"საკნიდან ვევედრები ევროპას, არ მიგვატოვოს რუსეთის ხელში" — The Guardian მზია ამაღლობელის წერილს აქვეყნებს
ფოტო: On.ge
The Guardian-მა მზია ამაღლობელის წერილი გამოაქვეყნა სათაურით — "საკნიდან ვევედრები ევროპას, არ მიგვატოვოს რუსეთის ხელში", რომელსაც ქართულად "ნეტგაზეთი" ავრცელებს:
"ჩემი კოლეგა ჟურნალისტები ყოველდღე საფრთხეში აგდებენ სიცოცხლეს, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ დავნებდეთ იმ რეჟიმს, რომელიც საკუთრივ ევროპის უსაფრთხოებასაც ემუქრება.
ჩემი საკანი მწვანედ არის შეღებილი, ეს იგივე ფერია, რასაც ოდესღაც რედაქციაში ვიყენებდით. ორი სკამი და მაგიდა იატაკზეა მიმაგრებული. არაფერი მოძრაობს. საწოლი ვიწროა, მაგრამ ჯერ არ გადმოვვარდნილვარ. როდესაც ჯერ კიდევ თავისუფალი ვიყავი, მაგრამ უკვე დაპატიმრებას ველოდი, ვხუმრობდი ხოლმე, რომ ციხე კითხვისთვის მომცემდა იმ დროს, რაც ყოველთვის მაკლდა. მაგრამ აქ, რუსთავის ქალთა კოლონიაში, მხედველობა თითქმის დავკარგე. ამიტომ, ახლა [ჩემს თვალებში] თანდათან შემოჭრილ სიბნელეში ვწერ, იმ სიბნელეზე, რომელიც ჩემს ქვეყანას, საქართველოს იპყრობს.
ჩემს საკანს ერთადერთი ფანჯარა აქვს ჭერთან ახლოს, ძალიან მაღლა. როდესაც 50 წლის გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე, ჩემი მეგობრები და კოლეგები ციხის მოპირდაპირე ბორცვზე შეიკრიბნენ, პლაკატებითა და ბუშტებით ხელში. სკამზე ავედი, მაგრამ კარგად ვერ დავინახე. მათ მოსალმებას მოგვიანებით, ახალ ამბებში ვუყურე.
ეს იყო ჩემი ცხოვრება ბოლო რვა თვის განმავლობაში, საქართველოს რეპრესიული რეჟიმის ქვეშ: რეჟიმის, რომელიც ცდილობს ჟურნალისტების გაჩუმებას, განსხვავებული აზრის წაშლას და ჩვენი სულისკვეთების გატეხას.
2025 წლის 12 იანვარს დემონსტრაციის დროს "პოლიციელზე თავდასხმის" ბრალდებით დამაკავეს. საქმის განხილვისას თითქმის შვიდი თვე გავატარე წინასწარ პატიმრობაში. 6 აგვისტოს მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა და საბოლოოდ, ოფიცრისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფრო მსუბუქი მუხლით მცნეს დამნაშავედ და ორწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. ეს მაძლევს საეჭვო პატივს, რომ ვიყო პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო დააპატიმრეს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. შემომთავაზეს საპროცესო შეთანხმება — დანაშაულის აღიარება უფრო მსუბუქი სასჯელის სანაცვლოდ — მაგრამ უარი ვთქვი. უსამართლობასთან შერიგება ცოცხლად დამარხვას ნიშნავს.
ახალი გზები უნდა მეპოვა იმისათვის, რომ ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული უსამართლობა გამეპროტესტებინა. მახსოვს, დაპატიმრებიდან მალევე შევიჭერი ნაწნავი. მაკრატელი ორი წუთით მათხოვეს. საკნის კართან იდგნენ და მიყურებდნენ, როგორ ვიყენებდი მას. მაშინ ბევრი რამ შემომთავაზეს, მაგრამ მხოლოდ 10 ლიტრი წყალი ავიღე. პირველი 38 დღე ვშიმშილობდი. ახლა ამ წერილს ვწერ, რომ გავაგზავნო გაზეთი ბათუმელების ოფისში, რომლის თანადამფუძნებელიც ვარ და სადაც ჩემი მეგობრები და კოლეგები აგრძელებენ ბრძოლას ჩემი არყოფნის დროს.
სისუსტის მომენტები მაქვს ხოლმე. ხანდახან თვალები ცრემლებით მევსება. მაგრამ ვცდილობ დიდხანს არ დავრჩე ასეთ მდგომარეობაში. სიმართლე ისაა, რომ სხვა გზა არც მაქვს: ეს არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს გააუქმოს ჟურნალისტიკა, პროფესია, რომელსაც ჩემი ცხოვრების 25 წელი მივუძღვენი. ჩემი კოლეგები სასიკვდილო საფრთხეში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ საქმეს აკეთებენ. ჩემთვის ახლა დუმილი მათი, ჩემი და საქართველოში მყოფი კიდევ 60-მდე პოლიტიკური პატიმრის ღალატი იქნებოდა. ამ ციხის კედლების გარეთ ხალხი ცხრა თვის განმავლობაში უწყვეტად გამოდის ქუჩებში. ევროკავშირის დროშებიან მომიტინგეებს მიუშვეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და შემდეგ უკვე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. მიუხედავად ამისა, ისინი უარს ამბობენ დანებებაზე. მათი გამბედაობა ჩვენი იმედია.
ჩვენ ადრეც ვმდგარვართ ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე. 1921 წელს საქართველოს ხანმოკლე დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთმა შთანთქა ქართველი ბოლშევიკების დახმარებით. ახალგაზრდობა მაშინაც მამაცურად იბრძოდა ქუჩებში, თუმცა ქვეყანა მომდევნო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ბატონობის ჩრდილმა მოიცვა. ახლა ისტორია განმეორებით გვემუქრება, რადგან რუსეთი კვლავ თავის ორბიტისაკენ გვიბიძგებს, ჩვენივე მთავრობაში მყოფი კოლაბორანტების დახმარებით. რეჟიმი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და ახლაც აგრძელებს თავისი ინტერესების წინ დაყენებას. რეჟიმმა მიატოვა ჩვენი ევროპული გზა და რუსული მმართველობის ინსტრუმენტები აითვისა: პროპაგანდა, რეპრესიები, კორუფცია და შიში.
მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის და ქართველებს არაერთგზის უჩვენებიათ მდგრადობა. რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული აგრესიისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებისა და გატაცებების მიუხედავად, ჩვენ მაინც ევროპას ვირჩევთ. საქართველოს ახალგაზრდობა წინ მიუძღვის ამ ბრძოლას გამოფიტვის, სასოწარკვეთის და იმ ადამიანების ცივი გათვლების საწინააღმდეგოდ, ვინც მზადაა გაყიდოს ჩვენი თავისუფლება.
რა შეიძლება გაკეთდეს? მხარი დაუჭირეთ საქართველოს ალყაში მოქცეულ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ნუ დასჯით რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებით. მიზანში ამოიღეთ ჭეშმარიტად პასუხისმგებელნი პირები: ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენლები და მათი ბიზნეს ქსელები. ხმა აიმაღლეთ ქუჩაში გამოსული ადამიანების, ციხეებში მყოფი ჟურნალისტების, იმ საზოგადოების დასაცავად, რომელიც უარს ამბობს დამორჩილებაზე.
საქართველოსთვის მხარდაჭერის შეთავაზება არა მხოლოდ სოლიდარობის აქტია — ეს პრაგმატული არჩევანიცაა. სამეზობლოში კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი საფრთხეს შეუქმნის საკუთრივ ევროპის უსაფრთხოებას. საქართველოს მიტოვება ახლა რუსეთის აგრესიის დაჯილდოება იქნებოდა.
საქართველოს ეროვნული დევიზია "ძალა ერთობაშია". ჩემთვის ევროკავშირის ნაწილად ყოფნა ნიშნავს ამ ძალის გაზიარებას და მასში წვლილის შეტანას.
ჩვენ ვეკუთვნით არა დიქტატურისა და შიშის რუსულ სამყაროს, არამედ თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს. ჩემი საკნიდან უფრო ნათლად ვხედავ, ვიდრე ოდესმე, რომ ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ეს ღირებულებებია: ღირსება, სამართლიანობა, თანასწორობა და სოლიდარობა. და საქართველოში ჩვენ ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით იმ ყველაფრით რაც გვაქვს — კალმით, ხმით და ჩვენი სხეულებით ქუჩებში.
ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლის ნაწილია, ისევე როგორც უკრაინის ბრძოლაა ევროპის ბრძოლა. და მე ვთხოვ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ნუ გაგვიშვებთ ხელს, ერთად ჩვენ შეგვიძლია სიბნელის დამარცხება, რათა იზეიმოს თავისუფლებამ. რადგანაც, თავისუფლება ჭეშმარიტად უფრო ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე," — წერს მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიიდან.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები