუ Apple იმ ხარისხის შენარჩუნებას, რომელიც მისგან არის ნავარაუდევი, ამდენ პროექტზე ერთდროულად მუშაობის პირობებში? Matchbox: The Movie დიდ ოპტიმიზმს ნამდვილად არ იწვევს; თუმცა, მეორე მხრივ, Apple-ის კინოპროექტები აქამდეც ხშირად სერიალებზე ერთი-ორი საფეხურით სუსტი იყო.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
კომენტარები