არჩილ გორდულაძე

24 Dec. 2025, 15:15

არჩილ გორდულაძე: "რატომ იზრდება ფასები როდესაც, ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ ერთი და იგივე პროდუქტი სხვა ქვეყანაში ღირს გაცილებით უფრო იაფი, რამდენჯერმე უფრო იაფიც კი, მაშინ როდესაც იქ, კონკრეტულ ქვეყანაში, უფრო ძვირია მუშახელის დაქირავებაც, ტრანსპორტირებაც და მაგალითად, გასაყიდი ადგილების ქირაობაც, ხოლო საქართველოში ამ კუთხით ფასების ნაკლებობის მიუხედავად, ფასები იზრდება კონკრეტულ პროდუქტებზე და ეს არის ის პროდუქტები, რომელსაც თითოეული მოქალაქე მოვიხმართ ყოველდღიურად.

მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერმინისტრს, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ ხედავს და როგორ უსმენს მოქმედი ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი ხალხში არსებულ გამოწვევებს და შესაბამისი რეაგირებებიც არის. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც შექმნის შესაბამის კომისიას".

— განაცხადა "ოცნების" პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც სასურსათო პროდუქტების ფასებს ეხება, სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  2. 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
  3. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  4. ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
  5. ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას კონგრესს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ორპარტიულ სანქციების…