SJC: ინიცირებული ცვლილებები თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ჩახშობის მიზნით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ქართული ოცნების მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში დეტალურადაა ახსნილი რას შეეხება საკანონმდებლო ცვლილებები და ხაზგასმულია, რომ "ინიცირებული ცვლილებები თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ჩახშობის მიზნით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია."
"აშკარაა, რომ ინიცირებული ცვლილებები თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ჩახშობის მიზნით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. კანონპროექტების ინიცირებამდე ორი დღით ადრე ირაკლი კობახიძემ დააანონსა შეკრების მონაწილეების მიმართ "მეთოდური და სისტემური ნაბიჯების გადადგმა და ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ." რეპრესიული და ადამიანის უფლებების სტანდარტების საწინააღმდეგო საკანონმდებლო მექანიზმების შემოღება ამ სისტემური მიდგომის პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა", — წერია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე წერს, რომ აქციის მონაწილის ან ორგანიზატორის მიმართ სისხლის სამართლის სანქციების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით. მათივე თქმით, "ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს შეკრების მნიშვნელობა როგორც კონკრეტული ინდივიდისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის."
"ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, რომ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება აქციის მონაწილის ან ორგანიზატორის მიმართ უნდა იქნას განხილული როგორც უკიდურესი ზომა, პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით. სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების შემთხვევაშიც კი მაქსიმალურად უნდა იქნას არიდებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდება პროტესტის მონაწილეების მიმართ. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს შეკრების მნიშვნელობა როგორც კონკრეტული ინდივიდისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის", — წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, ახალი კანონპროექტის ინიცირება აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება ყველა საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს და შეკრების მონაწილეების მიმართ ფაქტობრივად სრულად საპატიმრო სანქციებზე ორიენტირებულ დასჯის მეთოდებს ირჩევს." განცხადებაში ასევე წერია, რომ "მმართველი გუნდის მიზანია არამხოლოდ შეკრების ორგანიზატორებსა და განსაკუთრებულად აქტიურ მონაწილეებზე, არამედ პროტესტის თითოეულ მონაწილეზე ზემოქმედება და მათი დასჯა."
"რამდენიმე ეტაპად განხორციელებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქართული ოცნება ყველა საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს და შეკრების მონაწილეების მიმართ ფაქტობრივად სრულად საპატიმრო სანქციებზე ორიენტირებულ დასჯის მეთოდებს ირჩევს. განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზების შემდეგ სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. დანაშაულის შემადგენლობის გაფართოება აშკარად აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის მიზანია არამხოლოდ შეკრების ორგანიზატორებსა და განსაკუთრებულად აქტიურ მონაწილეებზე, არამედ პროტესტის თითოეულ მონაწილეზე ზემოქმედება და მათი დასჯა", — წერია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ აღნიშნული ცვლილებები " უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ნაცვლად ლეგიტიმური მიზნებისა, მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესების გატარებას ემსახურება."
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი ცვლილებები უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ნაცვლად ლეგიტიმური მიზნებისა, მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესების გატარებას ემსახურება. სრულად მიტაცებული და პარტიულ დღის წესრიგს დაქვემდებარებული სახელმწიფო ინსტიტუტების, პირველ რიგში კი, სასამართლო ხელისუფლების პირობებში, რომელიც ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების ფუნქციას ვერ ასრულებს, რეპრესიული კანონები კიდევ უფრო მძიმე შედეგებით ემუქრება საპროტესტო პროცესებში ჩართულ მოქალაქეებს", — წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები