"აი ფაქტი": პრორუსი გულბაათ რცხილაძის პროექტები სანქცირებული "პრავფონდიდან" 60 000 ევროთი დაფინანსდა
"აი ფაქტმა" რუსული "პრავფონდის" ("თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი") ათასობით მეილი და ფაილი შეისწავლა, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთი საკუთარი გავლენების მოპოვებას "პრავფონდის" მეშვეობითაც ცდილობს.
"პრავფონდი" 2012 წელს რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის დადგენილებით შეიქმნა და მისი არაოფიციალური მიზანი რუსული "რბილი ძალის" გამოყენებაა.
"ოფიციალურად, ფონდის მიზანი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსებისთვის ფართომასშტაბიანი სამართლებრივი და სხვა მხარდაჭერის გაწევაა იმ შემთხვევაში, თუ მათ უფლებებს და თავისუფლებებს რამე შელახავს. არაოფიციალურად კი, ფონდი კრემლის მიზნებს ემსახურება: ის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია და რუსულ რბილ ძალას წარმოადგენს ევროპაში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში", — წერია "აი ფაქტის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
"აი ფაქტის" ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ევროკავშირმა და აშშ-მა "პრავფონდი" დაასანქცირა ქართველებმა მასთან თანამშრომლობა მაინც გააგრძელეს. რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ფონდიდან, ქართულ ორგანიზაციებს ჯამში 800 000 ევრო ჩაერიცხათ.
"პრავფონდი" საქართველოში 2013 წლიდან მუშაობს. 2020 წლამდე ძირითადად ორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, 2020 წელს კი გულბაათ რცხილაძის ორგანიზაციის დაფინანსებაც დაიწყო. 2024 წელს კიდევ ახალი პარტნიორიც დაიმატეს. ჯამში, ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ფონდიდან, ამ ორგანიზაციებს, სულ მცირე 800 000 ევრო ჩაერიცხათ", — წერს "აი ფაქტი".
გულბაათ რცხილაძის პრორუსული აქტივიზმი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ იწყება. მან მაშინ ინტერნეტგამოცემა "პოლიტფორუმი" დააფუძნა, რომელიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა და რუსეთის ოფიციალურ ვერსიას იმეორებდა.
2009 წელს რცხილაძემ ორგანიზაცია "ევრაზიის ინსტიტუტი" დაარეგისტრირა, რომელიც დღემდე აქტიურად მოქმედებს და საქართველოში პრორუსული იდეოლოგიის გავრცელებას ემსახურება. "აი ფაქტის" ინფორმაციით, "ევრაზიის ინსტიტუტის" წარმომადგენლები 2014 წლიდან მოსკოვს ხშირად სტუმრობენ და რუსეთის პრეზიდენტს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.
"2014 წლიდან ამ ინსტიტუტის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ მოსკოვს და თანამშრომლობენ ისეთ ორგანიზაციებთან, რომელიც პირდაპირ ემორჩილება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას", — წერია "აი ფაქტის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
გულბაათ რცხილაძემ 2020 წლიდან "პრავფონდიდან" ფინანსდება და ბოლო ხუთ წელში მისი პროექტები, სულ მცირე, 60 000 ევროთი დაფინანსდა. თავად რცხილაძე მუდმივად უარყოფს, რომ უცხოურ დაფინანსებას იღებს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი მისი "პირადი შენატანებით" ფინანსდება.
"პრავფონდი" რომ სანქცირებულია და მისგან გამოგზავნილი თანხების განაღდება ქართულ ბანკებში შეუძლებელია, გულბაათ რცხილაძემაც დაგვიდასტურა, თუმცა, საუბარში ისიც თქვა, რომ დიდი პრობლემა არ შექმნიათ და გზა გამოინახა.
"მე, ჩვენ ვღებულობთ, კიდევ ვიმეორებ, როდესაც არის პროექტი და როცა იქნება, მივიღებთ, მაგის პრობლემა არ გვექნება… (როგორ ავიღებთ) ეს უკვე ჩვენი საქმეა. მე გითხარით, რომ პრავფონდმა დაგვიფინანსა ეს პროექტები და როგორ დაგვიფინანსა, საიდან მივიღეთ, ვინ ჩამოიტანა, ვინ გადმორიცხა, ვინ გადარიცხა, ეს უკვე ჩვენი საქმეა… იცით, რა არის? მე გითხარით, რომ მართალი საქმისთვის და სიკეთის გასაკეთებლად მე ყოველთვის მოვიძიებ გზებს".
შევახსენეთ, რომ "პრავფონდი" ევროკავშირისა და ამერიკის მიერ სანქცირებულია, გვითხრა რომ ეს იცის, თუმცა ფონდი საქართველოში არ არის სანქცირებული.
"საქართველოს მთავრობა, თუ გამოაცხადებს, რომ სანქციებს ადებს “პრავფონდს”, მე მაშინ შევწყვეტ მასთან თანამშრომლობას".
"აი ფაქტი" გამოძიების მომდევნო ნაწილებში სხვა ისეთი ქართული ორგანიზაციების გამოაშკარავებას აანონსებს, რომლებიც "პრავფონდიდან" იღებენ ფულს და საქართველოში პრორუსული ინტერესების გატარებას ემსახურებიან.
"აი ფაქტის" გამოძიება სრულად იხილეთ აქ.
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები