გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია Chevening-ის პროგრამაში და ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით
ფოტო: საქართველის ბანკი
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.
დიდი ბრიტანეთის სასტიპენდიო პროგრამის, Chevening-ის აპლიკაციების დედლაინი ახლოვდება. 7 ოქტომბრამდე გაქვს შესაძლებლობა, შეავსო განაცხადი ვებგვერდზე, გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე ისწავლო სრული დაფინანსებით.
აპლიკაციის შევსების პროცესი რომ გაგიმარტივდეს, გაეცანი ხშირად დასმულ კითხვებსა და მიღების კრიტერიუმებს:
ვის შეუძლია Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შეტანა?
აპლიკაციის შევსება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც:
- აქვს ბაკალავრის ხარისხი;
- დაგროვებული აქვს 2800 საათიანი სამუშაო გამოცდილება;
- აქამდე არ უსწავლია დიდ ბრიტანეთში და არ მოუპოვებია დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია;
პროგრამას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. მონაწილეობის მიღება იმ შემთხვევაშიც შეგიძლია, თუ მაგისტრის ხარისხი უკვე გაქვს.
რა უნდა გავითვალისწინო აპლიკაციის შევსებისას?
აპლიკაციის კითხვები ეხება როგორც ზოგად ინფორმაციას, ისე შენს უნარებს, მიზნებსა და მოტივაციას. აპლიკაციის შევსებამდე სამაგისტრო კურსები არჩეული უნდა გქონდეს, რათა შენი გამოცდილება და სამომავლო გეგმები მას დაუკავშირო. ამას ჟიურის მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა. აპლიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია ესეები, რომლებშიც მკაფიოდ უნდა გამოავლინო შენი ლიდერული თვისებები და კარიერული მიღწევები. რადგან აპლიკაცია საკმაოდ ვრცელი და შრომატევადია, უმჯობესია, დროის ფაქტორიც წინასწარ გაითვალისწინო.
რა ეტაპები უნდა გავიარო სტიპენდიის მოპოვებამდე?
მას შემდეგ, რაც ვერიფიკაციას გაივლი და დაადასტურებ, რომ კონკურსში მონაწილეობის პირობებს აკმაყოფილებ, აპლიკაციის შევსების ნებართვას მიიღებ. აპლიკაციის შევსებამდე არჩეული უნდა გქონდეს სამაგისტრო კურსები, რომელთა შესახებ შეკითხვებს უნდა უპასუხო.
აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ინტერვიუს შესახებ დაგიკავშირდებიან. ინტერვიუს ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, არჩეული უნივერსიტეტებიდან მინიმუმ ერთ-ერთის თანხმობა უნდა წარმოადგინო.
რა არის უპირობო შეთავაზება და მჭირდება თუ არა ყველა უნივერსიტეტიდან, რომელიც აპლიკაციაში მივუთითე?
უპირობო შეთავაზება (Unconditional Offer) ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ოფიციალურად უკვე მიღებული ხარ და ყველა მოთხოვნა შესრულებულია. თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ აპლიკაციის შევსების პროცესში უკვე იცოდე, მიგიღო თუ არა რომელიმე უნივერსიტეტმა.
Chevening-ის სტიპენდიის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ერთი უპირობო შეთავაზება რომელიმე უნივერსიტეტისგან. ზოგიერთი უნივერსიტეტი სტუდენტებთან აგზავნის მოწვევას იმ პირობით, რომ ის კონკრეტულ ვადამდე წარადგენს ინგლისურის სერტიფიკატს, ან სხვა საბუთებს.
სტიპენდიის მოსაპოვებლად ინგლისური უნდა ვიცოდე?
Chevening-ის ინგლისური ენის მოთხოვნა 2020 წელს გაუქმდა, თუმცა მოგიწევს დააკმაყოფილო შენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტების ყველა მოთხოვნა, რათა მიიღო მოწვევა. მოთხოვნებში კი ხშირ შემთხვევაში მითითებულია ინგლისურის საერთაშორისო გამოცდის სერტიფიკატი.
რას უნდა მიაქციო ყურადღება უნივერსიტეტის არჩევისას?
პირველ რიგში, ისეთი სამაგისტრო კურსები უნდა შეარჩიო, რომლებიც შენს გამოცდილებასა და სამომავლო კარიერულ მიზნებს შეესაბამება; სულ 3 კურსი, რომლებიც შეიძლება ერთ ან სხვადასხვა უნივერსიტეტში ისწავლებოდეს. აუცილებელია, რომ კურსების მოთხოვნებს აკმაყოფილებდე და დარეგისტრირება დედლაინის ფარგლებში შეძლო. კურსების ჩამონათვალი ამ ბმულზეა.
რა შეცდომები არ უნდა დავუშვა?
დეტალების მითითების დროს, რამდენჯერმე ნუ გაიმეორებ ერთსა და იმავე სამუშაო გამოცდილებას. ეს დამატებით საათებად არ ჩაითვლება.
ნუ მიუთითებ ერთსა და იმავე კურსს რამდენჯერმე. ერთი კონკრეტული კურსის 2-ჯერ ან 3-ჯერ მითითება შენს კანდიდატურას კონკურსიდან მოხსნის.
არ გადააჭარბო სიტყვების ლიმიტს. ესე უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 500 სიტყვას.
მოერიდე პლაგიატს და AI-ის გამოყენებას. კონკურსის პირობების მიხედვით, ეს დაუშვებელია.
თუ არ მაქვს ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, მაგრამ მექნება, როცა ჩემი კურსი დაიწყება, მაინც შემიძლია განაცხადის გაგზავნა?
ორწლიანი სამუშაო გამოცდილება სტიპენდიის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. სამუშაო გამოცდილება განაცხადის შევსების მომენტისთვის უკვე მიღებული უნდა გქონდეს. გამოცდილებაში მოიაზრება, როგორც სრული და ნახევარი განაკვეთის სამსახურები, ისე მოხალისეობრივი საქმიანობა ან სტაჟირება, ყველაფერი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ.
შეიძლება დავრჩე სწავლის დასრულების შემდეგ?
Chevening-ის მოთხოვნის მიხედვით, სტიპენდიატმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის უნდა გამოიყენოს. ამიტომ, წესებისა და პირობების მიხედვით, ყველა სტიპენდიატი ვალდებულია, სწავლის დასრულებიდან 2 წლის ვადაში დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში.
Chevening-ის სტიპენდია უნიკალური შესაძლებლობაა. მთავარია, არ იფიქრო, რომ ვერ შეძლებ.
ინფორმაციისთვის, 10 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკი Chevening-ის პროგრამის პარტნიორია და ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში, საკუთარ რჩეულებს ავლენს, რომლებსაც სწავლასთან ერთად ცხოვრების, ვიზის, გამგზავრების და ყველა სხვა საჭირო ხარჯს უფინანსებს.
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ–სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები — საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები