საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლისთავს ეხმაურება
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის დაკავებიდან წლისთავს ეხმაურება — წარმომადგენლობა კვლავ ერთგული რჩება 2025 წელს 6 აგვისტოს განცხადების, რომელშიც ჟურნალისტის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 6 აგვისტოს ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა დაგმეს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოუწოდეს.
24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:
"ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.
მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას," — ვკითხულობთ 6 აგვისტოს განცხადებაში.
2026 წლის 12 იანვარს ერთი წელი შესრულდება დამოუკიდებელი გამოცემების – "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. მზია ამაღლობელი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი პოლიტიკური პატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში. იგი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა — "იფიცება საქართველო". ეს სტიკერი პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის — ირაკლი დგებუაძისთვის — სილის გაწვნისთვის.
ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე, მარში — "მზიას თავისუფლებისთვის", გაიმართება. მზია ამაღლობელის მხარდამჭერები 20:00 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ წავლენ.
- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლისთავს ეხმაურება
- "ქართული ოცნების" პროპაგანდა და ყალბი ინფორმაცია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ
- "ისუნთქეთ და იცოცხლეთ მათთვის, ვინც გარეთ არის" — მზია ამაღლობელის მიმართვა მოშიმშილე სინდისის პატიმრებს
- 12 იანვარს, 20:00 საათზე მარში — "მზიას თავისუფლებისთვის" გაიმართება
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები