"ოცნების" პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი კონკრეტული პირებისთვის პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ
ქართული ოცნების პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი კონკრეტული პირებისთვის პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ.
"ოცნების" ხელისუფლების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ცვლილებათა პაკეტში, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს, შესულია იმ პირების საქმიანობის აკრძალვაც, რომლებიც, შესაძლოა, არ არიან რომელიმე პარტიის წევრი, "მაგრამ საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ".
"პარტია არ რის მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერი, ან პარტია არ არის მხოლოდ ის შენობა-ნაგებობა სადაც სათავო ოფისია განთავსებული. მაგალითისთვის "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ოფისი საერთოდ არ გააჩნია. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გაყიდეს კიდეც, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე შავ ფულს ვეღარ ატრიალებენ მარტივად. თუ კონკრეტული პარტია აიკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა პასიური საარჩევნო უფლებით ისარგებლონ. ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული საქართველოს პარლამენტში, მუნიციპალიტეტებში. 2003 წლიდან დღემდე კონკრეტული პარტიები, და რეალურად ერთი პარტია, სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა სიმბოლიკით, ფერების გამოყენებით, მაგრამ მიზნობრივად ერთნი არიან. არ არსებობს კონსტიტუციაში მითითებული პარტიის აკრძალვის საფუძველი, რომელიც ამ პარტიებს დარღვეული არ ჰქონდეთ. მხოლოდ 4 ოქტომბრის მოვლენებია საკმარისი, იმისთვის, რომ კონკრეტული პარტიების აკრძალვის საფუძველი არსებობდეს.
…საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტულად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე. ამავე დროს მეორე მხარესაც ექნება შესაძლებლობა რომ საკუთარი შესაძლებლობა, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან", — განაცხადა გორდულაძემ.
ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 15 ოქტომბერს "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ პარტიების ჩამონათვალი, რომელთა აკრძალვაც საკონსტიტუციო სასამართლოს ძალით სურთ, მცირე პარტიების ჩათვლით, შეიძლება ათამდე იყოს.
ასაკრძალი პარტიების სიის შედგენის პრინციპი, მისი თქმით, ასეთია: პირველი — "პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს. აქ იგულისხმება "ნაცმოძრაობა", "ახალი" და რამდენიმე მცირე პარტია". მეორე კრიტერიუმია — "ვინც ამ სისხლიან პარტიასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში".
რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკოსების სიას, რომელთა აკრძალვასაც "ქართული ოცნება" აპირებს, კობახიძემ განაცხადა, რომ "სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როდესაც სარჩელი ოფიციალურად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში".
ასევე იხილეთ:
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები