აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. სანქციები, შესაძლოა, მიმდინარე კვირაშიც დაწესდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ვაშინგტონს მიზანმიმართული სანქციები რამდენიმე პროკურორისა და მოსამართლის წინააღმდეგ უკვე დაწესებული აქვს, მაგრამ თავად სასამართლოს "სუბიექტის სანქციების" სიაში შეყვანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
Reuters-ის ექვსი ანონიმური წყაროს ცნობით, საქმე სენსიტიურ დიპლომატიურ საკითხს ეხება, რომლის შესახებაც საჯაროდ არაფერი გამოცხადებულა, შესაბამისად, ასეთი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღონ. ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ სასამართლოს თანამშრომლებმა უკვე ჩაატარეს საგანგებო შიდა შეხვედრები, რათა შესაძლო სანქციების გავლენა განეხილათ. ორი სხვა წყაროს ინფორმაციით, შეხვედრები სასამართლოს წევრი ქვეყნების დიპლომატებს შორისაც გაიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სასამართლო აშშ-სა და ისრაელის წარმომადგენლებზე მისი "გამოგონილი იურისდიქციის" მტკიცებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამატებით ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას მოიცავს ეს.
"სასამართლოს აქვს შესაძლებლობა შეცვალოს კურსი მნიშვნელოვანი და შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებების გზით. აშშ გადადგამს დამატებით ნაბიჯებს ჩვენი მამაცი სამხედროებისა და სხვების დასაცავად, სანამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს," — განაცხადა სპიკერმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2002 წელს ხელშეკრულებით დაფუძნდა, რომელიც მას გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულების გამოსაძიებლად იურისდიქციას ანიჭებს — იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულები ჩადენილია წევრი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ან მისი ტერიტორიის ფარგლებში.
ისრაელი და აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები არ არიან. სასამართლო აღიარებს პალესტინას წევრ სახელმწიფოდ და მიიჩნევს, რომ მას პალესტინის ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებების გამოსაძიებლად იურისდიქციას აძლევს. ისრაელი და აშშ ამას უარყოფენ.
თებერვალში თეთრმა სახლმა სანქციები დაუწესა სასამართლოს მთავარ პროკურორს, ქარიმ ხანს, რომელმაც ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები მოითხოვა. ხანი, ამჟამად, მის წინააღმდეგ სექსუალურ დისკრედიტაციის ბრალდებებზე დაწყებული გამოძიების გამო, შვებულებაშია. ქერიმ ხანი ამ ბრალდებებს უარყოფს.
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
კომენტარები