აბას არაღჩი ამბობს, რომ დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები "არ არსებობს"
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები "არ არსებობს". მან ბოლო პერიოდში ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე მასობრივი მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობები უარყო და განაცხადა, რომ ნებისმიერი მკვლელობა, "ისრაელის შეთქმულების" შედეგია, რომლის მიზანიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
ირანის უმაღლესი დიპლომატის თქმით, დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ასეულია.
- CBS News: ირანში დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 12 000-ს აღწევს და შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს
- HRANA: ირანში, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე, სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა
"როდესაც გარედან მართული ტერორისტული ელემენტები შეიჭრნენ ამ, როგორც თქვენ ამბობთ, პროტესტებში და დაიწყეს პოლიციის ძალებისთვის, პოლიციელებისა და უსაფრთხოების ძალებისთვის სროლა. არსებობდა ტერორისტული უჯრედები. ისინი მოქმედებდნენ "დაეშის" სტილის ტერორისტული ოპერაციებით — პოლიციელებს ცოცხლად წვავდნენ, თავებს სჭრიდნენ და ესროდნენ როგორც პოლიციელებს, ასევე მოქალაქეებს. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტებს ვებრძოდით და არა მომიტინგეებს," — თქვა არაღჩიმ.
არაღჩის თქმით, ამ არაკონტროლირებად, ტერორისტული ხასიათის მქონე ჯგუფებმა მშვიდობიანი მოქალაქეებითვის სროლა "ერთი მიზეზის გამო" დაიწყეს — რათა შეერთებული შტატები კონფლიქტში ჩაეთრიათ.
"მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა — თუ მკვლელობები მოხდებოდა, ის ჩაერეოდა. და მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა... და ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ დაიწყეს დაღუპულთა რიცხვის გაზრდა რიგითი მოქალაქეების მკვლელობით, პოლიციელების მკვლელობით და ერთგვარი შიდა ბრძოლების გაჩაღებით სხვადასხვა ქალაქში," — თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაჟინებით განაცხადა, რომ მომიტინგეთა ჩამოხრჩობის ან სხვა ფორმით დასჯის დაუყოვნებელი გეგმები არ არსებობს. მან სცადა ქვეყანაში მიმდინარე არეულობის მნიშვნელობის დაკნინებაც და აღნიშნა, რომ ვითარება ამჟამად "დამშვიდებულია".
"ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას და ვიმედოვნოთ, რომ გონიერება გაიმარჯვებს და ჩვენ არ მივალთ მაღალი დონის დაძაბულობამდე, რაც ყველასთვის კატასტროფული შეიძლება იყოს", — დასძინა არაღჩიმ.
ცნობითვის, ირანში დემონსტრაციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. იმ დღეს, თეირანში მაღაზიების მეპატრონეებმა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის ნიშნად თავიანთი ბიზნესები დახურეს. მოგვიანებით, საპროტესტო აქციებს სხვა მსხვილი ქალაქების მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
მეტი ირანში განვითარებულ მოვლენებზე:
- ბრტიანეთმა თეირანში საელჩო დროებით დახურა
- CBS News: ირანში დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 12 000-ს აღწევს და შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს
- დავით მათიკაშვილი: "ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას"
- ინდოეთმა საკუთარ მოქალაქეებს თეირანის დატოვებისკენ მოუწოდა
- CNN: ილონ მასკმა ირანისთვის Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა უფასო გახადა
- HRANA: ირანში, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე, სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო მოხდა
- ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ
- აშშ-ის სახდეპი და აშშ-ს საელჩო ირანში თავის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს
- ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესს აწარმოებენ 25%-იან ტარიფს უწესებს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები