დავით მათიკაშვილი

19 Nov. 2025, 15:32

დავით მათიკაშვილი: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ემიგრანტი თანამოქალაქის მიერ ამ უფლების გააზრებულად განხორციელება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და ჩვენთვის ისიც ძალიან კარგად გასაგებია, რომ ამ უფლების რეალიზება გარკვეულ ხარჯებთან, მომზადებასთან, წუხილებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ უცხოეთში მყოფებს 4 წელიწადში ერთხელ და თანაც, იმდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, ეს არის ერთი დღე, როცა თავიდან ბოლომდე ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება და ხელისუფლება და ამიტომ ამ უფლების განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბოლომდე გააზრება და რეალიზება.

შესაბამისად, გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის ინსპირაცია, რაც სახელმწიფომ ამ კანონპროექტით გაითვალისწინა, გარკვეული მინიმალური კავშირ-ურთიერთობის უზრუნველყოფა, კანონპროექტის დანაწესიდანაც გააკეთა, არის პოზიტიური, რომ 4 წელიწადში ერთხელ, რა თქმა უნდა, უფლების ჭრილში, ეს ვალდებულება არ არის, მოახდინონ და მოინახულონ სამშობლო. შეიგრძნონ, დამოუკიდებლად იმისა, ამ პოლარიზებულ გარემოში რა საინფორმაციო წყაროებსაც ეყრდნობიან ისინი ამ პოლიტიკური გათვიცნობიერებისთვის, და შემდგომ ისე მიიღონ გადაწყვეტილება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან — მომხმარებლებს საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე ფილიალში მისვლის გარეშე,…