რა უნდა ვიცოდეთ ფერებზე და როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა ჩვენს სასიკეთოდ
ფოტო: Freepik
საკუთარ თავს და შეგრძნებებს თუ ხშირად აკვირდები, აუცილებლად შეამჩნევდი, როგორ იცვლება ხასიათი, როცა დაღლილი ისეთ ოთახში აღმოჩნდები, რომელშიც დომინანტი ფერი მწვანეა. წითელი ალბათ განგაშის შეგრძნებას იწვევს შენში, ლურჯი — გამშვიდებს.
ფერებთან დაკავშირებული ეს შეგრძნებები შემთხვევითი არ არის. კი, ყველაფერი ჩვენს წარმოსახვაში ხდება, მაგრამ ამის უკან მეცნიერული მტკიცება დგას — ფერის ფსიქოლოგია.
ამ ბლოგში მარტივად აგიხსნი, როგორ მოქმედებს სხვადასხვა ფერი ჩვენს ქცევებსა და ემოციებზე და იმასაც გასწავლი, ეს ცოდნა შენს სასიკეთოდ როგორ გამოიყენო.
ფოტო: Freepik
ფერების "შპარგალკა"
მოკლედ გეტყვი, ქვემოთ ჩამოთლილი ძირითადი ფერები რა სიგნალს უგზავნის შენს ტვინს:
- წითელი — პულსს აჩქარებს და მოქმედების სურვილს აღძრავს;
- ლურჯი — არტერიულ წნევას ამცირებს, გამშვიდებს და სუნთქვას აადვილებს;
- ყვითელი — დოფამინის გამოყოფას უწყობს ხელს და ბედნიერების შეგრძნებას აჩენს;
- მწვანე — ჩვენი თვალი მას ბუნებასთან აკავშირებს და შესაბამისად, გვამშვიდებს;
- იასამნისფერი — იდუმალებასთან ასოცირდება და შემოქმედებით აზროვნებას უწყობს ხელს.
როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა ჩვენს სასიკეთოდ?
ცხოვრების დიდ ნაწილს შენობებში ვატარებთ — სახლში, სამსახურში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გარემო ისე მოვაწყოთ, რომ ნერვულ სისტემას სწორი და საჭირო სიგნალები გავუგზავნოთ.
მაგალითად, თუ დაღლის შეგრძნება არასდროს გტოვებს, სახლში ან იმ გარემოში, სადაც ხშირად ხარ, შესაძლოა, წითელი ფერი ჭარბობდეს. ეს ფერი სხეულს მუდმივად განგაშის რეჟიმში ამყოფებს.
ფოტო: Freepik
ფერების გააზრებული შერჩევით შეძლებ:
- მოიწესრიგო ძილი: საძინებლისთვის შედარებით ცივი ტონების შერჩევა (ლურჯი, ნაცრისფერი) ტვინს დასვენებაში ეხმარება.
- გახდე უფრო პროდუქტიული: სამუშაო სივრცეში მწვანე ან რბილი ცისფერი დეტალები ყურადღების შენარჩუნებას გაგიიოლებს.
იმისათვის, რომ ფერებმა შენს სასარგებლოდ იმუშაოს, სახლის მთლიანი რემონტი არ დაგჭირდება, ამისკენ არ გიბიძგებ. მცირე დეტალებსაც კი დადებითი ეფექტი აქვს ხოლმე: სწორად შერჩეული ფონი კომპიუტერის ეკრანისთვის, რომლის წინაც ამდენ დროს ვატარებთ, ყავის ყვითელი ჭიქა და ლურჯი ბალიში სავარძელზე ან თბილი განათება, წარმოუდგენლად მყუდროს გახდის გარემოსაც და მენტალურ ჯანმრთელობაზეც კარგად აისახება.
და გახსოვდეს — "არასწორი" ფერი არ არსებობს. ეს თეორიები კი კარგია და მათი ცოდნაც სასარგებლო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შენი შეგრძნებებია. თუ ყველა გეუბნებათ, რომ ლურჯი ამშვიდებს, შენ კი შფოთვის შეგრძნებას გიჩენს — ნუ გამოიყენებ მას! ყოველთვის საკუთარ სხეულს და შეგრძნებებს უსმინე.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები