იტალიელი ჟურნალისტი ჯაკომო ფერარა საქართველოში არ შემოუშვეს
იტალიელი ჟურნალისტი ჯაკომო ფერარა საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა.
ჟურნალისტის თქმით, მას საქართველოს საზღვარზე განუცხადეს, რომ 31 მარტს პროევროპულ აქციაზე 5000 ლარით დაჯარიმდა, რის გამოც საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებდა.
ჟურნალისტის თქმით, მისთვის ჯარიმის შესახებ არავის შეუტყობინებია.
"ორშაბათ დილას, სომხეთ–საქართველოს საზღვარზე ქართველმა პოლიციელებმა შემაჩერეს და მაცნობეს, რომ ჩემს სახელზე არსებობდა დაახლოებით 5,000 ლარის (~1,565 ევრო) ოდენობის ჯარიმა. გამაფრთხილეს, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ქვეყანაში შესვლის უფლებას ვერ მივიღებდი.
ეს ინფორმაცია სრული შოკი იყო ჩემთვის. მსგავსი სანქციის შესახებ არასდროს არაფერი მიმიღია და არც წარსულში შევუჩერებივარ საქართველოს პოლიცია. სამი სხვადასხვა ოფიცრის დაკითხვის შემდეგ მითხრეს, რომ ჯარიმა თითქოსდა დაკავშირებული იყო ჩემს ყოფნასთან რუსთაველის გამზირზე, 31 მარტს", — დაწერა ფერარამ.
მიუხედავად ჟურნალისტის მხრიდან იმ ფაქტის ახსნისა, რომ ის რუსთაველის გამზირზე არა რაიმეს გასაპროტესტებლად, არამედ საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად იმყოფებოდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარადგინა, საზღვრის კვეთაზე მაინც უარი მიიღო. ჟურნალისტმა ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა.
"ამჯერად 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების გასაშუქებლად ჩამოვედი. იტალიურმა გაზეთმა La Ragione-მ ოფიციალურადაც კი აცნობა ცესკო-ს ჩემი აქ ყოფნის შესახებ. შესაბამისი დოკუმენტაცია პოლიციელებს ვაჩვენე — მათ ფოტო გადაუღეს, თუმცა მათი ერთადერთი ინტერესი თანხის დაუყოვნებლივ გადახდა იყო. როდესაც ჯარიმის გადახდაზე უარი ვთქვი, მოვითხოვე პასპორტის დაბრუნება. დაახლოებით ორ საათში დამიბრუნეს, რის შემდეგაც მომცეს დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ ათი დღე მქონდა გასაჩივრებისთვის.
თუმცა, საქართველოს ოფიციალური ვებგვერდი ქვეყნის გარეთ არ მუშაობს — არც VPN-ით — რაც შეუძლებელს ხდის, რომ საჩივარი თავად წარვადგინო.
ამ ფაქტის შესახებ უკვე შევატყობინე საქართველოში იტალიის საელჩოს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას", — დაწერა ჟურნალისტმა.
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
კომენტარები