Critics Choice Awards-ის შავი ხალიჩა და 13 გამორჩეული ლუქი
ფოტო: HELLO!
ჰოლივუდის 2026 წლის ჯილდოების სეზონი შედარებით მოკრძალებული სტილით გაიხსნა — კვირა საღამოს გამართული Critics Choice Awards-ის 31-ე დაჯილდოებით.
ყოველწლიური ცერემონია ოსკარების ერთგვარ ინდიკატორად მიიჩნევა: ინდუსტრია ყურადღებით აკვირდება, როგორ წარდგებიან Critics Choice Association-ის ასობით წევრის წინაშე ისეთი ფავორიტი ფილმები, როგორიცაა Sinners და Hamnet. ვარსკვლავებით სავსე დაჯილდოება ასევე გვაძლევს წარმოდგენას მოდის იმ ტენდენციებზე, რომლებიც შესაძლოა ახლა და აკადემიის ჯილდოებს შორის, მარტის შუა რიცხვებამდე, განვითარდეს.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებამ, სანტა მონიკაში მდებარე Barker Hangar-ის შესასვლელი წითელის ნაცვლად შავი ხალიჩით გაეფორმებინათ, გარკვეულად სევდიანი განწყობა შექმნა, რასაც შეესაბამებოდა შავი კოსტიუმებისა და კაბების სიმრავლეც. თუმცა, მხიარულება სხვა გზებით მაინც გამოიხატა.
ანიმაციური ფილმის KPop Demon Hunters მსახიობებმა აჩვენეს, როგორ შეიძლება მონოქრომული ტრენდის უფრო გასართობი ინტერპრეტაცია — განსაკუთრებით ოდრი ნუნამ, რომელმაც Marc Jacobs-ის მოცულობითი, წრიული ფორმის კაბა მოირგო. ამავე დროს, ტეიანა ტეილორმა და კერი რასელმა მკვეთრ კოსტიუმებს მიანიჭეს უპირატესობა; რასელი იმ სტუმრებს შორის იყო, ვინც გადამუშავებული სმოკინგი აირჩია — მისი იდეალურად მოკლე ჟაკეტი თვალშისაცემი ბროშით იყო გაფორმებული. ითან ჰოუკის ორბორტიანი Bode-ს კოსტიუმიც, თეთრი ნაქარგი დეტალების წყალობით, ხალხურ ელემენტებს ატარებდა.
Marty Supreme-ის ვარსკვლავი ოდესა ა’ზიონი დუბაიში დაფუძნებული ბრენდის OTT-ის კაბაში ღვთაებრივ გლამურს ასხივებდა, One Battle After Another-ში შესრულებული როლისთვის ნომინირებული ჩეიზ ინფინიტი თვალისმომჭრელი იყო მკლავებმოშიშვლებულ, კარაქისფერ Louis Vuitton-ის ორ ნაწილად დაყოფილ სამოსში, ხოლო ელ ფენინგმა არქივს მიაკითხა და ბზინვარე ვინტაჟური Ralph Lauren-ის კაბა მოირგო.
ცნობილმა სტილისტმა ლო როუჩმა მოდის სამყაროს კიდევ ერთი სალაპარაკო თემა მისცა არიანა გრანდესთვის შექმნილი, სპეციალურად შეკერილი Alberta Ferretti-ის კაბით. წითელი ხალიჩის ნიშურ რეფერენსებზე ყოველთვის ორიენტირებულმა როუჩმა გრანდეს ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, დაიჰან კეროლის პატივსაცემად ჩააცვა — კეროლს თითქმის იდენტური კაბა 1969 წლის ოსკარებზე ეცვა.
ამავდროულად, მეგან სტალტერმა და მისმა Hacks-ის პარტნიორმა პოლ უ. დაუნსმა გაცილებით თანამედროვე მომენტს მიაგეს პატივი, მათ ზუსტად გაიმეორეს ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის ლუქი დეკემბერში, Marty Supreme-ის პრემიერაზე ჩაცმული კოორდინირებული ნარინჯისფერი სამოსი.
არიანა გრანდე კვლავ აგრძელებს Wicked-ში თავისი პერსონაჟის, გლინდას, დამახასიათებელი ვარდისფერი ფერის ხაზგასმას — ამჯერად Alberta Ferretti-ის მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილ მოსასხამ-კაბაში:
ფოტო: Savion Washington/WireImage/Getty Images
ჯეიკობ ელორდი წითელ ხალიჩაზე მთლიანად Bottega Veneta-ის შავ ნაკრებში და მზის სათვალით გამოჩნდა:
ფოტო: Frazer Harrison/Getty Images
საუკეთესო მსახიობის ნომინანტი მაიკლ ბ. ჯორდანი ბორდოსფერი, ორბორტიანი Louis Vuitton-ის კოსტიუმით:
ფოტო: Gilbert Flores/Variety/Getty Images
მუქი ფერებისა და თავშეკავებული სტილის საღამოს ფონზე Marty Supreme-ის ვარსკვლავმა ოდესა ა’ზიონმა შაბლონი დაარღვია OTT-ის ბრჭყვიალა, მაქსიმალისტური კაბით:
ფოტო: Corine Solberg/Sipa USA
ელ ფენინგი ოქროსფერი, არქივიდან შერჩეული Ralph Lauren-ის კაბით ბრწყინავდა:
ფოტო: Jordan Strauss/Invision/AP
The Diplomat-ისთვის ნომინირებულმა კერი რასელმა ცერემონიაზე ქალის სმოკინგის ტრენდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი წარმოადგინა ტომ ფორდის კოსტიუმით:
ფოტო: Monica Schipper/Getty Images
ტეიანა ტეილორის ბუმბულებით გაფორმებული კოსტიუმი, ტყავის ხელთათმანებით, მაღალი ჩექმებითა და ზოლიანი ჰალსტუხით, Saint Laurent-ის 2025 წლის შემოდგომა–ზამთრის კაცის კოლექციიდან იყო ადაპტირებული:
ფოტო: JC Olivera/WWD/Getty Images
Hacks-ის თანავარსკვლავებმა პოლ უ. დაუნსმა და მეგან სტალტერმა გაიმეორეს ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის გასულ თვეს Marty Supreme-ის პრემიერის, ერთმანეთთან შეხამებული მთლიანად ნარინჯისფერი ლუქი, რომლებიც Erica Costumes-ის მიერ იყო შექმნილი:
Hamnet-ის რეჟისორმა ქლოე ჟაომ Rodarte-ის 2025 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციიდან შერჩეული, თეთრი შროშანებით დაბეჭდილი კაბა მოირგო:
ფოტო: Richard Shotwell/Invision/AP
ითან ჰოუკი წითელ ხალიჩაზე Bode-ის ნაქარგი, ორბორტიანი კოსტიუმით გამოჩნდა:
ფოტო: Caroline Brehman/Reuters
Severance-ის ვარსკვლავი ბრიტ ლოური წითელ ხალიჩაზე Bottega Veneta-ს ლუქით:
ფოტო: Jordan Strauss/Invision/AP
ასევე ნახეთ: Critics Choice Awards 2026: გამარჯვებულთა სრული სია
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
კომენტარები