არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "ქართული ოცნების" მიერ პარტიების აკრძალვის სარჩელს ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "ქართული ოცნების" მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მზადებას ეხმაურება.
მათი თქმით, "პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს; ჩამოაშოროს ისინი პოლიტიკური პროცესებისგან, მოახდინოს მათი პოლიტიკური აზრის და აქტივობის კრიმინალიზება და ამით ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში".
"ვეხმიანებით ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ 2025 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს ქართული ოცნების პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას.
ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებით, ისინი აპირებენ კონსტიტუციურ სარჩელში 10-ამდე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება მოითხოვონ. მათივე თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან ერთად, მზადდება იმ პირთა სია, რომლებსაც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებად გამოცხადებას უპირებენ და მათი საჯარო პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას გეგმავენ.
ცვლილებებით, ნებისმიერი პირს, რომელიც გამოცხადდება აკრძალულ პარტიასთან "დაკავშირებულ პირად", ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, ხელმძღვანელობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, პოლიტიკური შემოწირულების განხორციელება.
ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უკიდურესად საგანგაშოა შემდეგი გარემოებების გამო:
კანონი არ განსაზღვრავს რაიმე კრიტერიუმს, ან გარემოებას, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოქალაქე აკრძალულ პარტიასთან "დაკავშირებულ პირად" გამოცხადდეს და პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვას.
"ქართული ოცნების" განცხადებით, დაკავშირებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, არსებობდა ან არსებობს თუ არა ასეთ პირსა და პარტიას შორის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი. ასეთი კრიტერიუმების უქონლობა ნოყიერ ნიადაგს უქმნის "ქართულ ოცნებას" ნებისმიერ არასასურველ ოპონენტს პოლიტიკური საქმიანობა თვითნებურად აუკრძალოს;
ქართული ოცნება პარტიას და პარტიასთან "დაკავშირებულ პირებს" პოლიტიკურ საქმიანობას სამუდამოდ უკრძალავს.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ ითვალისწინებს რაიმე ვადას, რომლის გასვლის შემდეგ პირის მიმართ დაწესებული აკრძალვა გაუქმდება, ან პირობებს, რომლის აღმოფხვრის შემდეგ პირს შეეძლება აღიდგინოს კონსტიტუციური უფლებები. შესაბამისად, ცვლილებების პაკეტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებს და კანონის განჭვრეტადობის და მკაფიოობის საერთაშორისო სტანდარტს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს.
მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური აქტივობების და პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ კომპეტენციაში არ შედის.
გაუქმებული პარტიის ყოფილ წევრებს არ მიეცემათ უფლება ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში, შექმნან პარტია ან იყვნენ სხვა პარტიის წევრები. კანონი არ მიუთითებს, უკვე აკრძალული პარტიის ყოფილ წევრთაგან სხვა პარტიაში ან პარტიულ სიაში რამდენი პირის ყოფნაა საკმარისი იმისათვის, რომ ეს სხვა პარტიაც აიკრძალოს; ან იქნება თუ არა ამისათვის საკმარისი თუნდაც ერთი ასეთი პირის ყოფნა პარტიაში ან პარტიულ სიაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მხოლოდ 14 დღე მისცა ისეთი პარტიის გაუქმების თაობაზე, რომელიც არსებითად იმეორებს აკრძალული პარტიის მიზნებს, საქმიანობას ან პერსონალურ შემადგენლობას. ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი გონიერ, მიუკერძოებელ და ობიექტურ დამკვირვებელს არ შეიძლება ჰქონდეს.
აკრძალული პარტიების ამომრჩევლები არჩევანის გარეშე დარჩებიან. ამ არაკონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში რეალური არჩევანის გარეშე დარჩება ასობით ათასი ამომრჩეველი, რაც ნებისმიერ მომავალ არჩევნებს აზრს დაუკარგავს.
საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით — ბიუროზე რეგისტრაციიდან 3 დღეში, სამი მოსმენით იქნა მიღებული. უკიდურესად უფლებაშემზღუდველი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებულად განხილვა ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებს.
საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ პოლიტიკურ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეთა მიერ გაცხადებულ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების პრინციპს, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით დადგენილ დემოკრატიული მმართველობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას.
წარმოდგენილი ცვლილებებით შექმნილი მოდელი მმართველ პარტიას — ქართულ ოცნებას საშუალებას აძლევს გააუქმოს მისთვის არასასურველი ოპოზიციური პარტიები და უფლებრივად გაანეიტრალოს მასთან "დაკავშირებულად" გამოცხადებული ნებისმიერი პირი.
ამრიგად, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩამოაშოროს ისინი პოლიტიკური პროცესებისგან, მოახდინოს მათი პოლიტიკური აზრის და აქტივობის კრიმინალიზება და ამით ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონების საფუძველზე დაწყებული დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური, უფლებაშემზღუდველი და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო იქნება", — ნათქვამია განცხადებაში.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები