ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო მოხდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, სეიედ აბას არაყჩი თეირანში რეზიდენტ ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საელჩო თბილისში ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბრისსას მან ირანში არსებული ვითარებაც განიხილა. მისი თქმით, 28 დეკემბერს დემონსტრაციები ირანის კონსტიტუციის შესაბამისად დაიწყო და პროტესტის მშვიდობიანი სახით გამოხატვა ირანის ნებისმიერი მოქალაქის უფლებას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, მეორე ეტაპზე დემონსტრაციებზე საერთოდ სხვა პირები გამოჩნდნენ და ყველაფერმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "8 იანვრიდან დაწყებული 10 იანვრამდე, დემონსტრაციებს უკვე ტერორისტული და შეიარაღებული დაჯგუფებები შემოუერთდნენ, რომელთაც დემონსტრანტებს იარაღი დაურიგეს."არაყჩიმ აღნიშნა ისიც, რომ ეს შეიარაღებული პირები ცეცხლს უხსნიდნენ არა მხოლოდ პოლიციელებს, არამედ უბრალოდ პირებსაც იმისთვის, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაეზარდათ "ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხალხზე თავდასხმის შემთხვევაში, ირანს თავს დაესხმებოდა," — წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ჩემი მიზანია, ამ შეხვედრაზე ვისაუბრო იმ მოვლენების შესახებ, რომელსაც, ბოლო დღეების მანძილზე, ადგილი ჰქონდა ირანის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებსა და მოედნებზე. მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი დასკვნები. რამდენიმე კვირაში ჩვენ ვიზეიმებთ რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავს. ეს აჩვენებს თუ რაოდენ რთული გზა განვლო ირანელმა ხალხმა წლების მანძილზე, რათა დაეცვა საკუთარი თავისუფლება და ღირსება, ამავდროულად კი წინ აღდგომოდა გარე ძალებს, რომლებიც ირანზე თავისი გავლენის განვრცობას ლამობდნენ.
28 დეკემბრიდან ბაზრის და პროფკავშირების წარმომადგენლების დემონსტრაციები დაიწყო, რომელიც სრულიად მშვიდ გარემოსა და ირანის კონსტიტუციის შესაბამისად ტარდებოდა. პროტესტის მშვიდობიანი სახით გამოხატვა ირანის ნებისმიერი მოქალაქის უფლებას წარმოადგენს. 28-30 დეკემბერს, პირველ ეტაპზე, დემონსტრაციებს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და ძირითადად ბაზრის და პროფკავშირების დონეზე ტარდებოდა. თავის მხრივ, მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკებები პროფკავშირების წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტი პირადად შეხვდა პროფკავშირების და სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს, ასევე ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებს. ეკონომიკური მიმართულებების მინისტრებმა ასევე გამართეს შეხვედრები და მოისმინეს მათი სურვილები, ამ მიმართულებით გადადგეს გარკვეული ნაბიჯები და განახორციელეს ზოგიერთი ეკონომიკური რეფორმა. ვინაიდან დემონსტრაციები მშვიდობიანად და პროტესტის გამოხატვის მიზნით ტარდებოდა, პროფკავშირებმა და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარი პრობლემების შესახებ. მთავრობამ მოისმინა ეს პრობლემები. პირველ ეტაპზე, დემონსტრაციები შემცირდა და მისი ადგილი დიალოგმა დაიკავა.
მეორე ეტაპზე დემონსტრაციებზე საერთოდ სხვა პირები გამოჩნდნენ. ამ ეტაპზე აქციებმა უკვე ძალადობრივი ხასიათი მიიღო. დასავლეთის არაერთ ქვეყანას, მათ შორის ამერიკას, მსგავსი დემონსტრაციები გამოუცდია. ჩვენი უსაფრთხოების ძალები სრული თავშეკავებით მოქმედებდნენ და ცდილობდნენ, წინ აღდგომოდნენ ძალადობას. პირველიდან შვიდ იანვრამდე სწორედ ასეთი სახის დემონსტრაციები იმართებოდა, რომელსაც თან ახლდა ძალადობრივი კომპონენტიც, თუმცა, ჩვენი გადმოსახედიდან, მისი კონტროლი მაინც შეიძლებოდა.
