ბენჟამინ ჰადადი

29 Sep. 2025, 16:30


"პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს.

რეფორმები უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად ყველაფრისა. იცით, არ შეიძლება ამტკიცოთ, რომ რადგან პროცესის თვალსაზრისით წინსვლას დაუყოვნებლივ ვერ ხედავთ, შეაჩერებთ რეფორმებს, რადგან რეფორმები თავისთავად კარგია, ისინი კარგია ქვეყნისთვის იმისდა მიუხედავად, დაუყოვნებლივ დაიწყება თუ არა გაფართოების პროცესი.

ჩემთვის ნათელია, რომ მაშინ, როცა ევროპაში, შესაძლოა, ბევრი ადამიანი იყოს დაღლილი ევროკავშირით, თქვენ უნდა წახვიდეთ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვებს მიზანში იღებენ, იმიტომ, რომ ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ, როგორც ეს 11 წლის წინ მაიდანზე მოხდა, ასევე, დასავლეთ ბალკანეთში, სადაც ქვეყნები რეფორმებით წინ მიიწევენ. ევროპის სული ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებში უფრო გხვდება, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში.

ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სტიმულს და შთაგონებას ქმნის და გვახსენებს, რომ თუ ევროკავშირის მიმართ ცინიკურად ხართ განწყობილი, არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს ამ ოჯახში გაწევრების მცდელობის დროს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები და ზეწოლა მოვახდინოთ უნგრეთზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ პროცესს ხელს უშლიან".

განაცხადა საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე (მისი სიტყვით გამოსვლის ტექსტს "პუბლიკა"ავრცელებს).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…