ჯერემი სთრონგის მარკ ზაკერბერგი სულ სხვანაირი იქნება
ჯერემი სთრონგი ისეთი მარკ ზაკერბერგის განსახიერებისთვის ემზადება, როგორიც ეკრანზე ჯერ არ გვინახავს.
ჯერემი სთრონგი სერიალში Succession
ფოტო: Boston Globe
46 წლის მსახიობმა, რომელიც სერიალ Succession-ით არის ცნობილი, სულ ახლახან ისაუბრა Facebook-ის თანადამფუძნებლის როლზე ახალ ფილმში The Social Reckoning (სოციალური ანგარიშსწორება), რომელიც დევიდ ფინჩერისა და აარონ სორკინის 2010 წლის ჰიტის, The Social Network-ის გაგრძელებაა. სთრონგის ზაკერბერგი ეკრანზე ჯესი აიზენბერგის ოსკარზე ნომინირებული შესრულებიდან 15 წლის შემდეგ გამოჩნდება.
თუ სოციალურ ქსელში ზაკერბერგს ვხედავდით იმ პერიოდში, როცა სოციალური მედიის პლატფორმა ჯერ იქმნებოდა, The Social Reckoning უფრო თანამედროვე პერიოდზეა — ახალი ფილმი დაფუძნებულია Wall Street Journal-ის გამოძიებაზე ფეისბუქის ფაილები, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა.
სთრონგის თქმით, მას არ უსაუბრია აიზენბერგთან ზაკერბერგის როლის შესრულების თაობაზე. როგორც მან 18 ოქტომბერს Academy Museum Gala-ზე თქვა: "ვფიქრობ, [აიზენბერგის შესრულებას] არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც მე გავაკეთებ".
მსახიობმა დაამატა, რომ სორკინთან უკვე ორჯერ უმუშავია — ფილმებზე The Trial of the Chicago 7 და Molly’s Game — და რომ "მესამე მცდელობა ყველაზე იღბლიანია".
რაც შეეხება სცენარს, სთრონგი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის ასეთი მრავალშრიანი პერსონაჟის შესრულებას.
"ეს ერთ-ერთი საუკეთესო სცენარია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ის ჩვენს დროზე საუბრობს და ეხება იმ ყველაზე მგრძნობიარე თემებს, რაც დღეს სამყაროში ხდება", — თქვა სთრონგმა — "ეს შესანიშნავი პერსონაჟია, საინტერესო, რთული, და მე მას დიდი სიფრთხილით, ემპათიითა და ობიექტურობით ვუდგები".
ჯერემი სთრონგთან ერთად ფილმში მონაწილეობენ მაიკი მედისონი და ჯერემი ალენ უაითი, ისინი განასახიერებენ Facebook-ის ინჟინერ ფრენსის ჰაუგენსა და WSJ-ის ჟურნალისტ ჯეფ ჰოროვიცს.
პირველი ფილმი, რომელმაც საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის 2011 წელს ოსკარი მოიგო, აჩვენებდა აიზენბერგის ზაკერბერგს და კომპანიაში მის თანამზრახველებს — ედუარდო სავერინს (ენდრიუ გარფილდი), შონ პარკერს (ჯასტინ ტიმბერლეიქი) და ტყუპ ძმებს ტაილერ და კამერონ უინკლვოსებს (არმი ჰამერი), რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ზაკერბერგმა ფეისბუქის იდეა მათ მოჰპარა.
The Social Network, 2011
ამჟამად, Forbes-ის მიხედვით, მარკ ზაკერბერგი მსოფლიოს მესამე ყველაზე მდიდარ ადამიანად არის დასახელებული.
The Social Reckoning-ის პრემიერა 2026 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
კომენტარები