8 იანვრიდან დაწყებული 10 იანვრამდე, დემონსტრაციებს უკვე ტერორისტული და შეიარაღებული დაჯგუფებები შემოუერთდნენ, რომელთაც დემონსტრანტებს იარაღი დაურიგეს. ამდენად, სრულიად ცხადი შეიქმნა, რომ მათი ახალი გეგმის მიხედვით, დემონსტრაციები უნდა გაეყვანათ თავისი ძირითადი ჩარჩოდან და ექციათ ძალადობრივ და სისხლისმღვრელ შეტაკებებად. ეს შეიარაღებული პირები ცეცხლს უხსნიდნენ არა მხოლოდ პოლიციელებს, არამედ უბრალოდ პირებსაც. მათ მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა რაოდენობის ზრდა, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხალხზე თავდასხმის შემთხვევაში, ირანს თავს დაესხმებოდა. ეს განცხადება თავისთავად წარმოადგენს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მკაფიო ნიმუშს. მაშასადამე, ის ძალები, რომელთაც არეულობის და ქაოსის მოწყობა სურდათ, ყოველნაირად ცდილობდნენ გაზრდილიყო მსხვერპლთა რიცხვი, რათა შედეგად პროცესებში ამერიკა ჩარეულიყო. ჩვენს ხელთ არსებული ხმოვანი ჩანაწერები ასახავს, თუ როგორ მოუწოდებენ ეს ძალები დემონსტრანტებს, ცეცხლი გაუხსნან პოლიციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პოლიციელისთვის სროლა ვერ მოახერხეს, ესროლონ უბრალო ხალხს, მათ წინ მდგარ გოგო-ბიჭებს. მათი თქმით, მთავარი მხოლოდ ისაა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტი სისხლი დაიღვაროს", — განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ ოფიციალურად აღიარებენ ყველა ირანელის უფლებას, გამოხატონ პროტესტი, მაგრამ არეულობას, საზოგადოებრივი საკუთრებისთვის ცეცხლის წაკიდებას, ტერორისტულ ქმედებებს, ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის ცეცხლის გახსნას ვერც ერთი ქვეყანა შეიწყნარებს. მისივე განმარტებით, "უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, ხალხი მოითხოვს ამ არეულობის შეჩერებას და მის ალაგმვას."
"მოგვეპოვება მრავალი საბუთი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამერიკის და ისრაელის ჩართულობას ამ ტერორისტულ ქმედებებში. ისრაელის მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ისრაელი ჩართულია ირანში ოპერაციების დაგეგმვაში. CIA-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ ტვიტერზე დაწერა კიდეც: ვულოცავ ახალ წელს ქუჩაში მდგომ ხალხს და მათ გვერდით მყოფ მოსადის თანამშრომლებს. ეს სრულიად ცხადი აღიარებაა იმისა, რომ რომ სპარსულ ენაზე მოსაუბრე მოსადის აგენტები იმყოფებიან ირანის ქუჩებში. ჩვენ ვიკვლევთ ამ საკითხებს. პასუხისმგებლებად მიგვაჩნია ის პირები, რომელთა ქმედებები გახდა მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდის მიზეზი. მათაც უნდა აღიარონ საკუთარი პასუხისმგებლობა.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, ნაცვლად ტერორიზმის დაგმობისა, გმობს პოლიციის ქმედებებს. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ღაზაში 70 ათასი უდანაშაულო პირის მკვლელობაზე თვალი დახუჭეს. მათ არ დაუგმიათ ამერიკის და ისრაელის თავდასხმა ირანზე, ახლა კი ტერორისტების გამო ნიანგის ცრემლებს ღვრიან. ჩვენ ოფიციალურად ვაღიარებთ ყველა ირანელის უფლებას, გამოხატონ პროტესტი, მაგრამ არეულობას, საზოგადოებრივი საკუთრებისთვის ცეცხლის წაკიდებას, ტერორისტულ ქმედებებს, ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის ცეცხლის გახსნას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეიწყნარებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ის ქვეყნები, რომელთაც არასწორი პოზიცია დაიკავეს, თვალს გაუსწორებენ არსებულ რეალობას. უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი ხალხი მოითხოვს ამ არეულობის შეჩერებას და მის ალაგმვას. მოსახლეობის მხოლოდ 30% -ს მიაჩნია,რომ ეს არეულობა ეკონომიკური პრობლემების შედეგია. 70%-ზე მეტი თვლის, რომ არეულობის უკან გარე ძალები დგანან.
გვინდა ჩვენი ხალხის დაღვრილი სისხლის გამო დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ამ საკითხის კვლევას როგორც საერთაშორისო ინსტანციებში, ასევე შიდა სამართლებრივი გზებით გავაგრძელებთ. უსაფრთხოების ძალები ამჟამად აკონტროლებენ ვითარებას. იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნების მხრიდან ადგილი არ ექნება არასწორ გათვლას. ჩვენი ამ სამ დღეში განვითარებული მოვლენები მიგვაჩნია 12 დღიანი ომის გაგრძელებად, რომლის მიზანიც გარეთ დაგეგმილი არეულობის ირანში გადმოტანა იყო. მაგრამ ხალხმა თავისი ერთიანობით მათ წინააღმდეგობა გაუწია. ამ ჯერზე სცადეს ტერორისტული ოპერაცია ქვეყნის შიგნიდან დაეწყოთ, რათა შეემზადებინათ ნიადაგი საგარეო ინტერვენციისთვის, რაც მორიგი არასწორი გათვლა აღმოჩნდა. ამჟამად უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ ყველა ქალაქს.
ირანელი ხალხი ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ქვეშ შეიკრიბა", — განაცხადა მინისტრმა.
არაყჩი ასევე შეეხო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გამორთვას და აღნიშნა, რომ ინტერნეტის ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო გაითიშა. მისივე განმარტებით, "ირანი არ ესწრაფვის ომის გაჩაღებას, თუმცა ომისთვის მზადაა".
"ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის და თქვენი უსაფრთხოების გამო. ამჟამად თანამშრომლები ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ უსაფრთხოების უწყებებთან, რათა საელჩოებში ინტერნეტის მიწოდება აღდგეს და საქმიანობა ჩვეულ პროცესს დაუბრუნდეს.
...ირანი დიდი და ძლიერი ქვეყანაა და ყოველთვის ასეთი იყო. ირანი კანონიერად გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციებს ხელს არ უშლის და როგორც თავადაც იხილეთ, ხელისუფლება დიალოგში შევიდა და ამ დიალოგების პროცესში გარკვეული რეფორმებიც განხორციელდა. არსებობს უსაფრთხოების საკითხები, რასაც თქვენც აღიარებთ და რომლის საფრთხეც თქვენთვისაც რეალურია, ამიტომ გარკვეული შეზღუდვები გაგრძელდება მანამდე, სანამ დავრწმუნდებით, რომ არანაირი საფრთხე აღარ არსებობს.
ირანი არ ესწრაფვის ომის გაჩაღებას, თუმცა ომისთვის მზადაა", — თქვა არაყჩიმ.
-
დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში
გადახედვა
-
14 წლის გოგოს ცხედრის მანქანაში პოვნიდან 7 თვის თავზე ბრალს წაუყენებენ მომღერალ d4vd-ს 14 წლის გოგოს ცხედრის მანქანაში პოვნიდან 7 თვის თავზე ბრალს წაუყენებენ მომღერალ d4vd-ს
გადახედვა
-
გიორგი ვაშაძე: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება გიორგი ვაშაძე: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება
გადახედვა
-
იმედი L-მა ავტოგაქირავების სექტორთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო იმედი L-მა ავტოგაქირავების სექტორთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო
-
უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია. ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია. ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ
გადახედვა
-
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) საცხოვრებელი სახლიდან გვიან ღამით გამოასვენეს ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) საცხოვრებელი სახლიდან გვიან ღამით გამოასვენეს
გადახედვა
-
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე "სამოქალაქო ომი" აღწერეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე "სამოქალაქო ომი" აღწერეს
გადახედვა
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
კომენტარები